კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ექიმის რჩევები

კითხვა: ექიმმა დამინიშნა ფერლატუმი, აერომაქსი და აუგმენტინი  თითო აბი – 2-ჯერ დღეში, 10 დღის განმავლობაში. აუგმენტინის ინსტრუქციაში წავიკითხე, რომ საშიშია ნაყოფისთვის და როგორ მოვიქცე? ვარ 11 კვირის ორსული და აღმომაჩნდა სტაფილოკოკი.
პასუხი:
თქვენი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, სტაფილოკოკის აღმოჩენის შემთხვევაში, აუგმენტინით მკურნალობა დასაშვებია, ვინაიდან არ ახდენს ნაყოფზე დამაზიანებელ გავლენას. რეკომენდებულია აუგმენტინის პერიოდში, დამატებით, პრობიოტიკის მიღება.
კითხვა: ვარ 22 წლის, მამრობითი სქესის. დღეს ჰაიმორიტზე შესამოწმებლად ვიყავი და მითხრეს, ოსტეომა გაქვსო. გთხოვთ, ამიხსნათ, აუცილებელია თუ არა ქირურგიული ჩარევა? საჭიროებს თუ არა დამატებით გამოკვლევებს? რამდენადაა რისკი ავთვისებიანში გადაზრდის? რა არის გამომწვევი?
პასუხი:
სინუსური ოსტეომის დროს ოპერაცია იმ შემთხვევაში ხდება საჭირო, როცა ეს წარმონაქმნი ზომაში მატულობს, იწვევს დისკომფორტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ზოგადად კი, აუცილებელია დინამიკაში დაკვირვება. ზუსტი გამომწვევი უცნობია, თუმცა მიზეზებს შორის ასახელებენ ხშირ სინუსიტებს, D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტს, განვითარების დეფექტებს და სხვა.
კითხვა: მაინტერესებს ქარჩაულის სითხე, იგივე ხატიაშვილის სითხე, არის თუ არა ბავშვებში ჰემანგიომის მოსაშორებელი საშუალება?
პასუხი:
ქარჩაულის და ხატიაშვილის სითხეები განსხვავებული სითხეებია. ხატიაშვილის სითხე შედარებით უფრო ახალია. დიახ, ხატიაშვილის სითხით ხდება ბავშვებში ჰემანგიომის მკურნალობა.
კითხვა: რამდენად კარგ შედეგს იძლევა ქირურგიული ჩარევა ფიბროზული მასტოპათიის დროს?
პასუხი:
მასტოპათიის ამ ფორმის დროს მამოლოგმა უნდა გადაწყვიტოს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა, რაც საკმაოდ ეფექტური და შედეგიანია.
კითხვა: რამდენიმე წელია, მაწუხებს მარცხენა ქვედა ყბის ტკაცუნი. როდესაც მარცხენა მხარეს ვწევ ყბას იჭედებასავით – თითქოს რაღაცას ედება და ვეღარ ვაღებ პირს. ვის მივმართო? როგორ ვიმკურნალო? ვატყობ, რომ მარჯვენა ყბაზეც იგივე მეწყებაა. ტკივილები არ მაქვს.
პასუხი:
ასეთ შემთხვევაში მდგომარეობას მართავენ ყბა-სახის ქირურგები და რევმატოლოგები. ჩატარდება ექოსკოპიური გამოკვლევა, შეფასდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მდგომარეობა და დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3