კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ ათი მცნებიდან მესამე მცნება, რომელიც გვაუწყებს: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“.
პასუხი:
მესამე მცნებას არღვევს ადამიანი, როდესაც უფლის მისამართით ამბობს უკადრის სიტყვებს, ეჭვი შეაქვს მის სამართლიანობაში, მკრეხელობს, ხუმრობს საღმრთო ქმედებებზე და ლაზღანდარობის თემად აქცევს, უყურადღებოა ლოცვის მიმართ, არღვევს აღთქმას, რომელიც უფლისთვის აქვს მიცემული, აუზროდ იფიცებს უფლის სახელს ჩვეულებრივ ყოფით საუბრებში.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ მას კი არ სთხოვენ, არამედ აძალებენ, რომ მოწყალება გაიღოს?
პასუხი:
ზოგადად, მოწყალება ნებაყოფლობითია და ძალდატანებით ის თავის შინაარსს კარგავს. გამცემიც და მიმღებიც თავის სინდისთან უნდა იყვნენ მართლები – გამცემმა იმდენი უნდა მისცეს, რამდენიც შეუძლია. იცოდეს, რომ უფალი ხედავს მის გულს, ხოლო მიმღებმა შესაწირი მადლიერებით უნდა მიიღოს. თუ მოწყალების გაღება ამგვარ ზნეობის ჩარჩოებს გასცდება, მაშინ მას აღარა აქვს ქრისტიანული სახე.
კითხვა: მაქვს სურვილი, მოძღვარმა ჩემი ახლობლები ლოცვებში  მოიხსენიოს. რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
პასუხი:
თუ თქვენ კონკრეტული დღის ლოცვებში გსურთ ახლობლების მოხსენიება, წირვამდე საკურთხეველში ცალკე ცოცხლებისა და ცალკე მიცვალებულებისთვის სეფისკვერი უნდა შეაგზავნოთ. შესაბამისად, მათი სახელებიც ცალ-ცალკე უნდა ჩამოწეროთ ფურცელზე. სასურველია, ამ ადამიანების სახელზე მოწყალებაც გაიღოთ.
კითხვა: ოთახში, სადაც ხატებია დაბრძანებული, ადამიანები ხშირად იკრიბებიან, ეწევიან სიგარეტს, თამაშობენ აზარტულ თამაშებს. არის თუ არა ეს ცოდვიანი საქციელი?
პასუხი:
მოწევა და აზარტული თამაშები ისედაც ცოდვიანი ქმედებებია და მით უმეტეს, თუ მას სჩადიან ხატის სიახლოვეს. ხატი ისეთ ადგილას უნდა იყოს დაბრძანებული, სადაც მას კრძალვითა და რიდით მოეპყრობიან.
კითხვა: შეგვიძლია თუ არა, ჩვენვე ვაკურთხოთ ჩვენი საცხოვრებელი სახლი?
პასუხი:
ბინის კურთხევა ხდება მხოლოდ მღვდელმსახურის მეოხებით.скачать dle 11.3