კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როდის ამოუყირავდება ქალს სიყვარულის გამო მთელი ცხოვრება

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე


როცა გიყვარს, შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია. შეყვარებული ადამიანები საკუთარ გადაწყვეტილებებში იშვიათად არიან რაციონალურები და ადეკვატურები. შეყვარებული ქალი სამყაროს სხვა თვალით უყურებს (სხვათა შორის, კაციც), „ფერები“ ნათელია და კაშკაშა, პარტნიორი – ფაქტობრივად, უნიკალური, მაგრამ სიყვარული მუდმივი არ არის და როცა გრძნობის ტალღა გადადის, რეალობა არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდება ხოლმე...

მარიამი (42 წლის): როცა ჩემს ქმარს შევხვდი, ვიფიქრე, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ადამიანი. ის კაცი იყო, ვისაც ვეძებდი და ვისთანაც მთელ ცხოვრებას ბედნიერად გავატარებდი. თითქოს შინაგანი ხმა მკარნახობდა, ხელი ჩასჭიდე ამ ადამიანს და აღარასოდეს გაუშვაო. ალბათ, ყველა შეყვარებული ქალი ამას განიცდის და გრძნობს. მე არ მინდა, ვამტკიცო, რომ სიყვარული სისულელეა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ სწორედ სიყვარული გვაშვებინებს სერიოზულ შეცდომებს.
– სიყვარულს ნუ დავაბრალებთ ჩვენს ადამიანურ სისუსტეებს: ხომ არსებობს წინდაუხედაობა, მოუთმენლობა, დაუფიქრებლობა. ზოგჯერ სიყვარულიც არ არის სიყვარული.
– დიახ. რა თქმა უნდა. გეთანხმებით იმაში, რომ ყოველთვის არ ვაკეთებთ სწორ არჩევანს. გვგონია, რომ გვიყვარს, მაგრამ რეალურად მხოლოდ დროებით ვართ მოხიბლულები. ძნელია, ნამდვილი გრძნობა გაარჩიო დროებითი, თუნდაც ძლიერი ემოციური ტალღისგან. რაც უფრო მეტად ირწმუნებ, რომ ძალიან გიყვარს, მით მტკივნეულად ამოგიყირავდება ცხოვრება.
– ვერ მივხვდი, არ უნდა გიყვარდეს?
– არ ვიცი. უკვე აღარ ვიცი. პრობლემა ისაა, რომ ორივეს სიყვარულში დარწმუნებული ვერ იქნები. შენ შეიძლება, იცოდე, რომ გაქვს გრძნობა პარტნიორის მიმართ, მაგრამ ის რით გპასუხობს, სიტყვებიც ხომ არ არის სანდო? ზოგჯერ, უფრო სწორად, ძალიან ხშირად, ქალებს იმის  გვჯერა, რისი დაჯერებაც გვინდა. დამეთანხმეთ, რომ ასეა. მით უფრო, როცა ემოციური ხარ და სიყვარული ყველაფერი გგონია. სამწუხაროდ, ზოგჯერ სიყვარული გვიმწარებს ცხოვრებას.
– თქვენ ისე ლაპარაკობთ, რომ სიყვარული ბედნიერად ცხოვრებაში ხელს გვიშლის.
– ყოველთვის, ალბათ, არა, და არც ყველას შემთხვევაში, მაგრამ სიყვარულმა გამანადგურა, დამანგრია და საკუთარი თავის რწმენა დამიკარგა. შეიძლება, მე ემოციურიც ვარ და ამის გამო მოხდა, რაც მოხდა. არ გავურბივარ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას. ვატყობ, არარეალურად მიგაჩნიათ ის, რასაც ვლაპარაკობ. მაგრამ ქალები, ძირითადად, ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებთ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ იქნებ, ჩემს მაგალითზე ვინმემ რამე ისწავლოს ან ცხოვრება გაუადვილდეს. ჩემმა ტკივილებმა და პრობლემებმა მასწავლა, რომ არ უნდა აქციო სიყვარული შენი ცხოვრების მთავარ მოვლენად. მე არ ვარ არც თინეიჯერი და ვიღაცამ შეიძლება, ისიც კი თქვას, რომ ჩემს ასაკში რაღა დროს სიყვარულზე ლაპარაკია, მაგრამ იმ თორმეტმა წელმა, რაც ერთად გავატარეთ, კარგი გაკვეთილი ჩამიტარა. ვგულისხმობ ქორწინებაში გატარებულ წლებს. არ არის ცოტა. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი საერთოდ არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა ცხოვრება თავდაყირა დადგა, როცა მივხვდი, რომ შეცდომების მთელი კასკადი დავუშვი, გული მწყდება და  მტკივა. თურმე, არავის სჭირდებოდა ჩემი თავგანწირვა და სიყვარული. დიახ, სწორედ ჩემი ქმარია იმ გულგატეხილობის მიზეზი, რომელიც დამეუფლა. თორმეტი წელი ჩემი გრძნობა და ემოცია დავახარჯე კაცს, რომელსაც ეს ყველაფერი საერთოდ არაფერში სჭირდებოდა.
– რატომ იფიქრეთ, რომ არ სჭირდებოდა?
იმიტომ, რომ საერთოდ არაფრად ჩააგდო ჩემი სიყვარული და პირდაპირ მითხრა, მე ხომ არ მომითხოვია, გყვარებოდი. ხომ არ დამიძალებია, რომ მაყვედრიო.
– რატომ გითხრათ ეს? დააყვედრეთ?
– დაყვედრებაა, როცა კაცს ეტყვი, რომ მთელი სიცოცხლე მას შესწირე? ესეც იმიტომ, რომ იძულებული გამხადა. ნელ-ნელა საერთოდ აიგნორებდა ჩემს სიყვარულსა და მზრუნველობას. აბუჩად მიგდებდა. მისი ცივი და დამცინავი გამოხედვა ჩემს თავმოყვარეობას ანადგურებდა. ქალს ყურადღება და სითბო სჭირდება. მე ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა საერთოდ მიგდებული აღმოვჩნდი. სიყვარული „ამოყირავდა“ – იცით, ეს რას ნიშნავს? სამყაროს დანგრევას, უდიდეს ტკივილს გულში და სრულ იმედგაცრუებას. საშინელებაა. რომ არ მყვარებოდა, თანაც ასე ძლიერად, ნაკლებად მეტკინებოდა. ჩემთვის მეუღლე მის მიმართ ერთგულება და სიყვარული ყველაფერი იყო – ცხოვრების აზრი და შინაარსი. უცებ კი, აღმოვაჩინე, რომ არაფერს ვებღაუჭებოდი – სიცარიელე შემრჩა ხელში. იცით, რას ნიშნავს ეს? ფეხქვეშ რომ მიწა გამოგეცლება და სადღაც უსასრულობაში ვარდები. მით უფრო მტკივნეულია, როცა მოიხედავ და აღმოაჩენ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც არავის სჭირდებოდი. ჩემი მესიჯი არის:  ნაკლებად გიყვარდეთ მამაკაცი და ნაკლებად გეტკინებათ! გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნები, თუ იმას ეყვარები.

скачать dle 11.3