კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 დაუძინებელი პრეზიდენტები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ჭრელი პოლიტიკა

თუმცა ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორი მხარს აქტიურად გვიჭერს (აწი თავისუფლადაც ვივაჭრებთ და რუსეთსაც მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან), რაკი პოლიტიკა არც შავ-თეთრია და ყველას თავისი ინტერესები აქვს: რფ-ის, ჩვენი ოკუპანტისა და აშშ-ს – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის,  პირველი დიპლომატები შესაძლოა, შეხვდნენ.
რატომ? იმიტომ რომ, არც მეტი, არც ნაკლები, ვლ. პუტინისა და დნ. ტრამპის შეხვედრა მოამზადონ.
ეს ამბავი პრ. პუტინის თანაშემწემ (იური უშაკოვმა) მას შემდეგ გვაუწყა, რაც ხსენებული (პრ. პუტინი) აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწეს (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) ჯონ ბოლტონს შეხვდა.
შეხვედრით ის ორნი ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან, ვინაიდან უშაკოვის ცნობით, ლიდერთა შეხვედრის შეთანხმება უკვე მიღწეულია. თარიღს კი უკვე ამ კვირას გამოაცხადებენ, ლავროვი და პომპეო კი მანამდე გაისაუბრებენო.
ცხადია, არაფერი ვუწყით, რაზე უნდა ისაუბრონ პრეზიდენტებმა: ვერც თავად აქვთ ტკბილ-თბილი ურთიერთობა და ვერც „ნატო“-რფ ძოვენ, მაინცდამაინც, შეხმატკბილებულად (განსაკუთრებით, სირიაში აშშ-ური ავიაციის აქტიურობის ფონზე).
თუმცა ისიც ფაქტია, რომ, ჯერ ერთი, ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარებით რფ-ში და აწ უკვე პუტინ-ტრამპის შეხვედრით პრ. ვლადიმირის რეპუტაცია რფ-ის შიგნით კიდევ უფრო განმტკიცდება, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მსხვილ-მსხვილები (ანუ დიდი სახელმწიფოების პირველკაცები), როგორც წესი, წვრილ-წვრილებით (ანუ მცირე სახელმწიფოებით) იკმაყოფილებენ ხოლმე ინტერეს-ამბიციებს, ისღა დაგვრჩენია, ცას შევღაღადოთ, რომ მათ სიტკბოებას მტლად ჩვენ არ დაგვადონ.
скачать dle 11.3