კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როდის „აწვება“ მარიტა როხვაძე საყვარელ მამაკაცს რქებითა და „ქუთაისური გაგებით“ და რატომ ეშინია მას ოჯახური თანაცხოვრების

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

25 წლის მომღერალი, მარიტა როხვაძე ის ადამიანია, რომელშიც უსამართლობის დროს ქუთაისური გაგება „ირთვება“ და შეუძლია, სასტიკი და დაუნდობელი გახდეს. მისი ეს თვისება სიყვარულმაც ვერ შეცვალა. როგორც თავად ამბობს, ინტუიცია საკმაოდ განვითარებული აქვს და ხანდახან, ამის ეშინია კიდეც. რის გამო იკავებს თავს ოჯახის შექმნაზე და რატომ ვერ დაუშლის მას სვანი შეყვარებული თამამ ჩაცმას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მარიტა როხვაძე: მართალია, ეკრანზე აღარ ვჩანვარ, ცოტა ხნით ჭორაობას შევეშვი – გადაცემა შეჩერდა, მაგრამ იმედი მაქვს, ახალ რამეს შევთავაზებთ მაყურებელს. რაც შეეხება სასიმღერო კარიერას, ვმუშაობ ბენდთან ერთად, ნაბიჯების წინ გადადგმა მინდა, მაგრამ, გათვალულივით ვარ (იცინის). გამზადებული მიდევს ჩაწერილი სიმღერები და ვფიქრობ, როდის წარვუდგინო საზოგადოებას. არც კი ვიცი, რა მაკავებს.
– თქვი, ჭორაობას შევეშვიო. შენს პირად ცხოვრებაზეც აქტიურად დადიოდა ჭორები. ხომ ასეა?
– იმდენი ჭორი გავიგე ჩემზე, რაღა უნდა თქვან ახალი, აღარ ვიცი. მე არ გამიგია და იქნებ თქვენ მითხრათ?
– კი ბატონო, გეტყვი. ამბობენ, სცენაზე აქტიურად იმიტომ არ ჩანხარ, რომ გადაყევი პირად ცხოვრებას და საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნის გარდა, არაფრის კეთება არ გინდა.
– პირად ცხოვრებას არ გადავყოლილვარ. გეთანხმებით, შეყვარებული ვარ, მაგრამ, ეკრანზე თუ არ ვჩანვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონცერტები არ მაქვს, კლუბებშიც გამოვდივარ და ამაში სიყვარული ხელს არ მიშლის.
ძალიან გაიწელა შენი სიყვარულის ისტორია. თვეების წინ დაინიშნე საყვარელ ადამიანზე – ამას მალავდი, თუმცა, ჩვენთან ინტერვიუში აღიარე. ქორწილს ველოდებოდით, მაგრამ აგვიანებ. არა?
– ყველა ამას მეუბნება, ძალიან გაიწელა შენი სიყვარულის ამბავიო. მგონი, აქაც გათვალული ვარ (იცინის). ალბათ, ჩემშია პრობლემა, პასუხისმგებლობას გავურბივარ და მგონია, ოჯახური თანაცხოვრება ცოტა შემბოჭავს.
– ამიტომ არ გინდა ურთიერთობის დაკანონება?
– არა, ძალიან მინდა ურთიერთობის დაკანონება, მაგრამ წინ ვიხედები. არადა, არ ვიყავი ასეთი, გადაწყვეტილებას ყოველთვის ცხელ გულზე ვიღებდი. ცოლობაზე უარს კი არ ვეუბნები, დანიშნულები ვართ, თუმცა ხელის მოწერაზე ვიკავებ თავს. მას ძალიან უნდა.
– დანიშნული ხარ, თუმცა, არც ნიშნობის ბეჭედს ატარებ და არც ამ სასიყვარულო ურთერთობას ასაჯაროებ. რაშია საქმე? რატომ მალავ საყვარელ მამაკაცს?
– ჩემს საყვარელ ადამიანს არ უყვარს, საჯაროდ რომ ვსაუბრობ ჩვენს ურთიერთობაზე. ორი წელია, ერთმანეთი გვიყვარს. მწარე გამოცდილება მაქვს სიყვარულში – იყო ადამიანი, რომლზეც სერიოზულად ვფიქრობდი და იმდენი ვილაპარაკე და იმდენი იჭორავეს, გავითვალე და დავშორდი. ახლა მეორედ ვარ შეყვარებული და ცოტა მეშინია, გაურკვევლობაში ვარ, სულ იმას ვფიქრობ, რამე არ მოხდეს და ამიტომ, ვერიდები საუბარს. ჭორების კი არ მეშინია, უბრალოდ, არ მინდა ჩემს საქმეში სხვები ჩაერიონ. მართალია, კონკრეტულ ნაბიჯს ვერ ვდგამ, მაგრამ ბედნიერი ვარ. ეტყობა, წინა გამოცდილების ბრალია. არ ვიცი, რატომ მემტერებიან, რატომ ცდილობენ, ჭორაობით დამინგრიონ ის, რასაც მივაღწიე. მე მეამაყება, რომ რაც მაქვს, ჩემი შრომით მაქვს და არც ქმრის ხელებში შემყურე ვიქნები. 13 წლიდან დამოუკიდებელი ვარ და მაქვს ჩემი შემოსავალი. იცით, ვის შურს ჩემი? ვინც სახლში უმუშევარი ზის, ვერ მოახდინა თავისი თავის რეალიზება და ჩემზე ჭორაობს. რაც მეტად ცნობადი გავხდი, მეტად გადაირივნენ.  უცხოებმა კი არა, ისეთმა მეგობრებმაც გამითხარეს სამარე ზურგს უკან და გული მატკინეს, ვისთან ერთადაც მეძინა და ვჭამდი. იქვე გადავუსვი მათ ხაზი და დავასრულე ურთიერთობა. მათი ჭორაობა დეპრესიაში ვერ ჩამაგდებს, მაგრამ თუ გავბრაზდი, ძალიან ცუდი ვხვდები. თუ ცუდად და არასწორად შემეხები, მეც ასე მოგექცევი და მოვექეცი კიდეც. დამაბრალეს ვიღაც-ვიღაცებთან ურთიერთობები. გავიგე, მივადექი, მივაყენე საჭირო ხალხი და ქუთაისურად გავურჩიე საქმე – სამართლიანად „მოეთხოვა“ და გაილახა. როცა ტყუილს დამაბრალებ, ამ დროს შურისმაძიებელი  და შეუბრალებელი ვხდები. იმდენად ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, იმდენს მივაღწიე, ისე მიღიმის იღბალი, ვერ დავუშვებ, ვინმემ გამთვალოს.
– არ გეშინია, რომ დროის გაწელვის გამო, საყვარელ ადამიანს დაკარგავ?
– ამაზე, არ მიფიქრია.
– ვიცი, შენი საყვარელი მამაკაცი სვანია და მიკვირს, როგორ არ გაძალებს ცოლობას და რქებით არ გაწვება?
– მეც მაქვს რქები და იმიტომ (იცინის).
–  მერე, იმერული რქები და სვანური ერთია?
– მე მარტო რქებით კი არა, ქუთაისური გაგებითაც ვაწვები, ძმაო (იცინის). ეს – ხუმრობით, მაგრამ, ვფიქრობ, მალე დავაკანონებთ ურთიერთობას. ისეთი დაკავებული ვარ და წინასწარ მაქვს დაგეგმილი კონცერტები, არ მინდა, ამაში ხელი შემეშალოს.
–  ქუთაისური გაგება და სვანური მენტალიტეტი როგორ ეწყობა ერთმანეთს?
– გადასარევად. ქუთაისელები და სვანები ოდითგანვე ძმაკაცობდნენ და ვხუმრობ ხოლმე, ნეტა, სიყვარული ძმაკაცობაში არ გადამივიდეს-მეთქი (იცინის). არ მინდა ისეთი ურთიერთობა, სიყვარული რომ ვალდებულებაში გადადის. ყველა მეკითხება, როდის გეგმავთ ქორწილსო და უკვე უხერხულად ვგრძნობ თავს. მინდა, კარგად შევუწყო ერთმანეთს ოჯახი და კარიერა და ამიტომ ვიკავებ თავს. მთავარია, ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემს შეცვლას არ ცდილობს – ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ.
– ბოლო დროს, თამამ სამოსს აღარ იცვამ. აკრძალვის ბრალია თუ აქაც ჭორიკანა ადამიანების ენებს ერიდები?
– ჩემი საყვარელი ადამიანი, სცენაზე თამამ ჩაცმას არ მიშლის და არ აღიზიანებს, გამჭვირვალე მაცვია,  მკერდი მიჩანს თუ ფეხი. საკმაოდ თამამი ჩაცმული გამოვსულვარ სცენაზე და გამოვალ კიდეც, მაგრამ არც საყვარელ ადამიანს და არც სხვას არ აქვს უფლება, რამე შენიშვნა მომცეს. გამჭვირვალე სამოსითაც გამოვსულვარ, მხოლოდ სტრინგჩაცმული,  ბოდითაც, ლიფითაც და ვერავინ დამიშლის როგორ ჩავიცვა, აბა, თავშალმოხვეული, შეფუთული სცენაზე მდგარი მომღერალი ვის რად უნდა? იმასაც გააჩნია, რას მღერი და თუ ვიზუალიც ხელს გიწყობს, გახდა რა პრობლემაა?
– საკმაოდ კარგ ფორმაში ხარ. ისევ შიმშილობ დიეტებით თუ ვარჯიშობ?
– ჩემი გრაფიკის გამო, დრო არ მაქვს და სახლის პირობებში ვვარჯიშობ. დილით, უზმოზე აუცილებლად ვსვამ ნახევარ ლიტრ წყალს და ვცდილობ, ზედმეტად ცხიმიან, კალორიულ საკვებს და ცომეულს მოვერიდო. თუ მოვიმატე, ჩემი წიწიბურა გამზადებული მაქვს (იცინის).
– ამბობენ, წინასწარ გრძნობ მოსალოდნელ საფრთხეს და მოვლენებსო. ასეა?
–  გამზრდელი დეიდა რომ გარდამეცვალა, წინაწარ ვიგრძენი. დედას გვერდით ვიყავი და უცბად, დეიდაჩემის სახელი წამოვიყვირე – მანანა. ათ წუთში დარეკეს მოკვდაო. დედამ მითხრა, რომ შემოგხედე, მივხვდი, ჩემს დას რაღაც ცუდი დაემართა და ეს შენ იგრძენიო. სხვათა შორის, სანამ საზოგადოებაში გამოვჩნდებოდი, დეიდაჩემი მოვიდა სიზმრად და ზუსტად ვიცოდი, რომ ცნობადი გავხდებოდი. ეს წინასწარმეტყველური სიზმარი იყო. მოსალოდნელ საფრთხეებსაც ხშირად ვგრძნობ. მახსოვს, ჩემს მეგობრებეზე ვნახე ცუდი სიზმარი. გავაფრთხილე, არ დამიჯერეს და ავარიაში მოყვნენ. მაქვს შინაგანი წინათგრძნობები და თითქმის ყველა მიხდება. ხანდახან, ჩემი ინტუიციის მეშინია – გაფიქრებული არ მაქვს და მიხდება.  
скачать dle 11.3