კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რა კვალს დატოვებს საქართველოში ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის სასამართლოში რასიზმის წინააღმდეგ მოგებული პროცესი და სად აპირებს მეი ჩინეკე ცხოვრების გაგრძელებას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა, მწერალმა რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლოში უჩივლა. სასამართლო პროცესი რუსა ამირეჯიბსა და სკოლის პედაგოგებს შორის პედაგოგების სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა მოგვიანებით მწერალმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და  სკოლას პროცესი მოუგო. რუსა ამირეჯიბსა და სკოლის პედაგოგებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მის ფერადკანიან გოგონას – მეი, იგივე მიმი, ჩინეკეს, კანის ფერის გამო, მისმა თანაკლასელმა შეურაცხყოფა მიაყენა. მართალია, ამბობენ, თითქოს კონფლიქტი თვითონ მიმიმ წამოიწყო, მაგრამ ფაქტია, პროცესი მოგებულია.
– რუსა, იმ სკოლას უჩივლე, სადაც შენი შვილი სწავლობდა და პროცესი მოიგე. თუმცა, ამბობენ, რომ კონფლიქტი შენმა შვილმა წამოიწყო და თანასკოლელ გოგონას სოფლელი უწოდა. ამაზე რას იტყვი?
– ქართველი არასდროს ყოფილა დისკრიმინატორი, სულ პირიქით იყო და ეს ყველა ძველ ლიტარატურასა თუ კინოში ჩანს. რა დაემართა ქართველს, ვერ გამიგია. რას დავაბრალო. როგორ შეიძლება, მშობელმა ან პედაგოგმა ბავშვს ტოლერანტობა არ ასწავლოს. ერთადერთი, რასაც არ ვითმენ, არც მომითმენია არსად და არც მოვითმენ, რასისტობა და დისკრიმინაციაა. საქართველოშიც უნდა შეიგნონ, რომ ნებისმიერ უმცირესობაზე ძალადობა – ვერბალური თუ ფიზიკური – ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია. ხარ რასისტი? დამალე, რომ არავინ შეგამჩნიოს. სირცხვილია!  გერმანიაში ვცხოვრობ და სიტყვა კი არა, გამოხედვა არ მინახავს რასისტული. საქმე რომ აღიძრა, თავიდან სასამართლო პროცესი, პედაგოგების სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა მოგვიანებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე, სკოლას პროცესი მოვუგე და მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძის გადაწყვეტილებით, 130-ე სკოლას ჩემი შვილისთვის, მეი ჩინეკესთვის, დისკრიმინაციით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, 1 000 ლარის ოდენობით დაეკისრა. მას მერე, რაც სკოლას დისკრიმინაციული ქმედებისთვის ვუჩივლეთ, მიმიმ სწავლა მე-6, გერმანულ სკოლაში გააგრძელა. მანამდე კერძო სკოლაში იყო, თუმცა მათი პროგრამა განსხვავდებოდა საჯარო სკოლის პროგრამებისგან და ამიტომ, ისევ საჯაროში გადავიყვანე. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მიმიმ წამოიწყო კონფლიქტი, ეგ ყველაფერი პირიქით რომ იყო, იმ ბიჭმაც აღიარა და სხვა კლასელებმაც. მით უმეტეს, რომ მიმის პასუხი – სოფლელო, სოფლიდან ჩამოსულს კი არ გულისხმობდა, რაც ვიმეორებ, აფრიკელი ზანგის დამძახებელმა მიიღო პასუხად, არამედ – ქაჯს, და ესეც იმიტომ, რომ მიმიმ დაბადებიდანვე  კარგად იცის,  რომ რასობრივი დისკრიმინაციის გამოხატვა და ამით სხვისი შეურაცხყოფის მცდელობა მსოფლიოში ყველაზე დიდი ქაჯობაა და ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ამაზრზენი და უთავმოყვარეო დანაშაულია. მიმი არასდროს მიაყენებს სხვანაირ ადამიანს შეურაცხყოფას, არასდროს ეცდება ბულინგს. ამიტომაც, მე ვამაყობ ჩემი შვილით. ასე რომ, სანამ რომელიმე საჯარო თუ კერძო სამსახური, ბაღი, სკოლა თუ უნივერსიტეტი, მგზავრი, მეზობელი თუ გამვლელი პირს დააღებს და რაიმე რასისტულს ან დისკრიმინაციულს იტყვის, რაიმე ქმედებას განახორციელებს, ჩემი მაგალითი გაახსენდება. მე მჯერა, რომ მაგალითს დიდი ძალა აქვს. იმედია, ჩემი და „საფარის“ მოგებული პირველი პროცესი რასიზმის წინააღმდეგ მხოლოდ კვალს კი არ დატოვებს, სამართლიანობის გზას გააგრძელებს და სხვა, ბევრ ადამიანს დაეხმარება და რასისტებს ხელს შეუშლის ასეთი ნაბიჯის გადადგმაში. რაც შეეხება ჯარიმას, 5 000 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი დაეკისრათ. დასანანია, რომ ასე იაფად შეფასდა საქართველოში ჩემი და ჩემი შვილის მორალური ზარალი.
– მიმიმ წელს სკოლა დაამთავრა. სად აპირებს სწავლის გაგრძელებას და გენეტიკურად თუ დაჰყვა წერის ნიჭი?
– მიმიმ სკოლა დაამთავრა, ატესტატიც აიღო და ჰამბურგში მეორედ ჩამოვიდა, სამი თვით. ახლა, დაბრუნდება საქართველოში, მერე ისევ უკან ჩამოვა რამდენიმე კვირაში და სულ დარჩება. სამსახიობოზე სწავლა უნდა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში, იქამდე ერთი წელი წინ აქვს, ენასაც ისწავლის კარგად. გენეტიკისა და წერის რა მოგახსენოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მსახიობის ნიჭი ნამდვილად აქვს.
– შვილი თუ გენდობა, პირად საკითხებზე დაუფარავად გიყვება?
– კი, მიყვება თავის ცხოვრებას, ვერ ვიტყვი 100 პროცენტით-მეთქი. ადამიანმა თავისთვისაც ხომ უნდა დაიტოვოს რაღაცები? იცის, რომ ერთადერთი, რაზეც ვეჩხუბები, ტყუილია, დანარჩენში გავუგებ და გვერდში დავუდგები, დავეხმარები, რაც უნდა იყოს.
– ვიცი, სწავლა გააგრძელე და თქვი, კარიერისთვის ასაკი არ არსებობს და ოცნება ავიხდინეო. სად სწავლობ და რა ოცნება აიხდინე?
– ჰამბურგში, სისტემური გასტრონომიის სპეციალობაზე ვსწავლობ, დამატებითი კვალიფიკაციით – ივენთ-მენეჯმენტზე, თან ვმუშაობ. ოცნება გერმანიაში დაბრუნება იყო და ავიხდინე. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ოცნებები თავისით არ ხდება. თავიდან ბერლინში ვიყავი, ესეც ამ ოცნების ქვეპუნქტი იყო, დროებით ჰამბურგში მომიწია გადმოსვლა. ბერლინია ჩემი ოცნება. 1-2 წელიწადში გადავალ, აქ რომ სწავლას დავამთავრებ ან იქ გავაგრძელებ, ვნახოთ. ეს პროფესია დამოუკიდებელ მეწარმეობას და ფრანჩაიზინგს ნიშნავს, პლუს სისტემური გასტრონომიის მართვას. ჩემს ასაკში, ისევ სწავლა დავიწყე და რაც მთავარია, ავისრულე დიდი ხნის სურვილი – ივენთ-მენეჯმენტს ვეუფლები. ძალიან ვიღლები, სახლი დან დილით გავდივარ და ღამე შევდივარ. არ მეგონა, ამდენი თუ შემეძლო, მაგრამ, სხვა გზა არაა. თუ კრეატიულ ფიქრთან არ მაქვს შეხება, ვიფიტები, ამიტომ, ავირჩიე დამატებით კვალიფიკაციად ივენთ-მენეჯმენტი. ჩამოვალ ხოლმე, მაგარ ივენთებს მოგიწყობთ და მერე, მწერლის ამპლუაშიც დავბრუნდები. წიგნის იდეა მაქვს, ასე რომ, სწავლა სიბერემდეა და სულაც არ ვარ კარიერისთვის ბებერი, მით უმეტეს, გერმანიაში (იცინის).
– სოციალურ ქსელში დაწერე პოსტი: „უცხო თვალით რასაც ვხედავ ამას გადაგვარება, უკუსვლა და გონებაშეზღუდულობა ჰქვია. ვირუსი გავრცელდა? თუ რა ხდება? როგორ შეიძლება გონებაშეზღუდული თავისუფალი იყოს?“ – ეს რას ნიშნავდა, იქნებ განმარტო?
– ეს ნიშნავდა ჩემს რეაქციას იმ მარშის გამო, „ჰაილ ჰიტლერს“ რომ გაიძახოდნენ და ამით, ოჯახის სიწმინდეს იცავდნენ. ზოგადად, სახელმწიფო არსებობს და საერთოდ, ვითარდება, როცა ჰყავს ელიტა, ანუ ინტელიგენცია, რომელიც ხელოვნებას ქმნის... მასა ხელოვნებიდან სწავლობს, ვითარდება და წინ მიდის. ვერ გავიგე, რაშია საქმე. „ინტელიგენციას“ დავაბრალო თუ ეკლესიას? თანამედროვე ხელოვნების დეფიციტს თუ მართლმადიდებლობის კასტად ქცევის მცდელობას ვიღაც კონკრეტული ადამიანების მიერ, რომელსაც ხალხი ცხვრებივით მიჰყვება? ასე ტვინი როგორ და რატომ ჩაუბნელდა ყველას და მხოლოდ სხვისი ანალისა თუ ორალის, პირსინგის, კანის ფერისა თუ უკანალის სიდიდის შემოწმებითაა დაკავებულ-დადარაჯებული. მე ასე ვხედავ, დღეს ეკლესია უფრო ძლიერია ჩვენთან, ვიდრე ინტელიგენცია, რომელიც ფაქტია, რომ ისეთ ღირებულს ვეღარაფერს ქმნის, როგორსაც ჩვენი წინაპრები ქმნიდნენ და ერს ასაზრდოვებდნენ, საკუთარი შვილივით ზრდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მე ღმერთის მწამს, მაინც ეკლესიის გავლენა უფრო მგონია, ამ ხალხის ბოროტებამდე მისული გაცოფებული სიძულვილისა არათავისნაირების მიმართ. ადრე, ალბათ, თანაარსებობას ჰქონდა ადგილი. რომელ ძველ, ქართული ხელოვნების ძეგლსა თუ ნიმუშში შეხვედრიხართ ქსენოფობიას, ჰომოფობიას, რასიზმს? ქართველის სტუმართმოყვარეობა გამოიხატებოდა არა მარტო სუფრის „დაყრის“, არამედ ყველანაირი სხვა ჯურისა და წრის, ჯიშისა და კულტურის ადამიანის მკლავებგაშლილ მიღებაში. როგორ შეიძლება, გონებაშეზღუდული თავისუფალი იყოს? სიყვარულს სქესი არ აქვს, არც გონიერებას, განათლებას და აზროვნებას აქვს სქესი. მეცოდება ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენმა პაპებმა და დიდმა პაპებმა თავი შესწირეს.
скачать dle 11.3