კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რის გამო სცადა თამო ვაშალომიძემ თვითმკვლელობა და როგორ გაიგო მან საკუთარი შვილის მამის ცოლისგან მათი შერიგების ამბავი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

თამო ვაშალომიძე შვილის გაჩენის შემდეგ კიდევ უფრო კარგ ფორმაში ჩადგა და შესანიშნავად გამოიყურება. თამოს ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი იყო და არის. როგორც თავად ამბობს: მან ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ატყუებდა, რამაც ძალიან ატკინა გული.
თამო ვაშალომიძე: რაც შეეხება ორსულობის შემდეგ ფორმაში ჩადგომას, ყოველთვის ვცდილობ, სწორად ვიკვებო. ადრე თუ ვჭამდი მხოლოდ ხაჭოს და მაწონს, ახლა ყველაფერს ვჭამ – ტკბილსაც, შოკოლადსაც. პურს და ცომეულს ვერიდები, ასევე ღამის საათებში ჭამას.

– ბავშვის დაბადებამ, ალბათ, ბევრი რამ შეცვალა, უფრო მეტი სტიმული მოგცა...
– ვერ ვიტყვი, რომ ბავშვის დაბადებამ ყველაფერი ამოატრიალა. შეცვალა ჩემი ხასიათი – ძალიან დინჯი გავხდი. არ უნდა ვინერვიულო, მშვიდი გარემო უნდა შევიქმნა, რადგან ეს ყველაფერი ბავშვზე მოქმედებს. ეს ორსულობის დროს გამოვიმუშავე. რადგან მარტო აღარ ვიყავი, არ მქონდა იმის უფლება, რომ ჩემი ხუშტურების გამო მისთვის ცუდი გარემო შემექმნა.
– როგორი გოგონაა სოფია?
– სოფიასნაირ გოგონას ვუსურვებ ჩემს ყველა მეგობარს – ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. არ ტირის, არ ჯაჯღანებს. ვისურვებ, რომ მას ჰქონდეს წარმატებული კარიერა, თუმცა არ ვურჩევ, რომ მხოლოდ მოდელი იყოს, რადგან ამ პროფესიაში ფული არ იშოვება. ვურჩევდი, ჰქონდეს დიპლომატიური სამსახური და გადაიღოს ფოტოები, არ მექნება პრობლემა. რადგან არ ვარ ისეთი დედა, რომელიც შვილს რაღაცებს აუკრძალავს, შებოჭავს.
– როგორც ვიცი, ბევრი სირთულე გაქვს გამოვლილი. ალბათ, ეცდები, რომ ეს ყველაფერი შენს შვილს თავიდან აარიდო.
– მინდა, რომ ჩემი შვილი იყოს ძლიერი ადამიანი, კარგად, კომფორტულად ცხოვრობდეს. როგორც დედა, რა თქმა უნდა, ვეცდები, რომ მას ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, მაგრამ არ მინდა, რადგან დედა ცნობადია, ამიტომ ის ამპარტავანი და ამაყი იყოს. ცხოვრებაში ბევრი სირთულე შემხვდა. ალბათ, ყველაზე რთული ის პერიოდი იყო, როდესაც სახლიდან წამოვედი. მაგრამ რომ ვთქვი, მივდივარ-მეთქი, წამოვედი. როცა რაღაცას იტყვი, უკან აღარ უნდა მოიხედო, არ უნდა „დაატორმუზო“. ხანდახან არ მინდა, რომ ვიყო ასეთი პრინციპული, რადგან ამის გამო შეიძლება, საყვარელი ადამიანები დაკარგო. რაღაცის კეთება რომ მინდა, რქებით ვაწვები, ძალიან რისკიანი ადამიანი ვარ. განსაკუთრებით პრინციპული ვარ საქმეში და პირად ცხოვრებაში.
– წლების წინ ორჯერ სცადე თავის მოკვლა. რატომ?
– როდესაც არასრულწლოვანი ხარ, ვერ მიდიხარ სახლიდან, ვერ ხედავ ვერაფერს, დგება რაღაც წუთი, როცა ერთდროულად ყველაფერი გროვებდა. თან მაშინ 13-14 წლის ვიყავი. იყო დედის თემა, ჩხუბი, ავდექი, თოკი ავიღე და ჩამოვეკიდე... გაწყდა თოკი. კიბით ავედი და მას შემდეგ, რაც კიბეს ფეხი ვკარი, აღარაფერი მახსოვს. მეზობლები ხმაზე მოვიდნენ. ძლიერად დავეცი, თან სიმაღლიდან. ძალიან ცუდად ვიყავი. დიდი ხნის განმავლობაში ხელს ვერ ვამოძრავებდი. ყელიც გაჭრილი მქონდა, ორი წელი მაინც მემჩნეოდა. იმ დროს ეკლესიაში მედავითნე ვიყავი, ჩემი მამაოც მოვატყუე. რთული იყოს ამის თქმა, რომ თვითმკვლელობა ვცადე. სარკეში რომ ჩავიხედე, მაშინ მივხვდი: ძალიან ცუდად მოვიქეცი. მივხვდი, რომ ასეთი ქმედებით ვერ უშველი იმ პრობლემას, რომელიც გაქვს. მთავარია დაელოდო, დამშვიდდე. ასეც მოვიქეცი და 2 წელიწადში წამოვედი სახლიდან. მაშინ ბავშვი ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი, პრობლემები მქონდა ოჯახში, გვერდში არავინ მედგა, შენ ხარ ყველაფერში დამნაშავეო... არის მომენტი, როდესაც ასეთი დრო დგება, ამიტომაც, როცა მსგავს რაღაცებს ვიგებ, არასდროს არავის განვიკითხავ.
–  მეორედ რატომ სცადე თვითმკვლელობა?
– პირველი უფრო ადრე იყო, ეს უფრო იმიტომ გავაკეთე, რომ შემეშინებინა. თავის მოკვლა რომ მდომებოდა, 5-6 აბს არ დავლევდი, უფრო მეტს, ვერავინ გაიგებდა, დილით მნახავდნენ მკვდარს. ერთ ბიჭს მოვწონდი, ჩემს ოჯახსაც მოსწონდა, რადგან შეძლებული ბიჭი იყო. ნიშნობა გვქონდა, ბეჭდებით უნდა მოსულიყვნენ და შესაშინებლად გავაკეთე. დავლიე წამლები, დანარჩენი ძირს დავყარე, დამანებეს თავი და მერე იმ ბიჭმა მოიყვანა ცოლი, სახელად თამუნა.
– შენს პირად ცხოვრებასაც მინდა შევეხო. მახსოვს როგორ დაინიშნე საყვარელ მამაკაცზე, ამბობდი ცოლობას მთხოვსო. ცოტა ხნის წინ კი აღნიშნე, რომ შეიტყვე, მას ცოლი ჰყოლია და თქვენი ურთიერთობა დასრულდა.
–  ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეუღლეს შეურიგდა. მისი მეუღლე სახლში დამხვდა, ძიძამ დამირეკა: ერთი ქალბატონი გელოდებაო. რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, ვინ იყო. „ფეისბუქში“ კი მყავდა ნანახი, რადგან როცა ადამიანი ცნობადია, გაინტერესებს, ათვალიერებ. თავად მიხვდა, რომ ბავშვი მისი ქმრის იყო. თმით თრევა არ ყოფილა, ჩამოყალიბებული ქალია, არ არის პატარა. ვისაუბრეთ. შემდეგ ვაჟბატონს დავურეკეთ ამერიკაში, შოკში ჩავარდა. არ მინდა ნერვები მოვიშალო, გავქექო რაღაცები... ჩემი პრობლემა ის არის, რომ არ გავარკვიე ყველაფერი, ვენდობოდი, არ ვაკონტროლებდი, რადგან ისედაც ნახევარზე მეტი არ იყო საქართველოში. ვიცოდი, რომ ცოლს გაშორებული იყო. თურმე, ერთი წლის წინ შერიგებულან. ძალიან მეტკინა გული, რადგან ადამიანი მიყვარს, სამი წელი გვქონდა ურთიერთობა. თან, ისეთი ადამიანია, მესიჯის, ურთიერთობის დროს, საწოლში, სექსში იდეალური იყო. სწორედ ისეთი, როგორიც ჩემს წარმოსახვაში: წარმატებული კარიერა, მოვლილი, რომ უყვარხარ, შენს მეგობრებს პატივს სცემს და უცებ ყველაფერი ინგრევა. ეს მაშინ გავიგე, როდესაც მისი ცოლი მოვიდა. ვუთხარი კიდეც, რომ არაფერი ვიცოდი და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სხვის ოჯახს ანგრევს. დღემდე შოკში ვარ ან ნიშნობის თემა რაში დასჭირდა, სოციალურ ქსელში ფოტო მაინც როგორ არ დადეს. ბევრი რამ არის ჯერ გასარკვევი. მეუბნება: დავბრუნდები, დავილაპარაკოთო. იძახის, ცოლს დავშორდებიო, მაგრამ იმდენად გულნატკენი ვარ, არ მინდა, მე ამას არ ვიმსახურებდი. იმდენად იდეალურ სიტუაციას ვუქმნიდი – ბიზნესმენია, რაღაც პრობლემების გამო ციხეში იჯდა და არ მინდოდა, ჩემ გამო ჟურნალისტებს მის ცხოვრებაში ექექათ. შევრიგდებით თუ არა, ეს უკვე ჟურნალისტებისთვის მკვდარი თემაა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა, არც მე ვფიქრობდი გათხოვებაზე, არც ის აპირებდა დაქორწინებას და ზედმეტი ვალდებულებების გარეშე იდეალურად ვგრძნობდით თავს. ამ ეტაპზე არ ვარ მშვიდად, ალბათ, დავმშვიდდები და შემდეგ ცივ გონებაზე გადავწყვეტთ ყველაფერს. ჩვენ ბოლომდე არ დავშორებულვართ, რადგან საერთო შვილი გვყავს.
– რატომ გყავს შვილი შენს გვარზე?
– ბევრმა გაიგო მისი სახელი, ალბათ, ერთად დაგვინახეს. რა მნიშვნელობა აქვს, ვისი გვარი აქვს, თან, როცა დაიბადა, მამამისი საქართველოში არ იყო და გამოყვანისას უნდა ჩამეწერა გვარი. ასე დარჩა და დარჩა. ვნახოთ, ჯერ, ჩამოვიდეს. ვნერვიულობ ამ ამბავზე, რადგან რთულია, როცა ადამიანთან წლები გაკავშირებს, შვილი და მერე მოტყუებული რჩები.
– გამორიცხული არ არის, რომ დალაგდეს თქვენი ურთიერთობა?
– ალბათ, ის ვეღარ იქნება, რაც ადრე იყო. რთულია, როცა მოტყუებული რჩები. თან ძალიან ეჭვიანი ვარ, ყველაფერზე, ყველაზე. 42 წლის კაცია, სულ ფრენებში იყო, შეიძლება, ნაშებში გამძვრალიყო, მაგრამ ცოლზე არც მიფიქრია. სულ არ მინდა, შევრიგდეთ და ვინმეს ვეზიზღებოდე, რაღაცებს მიკეთებდეს. ისე, გულით ვეღარ ვიქნები მასთან, ყველაფერი წამში დაინგრა. შვილი რომ არ მყავდეს, საერთოდ გადავუსვამდი ხაზს. როცა კაცი ოჯახშია და სხვისკენ იხედება, საყვარელი ჰყავს, იქ რაღაც ხარვეზია. შენ თუ ხელს შეუწყობ ამ ურთიერთობის დანგრევას, ვერ იქნები ბედნიერი. თან მე ეგოისტი ვარ: რას ჰქვია კაცი ცოლთან იყოს, მითხრას: ახლა არ მომწეროო. ყველაზე მეტად ტყუილი მეწყინა, აღარ მინდა ამაზე საუბარი.
скачать dle 11.3