კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (153)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№26 როგორ სთხოვენ გოგონები საჯდომის დაყენებას მიშა ანდღულაძეს, რა საერთო აქვს მას თამო ვაშალომიძესთან და რა მოთხოვნებს უყენებენ ცნობილი გოგონები

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

20 მაისს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. კონკურსანტებს შორის საუკეთესო სხეულის მქონედ დასახელდა მიშა ანდღულაძე. მიშა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ოქროს მედალოსანი და თასის მფლობელია ძალისმიერ სამჭიდში. ოქროს მედალოსანი – ძალისმიერ ორჭიდში, იუნიორების კატეგორიაში. ასევე, ჩემპიონი და ოქროს მედალოსანია მოძრაობა „წოლ-ჭიმში“. არის საუკეთესო სპორტსმენის პრიზის მფლობელი და ათლეტიზმის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
მიშა ანდღულაძე:  მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, 12 წლიდან. თავიდან სახლის პირობებში დავიწყე. პატარა ბავშვი ვიყავი, ტელევიზორში გაელვებით ვნახე კადრი, ალბათ, შვარცენეგერი იყო და გამიტაცა. აზიდვებს ვაკეთებდი, რადიატორებს ფეხებს ვუყრიდი, ერთხელ სერვანდი დამემხო თავზე და სახლში მითხრეს, წადი, შვილო, ივარჯიშე სადმეო.
– რთული იყო მომზადების პროცესი?
– არ დამიწყია არანაირი სპონსორის ძებნა. მე თვითონ მოვემზადე, ჩემი ხარჯებით და 35-დან 40 ათას ლარამდე დაჯდა. რომ დავიანგარიშე, 12 ათასის მხოლოდ ფილე მქონდა ნაჭამი. ნელ-ნელა მივედი სცენამდე. ბოლო ორი დღით ადრე პრობლემები შემექმნა. სანამ ემზადები, კუნთს ზრდი. მერე კი ხდება ამ კუნთების დახვეწა, ცხიმის მოშორება და ორგანიზმიდან წყლის გამოდევნა, კუნთის რელიეფი რომ გამოჩნდეს. ეს ძალიან მძიმეა ორგანიზმისთვის, რადგან ის უნდა გააკეთებინო, რაც მას არ შეუძლია. ჭამ მარტო ცილოვანს, ბოსტნეულს და წყალს არ სვამ, დამეწყო კრუნჩხვები, კუნთების გაკვანძვა. კალიუმმა ამიწია ზევით, ყველაფერს სჭირდება სამედიცინო ნაწილი, უნდა იყო დაკვირვების ქვეშ – რამ აიწია, რამ დაიწია და იმის მიხედვით ემზადები. ბოლო ორი დღე ისე ვიყავი უწყლობისგან, ნერწყვიც არ მქონდა, პირი მიშრებოდა. ოღონდ წყალს შევხებოდი და ხან ჭურჭელს ვრეცხავდი, დღეში უამრავჯერ შევდიოდი აბანოში. ერთხელ აივანზე გავედი, გარეცხილი თეთრეული იყო გაფენილი და წყლის სურნელი რომ  ვიგრძენი, იმ სველ თეთრეულს ჩავეხუტე. საზღვარგარეთ რომ ემზადება ბოდიბილდერი, მასაჟისტი, ქორეოგრაფი, მწვრთნელი ჰყავს. სისხლის ანალიზის მიხედვით ჭამენ, მაგრამ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ცუდად გავხდი, წამიყვანეს საავადმყოფოში, მოვხვდი რეანიმაციაში და საკითხი იდგა გადავრჩებოდი თუ არა. მე მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ მეორე დღეს დავმდგარიყავი სცენაზე. ექიმები მეუბნებოდნენ, მოკვდებიო და ვამბობდი, ჯობია, მოვკვდე, ვიდრე იქ არ დავდგე-მეთქი. გამიკეთეს გადასხმები. ამან ცოტა ხანს დაწია კალიუმი, წამოვედი, ოთხ საათში უკან უნდა მოვბრუნებულიყავი, თორემ ისეთივე დღეში ჩავვარდებოდი. თან ორი საათის ნაცვლად, ხუთზე დაიწყო და ნელ-ნელა კუნთების გაშეშებაც დამეწყო. როდესაც სცენაზე ვიდექი, კუნთებში მქონდა ისეთი წამალი გაკეთებული, რომ კუნთს ვერ ვჭიმავდი, კუნთს თუ დავჭიმავდი, მოხრილი დარჩებოდა, ხელს გავშლიდი, გაშლილი დარჩებოდა. ისეთი მტკივნეული იყო, ცრემლები მქონდა თვალზე... ძალიან მაღალ დონეს მივაღწიეთ, ასე, შეიძლება, მსოფლიოში რამდენიმე კაცი იყოს. საქართველოს ბოდიბილდინგი ამოვწიე, გაიგო მსოფლიო ფედერაციებმა.
– შენს ძალას თუ იყენებდი დარბაზს გარეთ, ალბათ, ბევრს შენი დანახვაც კი აშინებს?
– თბილისელი ბიჭი ვარ და ქუჩაც გამომივლია, მაგრამ ვერ ვიტანდი, როდესაც უნდოდათ ჩემი ძალის არასამართლიანად გამოყენება, ვიღაცას უსამართლოდ ვიღაცის ცემა თუ უნდა და – მოდი, შენ ცხვირ-პირი დაულეწეო, ამ დროს მე ჩემი მეგობრისთვის გამიხევია ცხვირ-პირი. ვერასდროს ვიტანდი ჩემი ძალის გამოყენებას. ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა: რომ ფუჭდება შენი ძმაკაცი, სმას რომ იწყებს, ლოთდება, ნარკომანდება, რამდენჯერ წამიყვანია სავარჯიშოდ – მინდა, მოვაშორო ასეთ ხალხს, გავუვლი, წავიყვან დარბაზში და ორი კვირის მერე მთავრდება. როგორ? მე მათთან ერთად ვზივარ ეზოში და ვსვამ, ანუ აქეთ გადამიბირა. ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები. ერთს ვეუბნები, რას ჰგავხარ, რამე ქენი ცხოვრებაში ან ისწავლე, იმუშავე-მეთქი და მიპასუხა: მე რომ „გავიჩხირავ“, წამებში შენზე მეტსაც ვწევ – პრეზიდენტიც ვარ და ღმერთიც. შენ კი, მთელი ცხოვრება წვალობო.
– „კომედი შოუს“ სკეტჩებში იღებ მონაწილეობას, სადაც სულ ჩაგრავ ტანდაბალ გელას...
– ძირითადად, მიწვევენ ხოლმე, როცა რამე ასაწევი, გადასაგლეჯი, კუნთი და ღონეა საჭირო. იყო ერთი მომენტი, გელა უნდა ამეყვანა ხელში და ჩამომეკიდა საკიდზე,  ვერ მოვზომე და იმ საკიდს ხომ გადავაშორე, თავიც გავუტეხე. მეორე შემთხვევა იყო, სერვანტის თავზე უნდა შემომესვა, იმის უკან გიფსო-კარდონით დეკორაციაა და იმასაც გადავაშორე, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ახლა მეუბნება ხოლმე, მე ავხტები და კამერაში ისე გამოჩნდება, ვითომ შენ დამსვიო. რომ მივდივარ, კასკით მხვდება.
– ბევრი ცნობილი გოგო დადის შენთან სავარჯიშოდ, ძირითდად რა მოთხოვნები აქვთ?
–  ადრე ბიჭები რომ ვვარჯიშობდით დარბაზში, ვინმეს შეყვარებული თუ მოაკითხავდა, ის დარბაზში არ შემოვიდოდა, არ შეიძლებოდა და ჩვენ გავდიოდით. ბიჭები უფრო დაბოდიალობენ, ლამაზ გოგონებს ეძებენ. ახლა, დარბაზში რომ შემოიხედავ, ქალი ისეთ დღეშია, მაკიაჟი ჩამოსდის. ვეუბნები, ცოტა დაისვენე-მეთქი. გოგოები ნელ-ნელა შემოვიდნენ დარბაზში. ადრე სვეცკაობდნენ, ამბობდნენ, ფეხზე კუნთი არ დამაჯდესო. ახლა ბევრს უნდა, ხვდებიან რომ „ტრუბა“ ფეხი ლამაზი არ არის. წინ მიდიან, ვითარდებიან. მარტო პრესი და მარტო საჯდომი არაა. ბევრს გახდომა უნდა, რანაირად უნდა იყოს 35 კილოიანი ქალი ლამაზი, ვინმემ ამიხსნას? ან მკერდი არ უნდა, ან საჯდომი? მაშინ ელიავაზე იყიდე „პოლისჯოხი“ და ჩაეხუტე ღამით. ყველა დიეტაზეა და ყველას უნდა გამხდარი იყოს, მშიერი და ძლიერი ადამიანი სად გინახავთ ერთად. ბევრი ცნობადი სახე ვარჯიშობს ჩემთან – ლენუკა ყიფშიძე... თამო ვაშალომიძეც ჩემთან ვარჯიშობდა ერთ-ერთ ფიტნეს კლუბში, მონდომებული, მიზანდასახული გოგოა.
– ამდენ ლამაზ გოგოსთან რომ გაქვს ურთიერთობა, მეუღლე არ ეჭვიანობს?
– მეუღლე იმდენად არის ჩართული ამ საქმეში, იქ საკვები სასწორით იწონება და ყველაფერს მიწესრიგებს. იცის, როგორი სპეციალობა მაქვს, მაშინ მსახიობის მეუღლემ რაღა უნდა ქნას, ლოგინში რომ უწევს სხვას, კოცნის და ასე შემდეგ. ეს შეგნებაზეა. შეიძლება, ბუღალტერი იყო და მთელ შენობას გადავლილი ჰქონდეს შენზე, მაგას რა მნიშვნელობა აქვს.
– როგორ მოვემზადოთ საზაფხულოდ, ფორმაში რომ მალე ჩავდგეთ?
– ზოგს აქვს საჯდომის პრობლემა, იკლავს თავს ვარჯიშით, მოდის და მეუბნება ვერ ვხდებიო. ვეკითხები: რა ჭამე?  სალათის ფურცელი და ბროკოლიო, რომ ვარჯიშობ, კუნთი ბროკოლით არ ივსება, ცილოვანი პროდუქტი უნდა მიიღო. ზამთრის პერიოდში შეიძლება, სხვა სტილით ივარჯიშო, ზაფხულის პერიოდში სხვა სტილით – ნახშირწყლები ამოიღო, იმის მიხედვით, ვის რა როგორ უხდება.  ყველაფერი კვებაზეა დამოკიდებული. ძალიან ადვილად შეიძლება, ერთ თვეში ზედმეტი ცხიმი წავიდეს, მაგრამ ამას არავინ ითვალისწინებს – იქ პატარა შოკოლადი გაეპარა. ამბობენ, ერთმა ლუკმამ რა უნდა მიქნასო. საჭმელი თუ მოცულობით პატარაა, ჰგონიათ, რომ ვერაფერს უზამთ. ერთი კოვზი შაქარიც პატარაა და რომ დაწვა სამი დღე უნდა. რატომ უნდა ჭამო ყოველ ოთხ საათში ერთხელ? თორმეტგოჯა ნაწლავი ივსება და ტვინში სიგნალი მიდის, რომ სულ დანაყრებულია. ხილიდან, მაქსიმუმ, გრეიპფრუტი უნდა ჭამო და ის, რაც მწვანეა. ზაფხულში დღე უფრო დიდია, ხილიც მეტია და ეს რაღაცები ხელს გვიშლის იმაში, რომ ფორმაში ვიყოთ. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა ჭამო, ორგანიზმისთვის ყველაფერი საჭიროა, მთავარია დოზა. ზოგი საზამთროს დიეტაზე რომ ზის, ჭამს ამ საზამთროს, არადა სავსეა გლუკოზით, აქვს შარდმდენი ეფექტი და დალიონ ბარემ შარდმდენი წამალი.
скачать dle 11.3