კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ მოუწია ორსული ცოლის დატოვება თათა ჯაშის ქმარს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ბალერინა თათა ჯაში სულ მალე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავა – დედა გახდება. ის და მისი მეუღლე, გიორგი ბარნაბიშვილი, პატარას მოლოდინში არიან, თუმცა, მის სქესს ჯიუტად მალავენ, რადგან ამით უნდათ, ახლობლებს სიურპრიზი გაუკეთონ. როგორც თათა ამბობს, მისი აქტიური ცხოვრება ორსულობის ბოლო თვემ შეცვალა, უფრო მშვიდი გახდა და ეს მისთვის ცოტა უცნაური მდგომარეობაა. აპირებს თუ არ მისი ქმარი მშობიარობას დაესწროს, რის გამო მოუწია მას ორსული ცოლის დროებით დატოვება და რა განათლება მიაღებინა დედიკომ ბავშვს მუცლად ყოფნის დროს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თათა ჯაში: ფეხმძიმობის შვიდი თვე ვვარჯიშობდი და არც პუანტებით ტრიალსა და ბალეტის სხვადასხვა მოძრაობებს ვერიდებოდი. რეალურად, მთელი ორსულობის განმავლობაში, მსუბუქად ვვარჯიშობდი, თუმცა, მერე იმდენად სწრაფად გამეზარდა მუცელი, მივხვდი, რომ დრო იყო ბალეტისგან დროებით დამესვენა და უფრო მსუბუქ აქტივობებზე გადავსულიყავი. თან, ასეთი „ბურთი“ პუანტებზეც სასაცილო შესახედი ვიქნებოდი (იცინის). მერვე თვეში ცურვაზე დავდიოდი და შიგადაშიგ, იოგითაც ვიყავი დაკავებული. ახლა მეცხრე თვეს ვასრულებ და უკვე, სიარულიც კი მეზარება. რომ მახსენდება ჩემი შემართება ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე – რა აქტიური უნდა ვყოფილიყავი მშობიარობის დაწყებამდე, მეცინება (იცინის). მაგრამ რვა თვე ფიზიკურად აქტიური ცხოვრება ჯანსაღი ორსულობისთვის, მგონი, სავსებით საკმარისია.
– ესე იგი, ცხოვრების მშვიდ ეტაპზე გადახვედი, პატარას მოლოდინში ხარ და აქტიურად ვეღარ ვარჯოშობ. პირად საუბარში მითხარი, ცოტა მოვიწყინეო, რატომ?
– როცა გავიგე, რომ ორსულად ვარ, სპექტაკლებიდან ავტომატურად ამოვვარდი, რადგან გინდ მუცელი არ გეტყობოდეს, დიდი რისკია, სრული დატვირთვით იცეკვო, სცენაზე გახვიდე და ასე დასტრესო ნაყოფი. თუმცა, თვე-ნახევრის ორსული ვცეკვავდი, დებიუტიც მქონდა პატარა სოლო პარტიაში, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი ფეხმძიმობის შესახებ. რეალურად, თავიდან მოწყენის საშუალება არ მქონია, რადგან მეორე, მესამე თვე ტოქსიკოზი მქონდა. ახლა რომ ვყვები, მეუბნებიან: ეგ მსუბუქი ტოქსიკოზი იყო, გაგიმართლაო. მაგრამ ჩემთვის რომ გეკითხათ, ცოცხლებში აღარ ვეწერე (იცინის). მიუხედავად ამისა, ცოტ-ცოტა ვარჯიშს მაინც ვახერხებდი. შემდეგ კი, დადგა პერიოდი, როცა მართლა აღარ ვიცოდი, ამდენი თავისუფალი დრო, რით შემევსო. დღეში ერთი საათი მქონდა ბალეტი და დანარჩენ დროს, კულინარიულ ექსპერიმენტებს ვუთმობდი, სახლის საქმეშიც გავიწაფე, თუმცა შიგადაშიგ, დამხმარე მაინც მჭირდებოდა. ეს პერიოდი ყველაზე ხელსაყრელი ეტაპი იყო კითხვისთვის. ასე რომ, ცოტა მოვიწყინე, მაგრამ ამის ნებას თავს არ ვაძლევდი (იცინის). 37 კვირამდე მაქსიმალურად ვცდილობდი ცხოვრების თუნდაც, მშვიდი, მაგრამ ნორმალურად აქტიური რეჟიმი მქონოდა. მიუხედავად ამისა, მერე და მერე უკვე ვგრძნობდი, რომ ამხელა მუცლისა და წონის ტარება, უკვე ძალიან მღლიდა და ახლა, ზაფხულს ჩემს მშობლებთან, ლისზე ვატარებ. ჰაერიც უკეთესია და მე და ბაიკუნასთვის შესანიშნავი პირობებია განსატვირთად და ერთმანეთთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად.
– სოციალურ ქსელში დადე ფოტო, სადაც ფერადი ბუშტებით, პატარა გოგონას სახელითაა მორთული ოთახი. ყველა გილოცავდა, მომავალი ქალიშვილის დედობას. თუმცა, ბავშვის სქესს, ასაიდუმლოებ და მისი ამ ქვეყნად მოვლენით გინდა, ყველას სიურპრიზი გაუკეთო.
– ჩემი მეგობრის Baby Shower-ზე ვიყავი, რომელიც გოგონას ელოდება, სახელად თაიას. იქ გადაღებული ფოტო რომ დავდე, ყველამ ჩათვალა, რომ ჩემი დღესასწაული იყო და გოგონას მილოცავდნენ. ფოტოზე მივუთითე, რაც ხდებოდა, მაგრამ მაინც ვერ გაიგეს. მსგავს წვეულებას მეც ვგეგმავ. როცა ბაია მოევლინება ქვეყანას და მზად იქნება სტუმრების მისაღებად, აუცილებლად გავაკეთებ Baby welcome party-ს. ძალიან მაბედნიერებს მსგავსი ლამაზი დღეების მოწყობა და ვფიქრობ, მომავალში ბავშვისთვისაც სასიამოვნოდ აღსაქმელი იქნება. ორსულობის პირველივე თვიდან სახლში მოცარტის კომპოზიციები მქონდა ჩართული. ოპერის თეატრშიც აქტიურად დავდიოდით, კლასიკური მუსიკა ცოცხლად რომ მოგვესმინა. ასე რომ, მუსიკალური განათლება ბავშვს მუცელშივე მივაღებინე (იცინის). ძალიან აქტიურია და მისი აქტიურობით ექიმებიც გაოცებულები არიან. თუ ასე გააგრძელა, ალბათ, ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იქნება.
– ვიცი, წონის მომატებას ძალიან განიცდი. ამ მხრივ, როგორ არის საქმე?
– წონასთან დაკავშირებით, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, „წიკები“ მაქვს. ორსულობის დროს ჩემი სხეული საოცრად შეიცვალა, მაგრამ ახლობლები მამხნევებენ – მხოლოდ მუცელი გაგეზარდა და სხეულს ფორმა არ შეუცვლიაო. ზოგადად, წონაში დიდი მატება არ მაქვს, ნორმას არ ვცდები, მაგრამ, მგონი, ბავშვის გაჩენის შემდეგ, კილოგრამების დაკლება მაინც მომიწევს.
– შენი მეუღლე, გარკვეული პერიოდი, შენს გვერდით არ იყო. მის გარეშე როგორ იყავი?
–  დიახ, ჩემი მეუღლე რამდენიმე დღით იყო ვარშავაში, ინტერიერის დიზაინის კონკურსში გაიმარჯვა და იქ ძალიან კარგი პროფესიული გამოცდილებაც მიიღო. რასაკვირველია, ძალიან გაგვიჭირდა ერთმანეთთან განშორება, მით უმეტეს, ამ მდგომარეობაში. საქმემ მოითხოვა ასე. მაგრამ, ჩამოვიდა, ახლა უკვე ჩემ გვერდით არის და ორივე მოუთმენლად ველით პატარას.
– როგორც გავიგე, მშობირობაზე დასწრებასაც გეგმავს. ეს შენი სურვილია?
– მამიკო მშობიარობას დაესწრება, მისი დიდი სურვილი იყო ეს და მის გვერდით მეც უფრო მშვიდად ვიქნები.
–  მშობიარობას ბუნებრივად გეგმავ?
– ნაყოფი დიდია, მაგრამ, მშობიარობას მაინც ფიზიოლოგიურად ვგეგმავ, სავარაუდოდ, გაუტკივარებისგანაც შევიკავებ თავს. პროფესიიდან გამომდინარე, იმდენი ფიზიკური ტკივილი დავძლიე, რომ ასეთი ბედნიერებისთვის ნამდვილად ვერ ვიწუწუნებ, ცოტა მოთმინება მმართებს. იმედი მაქვს, უფლის წყალობით, ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის.
– ჯერ ორსულობას მალავდი, ახლა ბავშვის სქესს მალავ, მაგრამ პატარასთვის თუ იყიდე წინასწარ საჭირო ნივთები და ტანსაცმელი, თუ ცრურწმენების გჯერა და წინასწარ, მსგავსი რამეებისგან თავს იკავებ?
– ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ 6 თვე თავს ვიკავებდი ჩემი მდგომარეობის საჯაროდ გამჟღავნებისგან და არც ნივთები შემიძენია. ასე უფრო მშვიდად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ხალხისგან კეთილგანწყობას სულ ვგრძნობ, მაინც მეშინია ჩემი პირადით და პროფესიით თავი არ მოვაბეზრო და არ გავაღიზიანო. იმედი მაქვს, მსგავს დამოკიდებულებას არასდროს ვიგრძნობ. რეალურად, მერე უკვე დამალვა შეუძლებელი გახდა, ჩემი გაბარიტების უეცარი ცვლილებიდან გამომდინარე (იცინის). ნივთების შეძენაც, დაახლოებით, მაგ პერიოდიდან დავიწყე. ძალიან რთულია, ამდენ უსაყვარლეს, პაწაწუნა ნივთს გულგრილად ჩაუარო. ძალიან ბევრი, უსაყვარლესი ტანსაცმელი მეუღლემ ვარშავიდანაც ჩამოგვიტანა. პრინციპში, ნივთების ძირითადი ნაწილი უკვე შევიძინეთ, ეტლი დაგვრჩა და მზად ვიქნებით, მშობლები გავხდეთ.
скачать dle 11.3