კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რა შარში გაყო თავი მესამედ ია ტომაშმა და როგორ გამოჩნდა მის ცხოვრებაში სიყვარული ყველაზე რთულ მომენტში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„X ფაქტორის“ ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეს, ია ტომაშს ბოლო ლაივში საკუთარმა შეყვარებულმა საოცარი სიურპრიზი მოუწყო და ხელი სცენაზე, პირდაპირ ეთერში სთხოვა.
ია ტომაში: „X ფაქტორის“ ახალი სეზონის შესახებ რომ გავიგე, გადავწყვიტე, ისევ იმ შარში გამეყო თავი, რომელშიც უკვე ორჯერ ვიყავი. საერთოდ, წყენა ადვილად მავიწყდება და ის ამბებიც დავივიწყე, რომ „ახალ ხმასა“ და „მაგთიფანში“ დიდი სტრესი გამოვიარე. დღეს უფრო მეტი გასაქანი მაქვს, გამოცდილება შევიძინე, კონტაქტები დავაგროვე. პროფესიით ტურიზმის მენეჯერი ვარ, ჩემი ძალები ივენთ-მენეჯერობაშიც მოვსინჯე; მყავს ბენდი, რომლის მენეჯერიც თვითონ ვარ, პიარსაც მე ვაკეთებდი, საკუთარი თავისთვის რომ კომერციული თვალსაზრისით შემეხედა. საკუთარი თავის პროდიუსერიც ვარ, დიზაინერიც, მენეჯერიც და მხატვარიც.
– სიმღერა რა ასაკიდან დაიწყე?
– 16 წლის ვიყავი. მანამდე კალათბურთსა და ჭადრაკს ვთამაშობდი, შვიდწლედი დავამთავრე ფორტეპიანოს სპეციალობით, ვისწავლე გიტარა, ვცეკვავდი ქართულსაც და ევროპულსაც. ყველაფერი მაინტერესებდა, მაგრამ ძალიან ზარმაცი ვიყავი და დედაჩემის დამსახურებაა, რომ თავი ბევრ რამეში გამოვცადე. უშუქობაში, ლამპის შუქზე გავიზარდე და ცუდი მხედველობა მაქვს. ქუთაისში მეორე სართულზე გვქონდა პიანინო, იმ უშუქობასა და სიცივეში, ხალათებითა და ფეხებქვეშ გაცხელებული კეცებით ვიჯექით მე და დედაჩემი პიანინოსთან და ვმეცადინეობდით. 16 წლის რომ ვიყავი, დედამ კლასიკურ ვოკალზე მიმიყვანა. მაგრამ იმ პერიოდში გარდატეხის ასაკი მქონდა და ვფიქრობდი, რომ უბრალოდ, ვკიოდი. ქუთაისში ნესტან გუმბერიძესთან დავიწყე მომზადება და ვფიქრობდი ხოლმე, რას მაკივლებს ეს ქალი-მეთქი. უაზრო „წიკები“ მქონდა და დედაჩემმა, რასაც ჰქვია, „ყურით მიმიყვანა“ მასთან. ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ სცენაზე დგომა გადავწყვიტე. თბილისში რომ გადმოვედი, მზია მაცაბერიძესთან განვაგრძე სწავლა და მერე და მერე უფრო მეტად გავაღე პირი, ხმაშიც უფრო მეტი „ხორცი“ მომივიდა. ყოველთვის მინდოდა, ერთ გუნდად შეკრული ბენდი მყოლოდა და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ბიჭები მყავს.
– როგორია შეფასებები ამ პროექტში მოსვლის შემდეგ დადებითიან-კრიტიკიანად?
– „არ უნდა ამას დაგვანებოს თავი და ახალბედებს დაუთმოს ასპარეზი“ – ეს იქიდან გამომდინარე, რომ პროექტში მონაწილეობის გამოცდილება უკვე მაქვს. ყველაზე მეტი დადებითი გამოხმაურება ჩემს შესრულებას პირველ ტურზე მოჰყვა. სკამების ტურების დროს კონკურენტის გულშემატკივრებისგან მესმოდა: „ამან სცენაზე იტირა და ჩააწყო“. დათო ევგენიძის შეფასებაზე ცრემლები წამომივიდა და თურმე, ტირილი „ჩამიწყვია“. ეს ყველაფერი ემოციურად მოქმედებს. „უტვინო“ კომენტარებზე არ ვრეაგირებ, მაგრამ როცა იმას კი არ წერენ, რა ბანძად მღერისო, არამედ – რა ბანძიაო... შენ რა იცი, მე როგორი ადამიანი ვარ? გავიგეთ, რომ ამას, ძირითადად, კონკურენტების გულშემატკივრები აკეთებენ. ყველასთვის იდეალური და მოსაწონი ვარ-მეთქი, ამას არ ვამბობ, უბრალოდ, ყველა აგრესიული კომენტარი კონკურენტის გულშემატკივრებისგან მოდიოდა.
– როგორც წესი, ამბობენ ხოლმე, ერთმანეთს საოცრად ვგულშემატკივრობთო.
– არავინ მოიტყუოს და ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია. უბრალოდ, ყველა გარიგებს: შენ იმას ცუდად არაფერი უთხრა, რადგან ის შენი კონკურენტია და რამე არ „გაგიჩალიჩოსო“. ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ და რადგან გამოცდილებაც მაქვს, ხშირად უკითხავთ სხვა კონკურსანტებს აზრი საკუთარი გამოსვლის შესახებ. ყველას პირდაპირ ვეუბნები, მომწონს თუ არა. რამდენიმეა ისეთი, ვინც მართლა „ჯიგრულად“ იგებს. თუმცა არ მესმის, მხარში რატომ უნდა დამიდგეს ჩემი კონკურენტი ან რატომ უნდა მიგულშემატკივროს, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ და როცა მსგავს რამეს ამბობენ, ძალიან მეცინება. თუმცა, წყალს რატომ უნდა გამატანოს და ამან ტირილით ჩააწყოო, ეს რატომ უნდა თქვას. მაგრამ, მე მიხარია მათი არსებობა. ყველაფერი რომ იდეალურად და ტკბილად იყოს, საინტერესო აღარ იქნებოდა.
– ბოლო ლაივზე შეყვარებულმა საოცარი სიურპრიზი მოგიწყო და ხელი პირდაპირ ეთერში, სცენაზე გთხოვა. როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?
– წელიწად-ნახევარია ერთად ვართ. დემე პირველი ადამიანია, ვისაც სიტყვა „მიყვარხარ“ ვუთხარი. მანამდე მხოლოდ ფიქრში მქონდა წარმოდგენილი, როგორ ვიტყოდი ამ სიტყვას და დემე ყველაზე ღირსეული ადამიანია, ვინც ჩემგან ამ სიტყვას იმსახურებდა. თვითონ ურთიერთობიდან ორ თვეში მითხრა მიყვარხარო და ნახევარი საათი ენას ვერ ვაბრუნებდი პირში, როგორ მეთქვა ეს სიტყვა. თავიდან ყოველ თქმაზე მაჟრიალებდა, ისეთ ემოციებში ვიყავი. მან ზუსტად იცის, რა მჭირდება სცენაზეც და პირადშიც. არ ვიცი, მასზე უკეთესი რა შეიძლება ვინატრო. სამედიცინოზე სწავლობს, დრამის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ხმის ინჟინერია და კარიერაში ხომ ყოველთვის ხელს მიწყობს თავისი ცოდნით, პირადში კიდევ, ძალიან ემოციური ვარ, სულ რაღაც მტკივა და აქ უკვე თავისი მედიცინით მეხმარება (იცინის). ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თავისი გრძნობების გამოხტვა არ მოერიდა მთელი საქართველოს წინაშე. მითხრეს, რატომ არ კიოდიო, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, იმიტომ, რომ მასთან ოჯახის შექმნაზე მიფიქრია, ამაზე გვისაუბრია და სახე რატომ უნდა ჩამომეხოკა, ვერ ვხვდები. დემე ძალიან ნერვიულობდა, იმდენად დავიძაბე, მეორეჯერ ცოლს აღარ მოვიყვანო (იცინის). თუმცა, იმდენი ბოროტია, არ მინდა თვალი გვეცეს. ბევრმა თქვა, რაღა დროს დაჩოქება და რაღა დროს ასეთი რომანტიკულობააო. ზოგმა – ეს ყველაფერი რეიტინგისთვის გააკეთესო. თუმცა უმეტესობას ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა. ქორწინებას რაც შეეხება, ჯერ ჩვენს გეგმებში „X ფაქტორია“. რამდენ ხანსაც მოგვინდება, იმდენ ხანს ვიქნებით ამ სტატუსით. ამას იცით, რა ქვია? „გაპრავებული ერთად ყოფნა“. (იცინის)
– შენს შესახებ მოგვიყევი, პროექტს მიღმა როგორი გოგო ხარ?
– მესამე-მეოთხე კურსამდე ოცნებებში ვიყავი და არ ვიცი, რატომ ვაკეთებდი საერთოდ იმას, რასაც ვაკეთებდი. რეალურ ცხოვრებაში რომ შევაბიჯე ფეხი და მივხვდი, ყველაფერზე დამოუკიდებლად უნდა მეზრუნა, როცა მანამდე თმის ღერიც კი არ ჩამომვარდნია, დეპრესია დამეწყო. წამიერად გავიაზრე, რომ ჩემს დაზე მზრუნველობაც მე მეკისრებოდა. ქუთაისიდან თბილისში მარტო გადმოვედით საცხოვრებლად და „დედური“ მომენტები ჩამერთო. არ მინდოდა, ჩემს დასაც ის მარტოობა და იმედგაცრუება გამოეცადა, რაც მე გამოვიარე, ამიტომ მასზე დღემდე აფთარივით ვარ გადაფარებული. გამიჭირდა პასუხისმგებლობების აღება. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემს ნანატრ დამოუკიდებლობაში გადასარევი არაფერი იყო. იმ პერიოდში ბევრ პრობლემას შევეჩეხე პირადშიც და კარიერაშიც.
– ეს იყო შენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი?
– კი. ერთ დღესაც გავიაზრე, რომ ბევრი პასუხისმგებლობა მქონდა და საკუთარი თავი მეზიზღებოდა, რა ცუდი ყოფილა ეს ცხოვრება-მეთქი, ვფიქრობდი. ყველაფერი მწყინდა და ყველაფერი ცუდად მხდიდა. დეპრესია მქონდა, მაგრამ მერე აქტიური სამსახური დავიწყე და ფიქრისთვის დრო აღარ დავიტოვე. იმ პერიოდში პირადშიც ბევრი იმედგაცრუება გამოვიარე – შესაბამისად არ მაფასებდნენ. აქ მარტო ბიჭებს არ ვგულისხმობ, მეგობრებსაც მოვიაზრებ. არასწორ გარემოში მოვხვდი. ოღონდ სცენაზე ვმდგარიყავი და უნებურად, ჩემ ირგვლივ ისეთი ადამიანები შემომეკრიბა, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ რაღაცის მისაღწევად. მათთან მეგობრობის გამო ჩემზეც ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნა. ხალხს ყველაფრის გამკეთებელი ვეგონე. ამას დაემთხვა პირადი პრობლემები, ადამიანი, რომელიც ერთ დღეს უბრალოდ გაქრა. თუმცა ბედნიერი ვარ, რომ არავისთვის მიმიცია იმაზე მეტი, ვიდრე იმსახურებდნენ. დღეს ძალიან მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში დემე არსებობს. ის ზუსტად მაშინ გამოჩნდა, როცა საერთოდ არ ვეძებდი. იმდენი გულისტკენისა და იმედგაცრუების გამო, აღარავის დანახვა არ მინდოდა. უბრალოდ, საკუთარი თავის დეპრესიიდან გამოყვანას ვცდილობდი.
скачать dle 11.3