კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№26 როდის არ არის კარგი ბავშვის ზაფხულის კურორტზე დასასვენებლად წაყვანა და რა დაავადებები მწვავდება დამტვერვის სეზონზე

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ცნოქილია, რომ მშობლები ცდილობენ, ბავშვები კურორტზე სამკურნალოდ სწორედ დამტვერვის სეზონზე წაიყვანონ, თუმცა ამ პერიოდში მცენარეებმა  შეიძლება, გარკვეული უკურეაქცია გამოიწვიოს ალერგიის, დერმატიტისა და სხვათა სახით. აქვს თუ არა ეფექტი კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე, როგორ მოვამზადოთ ბავშვი კურორტზე წასაყვანად და რატომ არ შეიძლება გირჩის მურაბა  ბავშვებისთვის, გვესაუბრა პედიატრი თემურ მიქელაძე: ბალახებიდან ალერგიის გამომწვევი გახლავთ ყველასათვის კარგად ცნობილი ინგლისური კოინდარი, თივა ქასრა, ჭვავი, ქერი, შვრია, სიმინდის მტვერი. მათი ყვავილობა იწყება აპრილის მეორე ნახევრიდან და გრძელდება თითქმის სამი თვე – მაისი, ივნისი, ივლისი. ამის შემდეგ იწყება ყვავილობის მესამე პერიოდი, ეს გახლავთ მცენარეთა ნაირსახეობა, რომელსაც ბოტანიკოსები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცნობენ, როგორც სარეველა მცენარეებს. მათ შორის ყველაზე ძლიერი და აგრესიული ალერგენია ამბროზია, ასევე ავშანი, ბაბუაწვერა და მრავალძარღვა. ბავშვს, რომელსაც აქვს ალერგია ამ მცენარეების მიმართ, წელიწადის ამ დროს, ანუ აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში უვლინდება ალერგიული სიმპტომები.
– ყვავილობის პერიოდში მშობლებს ხშირად ურჩევენ, ზედა თუ ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვები წაიყვანონ იქ, სადაც ყვავილობა მკვეთრად გამოხატულია. რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს?
– ასეთ ადგილებში ყვავილობის სეზონზე, ანუ მაშინ, როდესაც მცენარის მარცვლის მტვერი მაქსიმალურად იფრქვევა, ძალიან ბევრი პაციენტი მიდის წინასწარი შეფასების გარეშე და რამდენიმე დღის შემდეგ უკან ბრუნდება.  აღმოჩნდება, ხოლმე რომ ბავშვს სწორედ იმ მცენარეებზე აქვს ალერგია, რომლის ყვავილობის დროსაც კურორტზე წავიყვანეთ. რა თქმა უნდა, ეს გაუმართლებელია. ბავშვს რისკის ქვეშ ვაყენებთ – მას იქ კლინიკური სიმპტომატიკა ურთულდებაა, ეწყება ძლიერი ხველა, ბრონქოსპაზმი და ასე შემდეგ. არსებობს მითი, რომ ალერგიული ბავშვი არ უნდა წაიყვანო ყვავილობის სეზონზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ მთელი წლის განმავლობაში ბავშვი არსად უნდა გაიყვანო, მცენარეები ყველგან ყვავის – თბილისში, თბილისის შემოგარენში, რეგიონებში. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ალერგია არ გვაქვს, სამედიცინო მტკიცებულებითი კვლევა, რომ მცენარეების გამოფრქვევას სასუნთქი სისტემისთვის რაიმე გამაჯანსაღებელი თვისება აქვს, არ გაგვაჩნია.
– სად სჯობს დასვენება მცენარეული მტვრის ალერგიის დროს?
– სეზონური ალერგიების არსებობისას მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თბილისის პირობებში თქვენი სეზონი მაისია, ზღვის დონიდან 700-800 და მეტი სიმაღლეზე სეზონური ყვავილობა დაახლოებით თვე, თვე-ნახევრით გვიან იწყება. ამიტომ მთაში წასვლა ისე უნდა გავთვალოთ, რომ აქ დამთავრებული სეზონი იქ დაწყებული არ დაგვხვდეს. როდესაც მეკითხებიან, სად ჯობს დასვენება მტვრის ალერგიის შემთხვევაში, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს არის ზღვის დონიდან 1 350 ან 1 400 მეტრი სიმაღლის ადგილი, რადგან იქ ოთახის მტვრისთვის არასასურველი გარემოა. ეს გახლავთ მაღალმთიანი საქართველოს კურორტები. მაგალითად, ბაკურიანი, აბასთუმანი, ცემი, შოვი, ბახმარო, სადაც მტვრის ალერგიის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დაისვენონ. ნებისმიერი ყვავილობის პერიოდს, განსაკუთრებით ხე-მცენარეების, თან ახლავს არამდგრადი ამინდები, ქარი, წვიმა, და შესაბამისად, ქარიან და წვიმიან ამინდში ვერიდებით ბავშვის გაყვანას გარეთ. თუ პაციენტს ალერგია კონკრეტულ ნივთიერებაზე, ხე-მცენარეებზე, სარეველა ბალახზე აქვს, ამ პერიოდისთვის აუცილებელია მისი წინასწარ მომზადება, შესაბამისად, უნდა მოვიმარაგოთ სხვადასხვა მედიკამენტოზური საშუალებები, ზოგ შემთხვევაში საჭიროა ალერგოლოგის მეთვალყურეობაც.
– რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ყვავილობის სეზონზე ბავშვის წაყვანამ ასეთ ადგილებში?
– შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება, ცხვირის გაჭედვა, ხველა, ასთმის მსგავსი კლინიკა, ქავილი, ატოპიური დერმატიტი, პოლინოზის გამწვავება... თუ ადამიანმა არ იცის, რა კონკრეტულ მცენარეზე აქვს ალერგია, არ არის გამორიცხული ატოპური მარშის განვითარება, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩამოყალიბდეს, ატოპიური დერმატიტი და ასე შემდეგ. ვინც იცის, კონკრეტულად რა მცენარეზე აქვს ალერგია, აუცილებელია, მაქსიმალურად ჩაიტაროს პროფილაქტიკური მკურნალობა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდეს ნებისმიერ კურორტზე.
თუ არანაირი ალერგიული გამოხატულება არ გაქვთ, შეიძლება არც გამოგივლინდეთ.  მაგალითად, პაციენტს აქვს აგარაკი, იმ აგარაკს ვერსად გადაიტანს, იქ არის მცენარე, რომელსაც ვერ მოჭრის, ამიტომ წასვლამდე 15 დღით ადრე უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური მკურნალობა და მას არ გამოუვლინდება ალერგიული რეაქცია, თამამად შეუძლია დაისვენოს აგარაკზე.  ზოგჯერ კი, ადამიანი იმდენად ეჩვევა ალერგიულ გამღიზიანებლებს, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება დაკარგოს მათზე რეაქციაც.  უბრალოდ, პაციენტს ვურჩევ, არამდგრადი ამინდების დროს მოერიდონ კურორტზე წასვლას – ტემპერატურების ასეთი სწრაფი ცვალებადობა ამ რეგიონებში სხვადასხვა ვირუსული ინფექციების გავრცელების უფრო მაღალ რისკს ქმნის ან, ზოგიერთ შემთხვევაში, იმის ნაცვლად, რომ პაციენტები გავიდნენ გარეთ, ჰაერზე, სასტუმროებსა და სახლებში არიან ჩაკეტილები.
– რამდენად რეკომენდებულია გირჩისა და ნაძვის მტვრის მურაბები, მართლა აქვთ თუ არა მათ სამკურნალო ეფექტი?
– გირჩისა და ნაძვის მტვრის მურაბის რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მე არცერთ ქვეყანაში არ შემხვედრია გირჩისა და მტვრის მურაბა. ამასთან, კუსტარულად  დამზადებულია და არავინ იცის, როგორ არის შეგროვებული, რა პირობებში არის შენახული,. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ, რათა არ განვითრდეს ნაწლავთა ინფექციები, არ იყოს დაბინძურებული სხვა მავნე გამომწვევებით. მაგალითად, თაფლი შეიძლება ბოტულინის ტოქსინით იყოს დაბინძურებული. ბოტულიზმის ერთ-ერთი გამოწვევი შეიძლება იყოს, ასევე, კუსტარულად წარმოებული მურაბა, სხვადასხვა ბოსტნეული, რაც ქუჩაში, ავტომაგისტრალებზე იყიდება. ისედაც გამონაბოლქვის პრობლემა გვაქვს საქართველოში და კუსტარულად წარმოებული პროდუქტი შეიძლება, მძიმე მეტალებით იყოს დაბინძურებული, ამიტომ, ასეთ ადგილებში მათ შეძენას მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი.
скачать dle 11.3