კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატი „ეტალონი“ საუკეთესო მოსწავლის გამოსავლენად ემზადება

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ცოდნა ის ძალაა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგვყვება და გვაძლიერებს. განათლებულ ადამიანს მეტი შანსი აქვს, სურვილისამებრ წარმართოს მოვლენები  და უკეთესობისკენ შეცვალოს არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ის საზოგადოება და სახელმწიფო, სადაც ცხოვრობს და საქმიანობს. მრავალი წელია, სკოლის მოსწავლეებს შორის სწავლის ინტერესის გაღვივებასა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურება პროექტი „ეტალონი“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად მართავს ინტელექტჩემპიონატებს, სადაც ათეულობით ათასი მოსწავლე იბრძვის საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოსავლენად. სულ მალე ცნობილი გახდება 2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონი“ მოსწავლის ვინაობა.
მანანა ღოღობერიძე („ეტალონის“ პროექტების მთავარი მენეჯერი): „ეტალონი“, დაახლოებით, 9 წელი არსებობდა ტელეგადაცემის სახით და ეთერის დატოვება „პირველ არხზე“ საკანონმდებლო „გაუგებრობის“ გამო მოუწია. თუმცა, „ეტალონი“ დარჩა საგანმანათლებლო სფეროს სამსახურში და დღემდე დიდი წარმატებით ემსახურება მომავალ თაობაში ცოდნის ინტერესის გაღვივებას.
– დღეს რა ფორმით აგრძელებს „ეტალონი“ არსებობას?
– გადავწყვიტეთ პროექტის გაძლიერება და დღეს „ეტალონი“  საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატი გახლავთ, რომლის მხადამჭერიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ჩემპიონატი იწყება სასწავლო წლის დაწყებისთანავე და გრძელდება სასწავლო წლის ბოლომდე. მასში
მონაწილეობენ ყველა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის მოსწავლეები, მერვედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით.
– რა ეტაპების გავლა უწევთ კონკურსანტებს ფინალში მოსახვედრად?
– კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ნებისმიერ მოსწავლეს, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, საკუთარ სკოლაში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ტესტირებაში, რომლის კითხვების შედგენაზეც დაახლოებით 100 პედაგოგი და პლუს რედაქტორები მუშაობენ. ყველა სკოლაში გვყავს თითო „ეტალონის“ პედაგოგი, რომლებიც მენეჯერისთვის დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევიან. „ეტალონის“ პედაგოგები ითვლიან პირველი ეტაპის ტესტირების შედეგებს და ჩვენთან აგზავნიან. ჩვენი გუნდი ქულების მიხედვით არჩევს და ასე ვავლენთ მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს. მეორე ეტაპი მუნიციპალიტეტებში ტარდება. ჩვენი გუნდი და ხელმძღვანელი – ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ჩადის ადგილზე, სადაც შეჯიბრება უკვე პირდაპირ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული და ტექნიკურად უმაღლეს დონეზე გამართული: როდესაც კითხვა გადის ეკრანზე, თითოეული მონაწილე მისთვის განკუთვნილ „პლანშეტზე“ აფიქსირებს საკუთარ ვერსიას, რაც მყისიერად აისახება შესაბამის პროგრამაში და ყველასთვის თვალსაჩინოა. ბოლო, მესამე, დასკვნითი ეტაპი გახლავთ, სადაც ყველა მუნიციპალიტეტის გამარჯვებული მოსწავლე მონაწილეობს.
მონაწილეთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, თბილისზე გამონაკლისი დავუშვით და დაახლოებით 5 800-იდან ფინალში 10 საუკეთესო წარდგება.
– რამდენად დიდია „ეტალონის“ მიმართ მოსწავლეთა ინტერესი?
– ინტერესი საკმაოდ მაღალია, ამის დასტურია კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეთა რიცხვი, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება და წელს 39 000-ზე მეტი დაფიქსირდა. საქართველოში 2 084 საჯარო სკოლაა რეგისტრირებული და აქედან 2 001 სკოლა „ეტალონშია“ ჩართული, პლუს 89 კერძო სკოლა. ნებისმიერ ბავშვს სწავლისთვის სჭირდება მოტივაცია, ამ ეპოქაში განსაკუთრებით რთულია ბავშვების დაინტერესება, ამიტომ  ვფიქრობ, მსგავსი კონკურსები ერთგვარი წახალისებაა, როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი პედაგოგებისა და სკოლის დირექტორებისთვის.
– წელს რამდენი ფინალისტი გყავთ და სად და როდის გამოვლინდება 2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონი  მოსწავლე“?
– ამჟამად რიგით მესამე ფინალისთვის ვემზადებით, რომელიც 26 ივნისს, რუსთაველის თეატრში გაიმართება და საუკეთესოს 78 ფინალისტიდან გამოვავლენთ. 10 ფინალისტი თბილისიდან და დანარჩენი – რეგიონებიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და  კოდორის ხეობიდან (აჟარადან). ყველა
მუნიციპალიტეტიდან  მოსწავლეებთან ერთად ჩამოვლენ მათი პედაგოგებით, სკოლის დირექტორებით, მშობლებითა და მეგობრებით დაკომპლექტებული დელეგაციები. მოვიწვიეთ მინისტრები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ასე შემდეგ. 26 ივნისს რუსთაველის თეატრში ნამდვილი ცოდნის დღესასწაული გაიმართება.
– რა ჯილდოებია დაწესებული ფინალისტებისთვის?
– პირველი სამი ადგილის მფლობელთათვის განათლების სამინისტრომ ფულადი ვაუჩერები დააწესა – გამარჯვებულ მოსწავლეებს ტექნიკის შეძენის საშუალება ექნებათ. ფულადი ჯილდოები დააწესეს ჩვენმა სპონსორ-მეგობრებმაც. ჩვენი საინფორმაციო მხარდამჭერები გახლავთ ჟურნალი „თბილისელები“, რადიო „აფხაზეთის ხმა“, საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტი“, „პრაიმტაიმი“ და საგანმანათლებლო პორტალი etaloni.ge.
წელს გვექნება სიახლე – გამარჯვებული სკოლა დაჯილდოვდება „ეტალონის“ გარდამავალი  თასით.  რომელსაც წლევანდელი გამარჯვებული სკოლა  მომავალ წელს თავად გადასცემს ახალ გამარჯვებულს.
скачать dle 11.3