კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

№26 რას ამბობენ ფეხის ფრჩხილები

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

გამოკვლევების შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი ფეხის თითები პირდაპირ მიანიშნებს ჩვენს წარმომავლობაზე. ასე რომ, მათი ანალიზის საშუალებით შესაძლებელია, გავიგოთ, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები და, რადგან ცნობილია, რომ მოსახლეობის მსოფლიო მიგრაციის შედეგად უამრავი ერი შეერია ერთმანეთს, შეიძლება, სიურპრიზის წინაშეც აღმოჩნდეთ.
ყურადღებით დააკვირდით თქვენს ფეხებს და მიუსადაგეთ შესაბამისი ვარიანტი:
1. თუ  თქვენი ფეხის თითები თანაბარი კუთხით არის დახრილი ცერა თითიდან ნეკამდე, ანუ, თითები კლების მიხედვითაა განლაგებული, თქვენ ეგვიპტელი ხართ. ეგვიპტური ტერფის მქონე ადამიანებს მიაწერენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა: რბილი და ემოციური  ხასიათი, რომანტიკული და მიმნდობი.
2. თქვენ რომაელი ხართ, თუ  ყველა თითი თითქმის ერთი სიგრძისაა. ცერა თითი, პრაქტიკულად, მეორე თითის ტოლია, დანარჩენი თითების სიგრძე კი ოდნავ იკლებს. რომაული ტერფის მფლობელებს მიაწერენ გულმოდგინებასა და დაჟინებულობას. სწორედ ამ თვისებების საშუალებით აღწევენ ისინი წარმატებას.
3. თქვენ ბერძენი ხართ, თუ დააკვირდით და ნახეთ, რომ რიგით მეორე თითი ცერა და მესამე თითზე გრძელია. ბერძნული ტიპის ტერფის მფლობელებს მიაწერენ თავნებობასა და ამბიციურობას, დამოუკიდებლობასა და მიზანდასახულობას. არსებობს მოსაზრება, რომ ოჯახში ისაა უფროსი (ცოლი ან ქმარი), ვისაც მეორე თითი ცერაზე გრძელი აქვს.
4.  თუ   თქვენ გერმანელი ხართ, ამ შემთხვევაში ცერა თითი ყველაზე დიდია, დანარჩენებს კი, ერთნაირი სიგრძე აქვთ. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ წესრიგისკენ და სტაბილურობისკენ სწრაფვა. გერმანული ტერფის მქონეებმა იციან, რა უნდათ ცხოვრებაში და დაჟინებით ცდილობენ მის მიღწევას.
5. თქვენ კელტი ხართ, თუ მეორე თითი ყველაზე დიდია და მკვეთრად გამოირჩევა დანარჩენებისგან. კელტური სისხლი, რომელიც თქვენში ჩქეფს, ხშირად გიბიძგებთ გაუაზრებელი ქმედებებისკენ. ძირითადი მახასიათებლებია – იმპულსურობა და სიჯიუტე. ასევე, გაქვთ დიდი ნებისყოფა.
скачать dle 11.3