კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

№26 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კითხვა: მაქვს პატარა მოცულობის, ფერმკრთალი ტუჩი. რაც ასაკში შევდივარ, ჩემდა გასაკვირად, კიდევ უფრო დათხელდა და ვფიქრობ, ეს ასაკს მიმატებს. არ მინდა, ხელოვნური ჩარევა და ცოტა მეტი  მოცულობა რომ მივცე, ვისვამ კონტურს და კაშკაშა პომადებს. თქვენ რას მირჩევთ? და, მართალია, რომ სიგარეტის მოწევა ტუჩის ფორმას ცვლის?
პასუხი: თხელი ტუჩები, ავტომატურად, ასაკთან ასოცირდება, ვინაიდან დროთა განმავლობაში ისინი მოცულობას თანდათან კარგავენ. ეს დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან, კერძოდ, ზედა ყბის ძვლების ცვლილებებთან, კანქვეშა ცხიმის ატროფიასთან, ტუჩის კუთხეების დაშვებასთან. თუ ტუჩები ძალიან ფერმკრთალია, ცხადია, ეს ასაკს მოგიმატებთ. ეს არ ნიშნავს, რომ კონტური ძალიან უნდა „ყვიროდეს“. ან, ტუჩზე მეტისმეტად კაშკაშა პომადა წაისვათ. სასურველია, ფერი ბუნებრივთან იყოს მიახლოებული, რომ ასაკის დამალვის მცდელობა აშკარა და უშედეგო არ აღმოჩნდეს. მოწევა კი, ტუჩებს ყველაზე მეტად აზიანებს.  ის ტუჩების გარშემო ნაოჭებს ქმნის და ასაკის მატებასთან ერთად მათთან გამკლავება  თითქმის შეუძლებელი გახდება.
კითხვა: ძალიან მინდა წონაში დაკლება. ისეთ დიეტას ვიცავ, თითქმის ვშიმშილობ, ვხვდები, რომ ცოტა კუჭიც გამიღიზიანდა და ეს ყველაფერი ჩემს ნერვებზე მოქმედებს, თან ისეთი სამსახური მაქვს, სულ სტრესში ვარ. ვარჯიშიც დავიწყე, მაგრამ ვერ ვიკლებ და რაში შეიძლება იყოს პრობლემა?
პასუხი: არასწორი დიეტების უმრავლესობა შიმშილზეა დაფუძნებული. უშედეგო მცდელობების შემდეგ, ზედმეტ წონას დეპრესია, გაღიზიანება, კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც ემატება. მნიშვნელოვანია რომ, კი არ იშიმშილოთ, არამედ, სწორად იკვებოთ და ვარჯიშის თქვენთვის შესაფერისი პროგრამა შეარჩიოთ. გარდა ამისა, საკვებზე უარის თქმით მეტაბოლიზმის პროცესი ნელდება და წონაში კლებაც ნელა მიმდინარეობს. სტრესი ხელს უწყობს კორტისოლის ჭარბ გამოყოფას, რომელიც სხეულის უჯრედებთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს, ორგანიზმს არასაკმარისი საკვების შეგრძნება უჩნდება და ცხიმების შეკავებით პასუხობს. მეტაბოლიზმის პროცესი მეტისმეტად ნელდება და ჭამის სურვილი ძლიერდება. ცხადია, ასეთ დროს წონაში დაკლება ნამდვილად გაგიჭირდებათ.

скачать dle 11.3