კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

№26 ცხელ სეზონზე აუცილებლად გასათვალისწინებელი წესები

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

არსებობს წესები, რაც აუცილებლად უნდა დაიცვათ ზაფხულში, რათა სილამაზე და ჯანმრთელობა დიდხანს შეინარჩუნოთ.
* არ გახვიდეთ სახლიდან მზის დამცავი საშუალებების გარეშე. მხოლოდ, SPF დაიცავს თქვენს კანს, მავნე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, პიგმენტური ლაქებისგან და ნაადრევი სიბერისგან;
* სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით უფრო მეტად მზეზე ტუჩი იწვება. მაღალი SPF-ის მქონე ბალზამის წასმა დაარბილებს მას და დაიცავს დაზიანებისგან;
* კანის კომპლექსური მოვლისთვის აუცილებელია აქერცვლის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. ეს საშუალებები ათავისუფლებენ კანს მკვდარი უჯრედებისგან და აჩქარებენ მისი აღდგენის პროცესს. კანი უფრო ხავერდოვანი ხდება. იმისათვის, რომ დაიცვათ კანი მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, გამოიყენეთ კანის გამწმენდი სკრაბები ან ჰიდრომჟავების ბაზაზე დამზადებული საშუალებები;
* კანის ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა ახალი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით, ზაფხულში. მოცვი, კივი, ფორთოხალი, ალუბალი და მარწყვი  დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. კარგია არა მარტო მათი მირთმევა, არამედ ნიღბის სახით მათი სახეზე წასმა;
* ცხელი და ტენიანი ამინდი ხშირად იწვევს გამონაყარს სახეზე, ზურგზე, მკერდსა და მხრებზე. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, გაიწმინდეთ კანი სწორად, სპეციალური გამწმენდი საშუალებით და ტონიკით, რომლებიც მოგაშორებთ ჭუჭყს, ზედმეტად გამოყოფილ ცხიმსა და მაკიაჟის ნარჩენებს. კვირაში ორჯერ გამოიყენეთ აქერცვლის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ასტიმულირებს უჯრედების განახლების პროცესს;
* თვალის გარშემო კანი ნაზია და ნაოჭების წარმოქმნისკენ არის მიდრეკილი, მზის სხივები კი, დამატებით აჩქარებენ დაბერების პროცესს. ამიტომ აუცილებელია ზაფხულში მზის სათვალის გაკეთება. თვალების ქვემოთ უპეების შეშუპებისას კი, წაისვით, სპეციალური დამატენიანებელი თვალის კრემი;
* აუცილებლად გამოიყენეთ ხელის კრემი, რათა მზის სხივების ზემოქმედებით ამ მიდამოში არ მოხდეს კანის დაჭიმვა და დანაოჭება. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ხელის კრემს, რომელიც შეიცავს SPF-ს და ერთდროულად, არის დამცავი და მკვებავიც;
* დეკოლტეს ზონაში კანი თხელი და უფრო მშრალია, ვიდრე სახეზე, ამიტომ უფრო მეტად არის მიდრეკილი მზის სხივების არასასიამოვნო ფაქტორების ზემოქმედებისკენ. იმისთვის, რომ დავიცვათ კანი, მზისგან დამცავი კრემი ამ მიდამოში ყოველდღე წაისვით;
* მზეზე ყოფნის მერე, აუცილებელია, აღადგინოთ კანის ტენიანობის დონე და მინიმუმამდე დაიყვანოთ მზის სხივებით გამოწვეული ზიანი. ამ დროს კანისთვის კარგია ალოე-ვერას ექსტრაქტზე დამზადებული საშუალებების გამოყენება. ის გააგრილებს, მოხსნის სიწითლეს და დაატენიანებს გახურებულ კანს;
* ქლორი, რომელსაც  აუზი შეიცავს, აზიანებს კანის ზედა ფენას, რომელიც მას ტენიანობას უნარჩუნებს. ამიტომ, აუზზე ყოფნის შემდეგ შხაპის მიღება აუცილებელია. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ კანის გამოშრობა და სხვადასხვა დაზიანებები;
* თუ სიცხეში კანზე ჩნდება ლაქები, გირჩევთ, დაიბანოთ ცივი წყლით. ის შეავიწროვებს კაპილარებს და შეამცირებს სიწითლეს.
скачать dle 11.3