კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როდის მძაფრდება ინტუიცია, რომლის დახმარებითაც ადვილად შეძლებთ მომავლის სასიკეთოდ შეცვლას

არის დღეები, როცა ადამიანებში ინტუიცია გამძაფრებულია და მის კარნახს უნდა ენდოთ, რომ საქმეშიც ადვილად მიაღწიოთ წარმატებას და შესაძლო საფრთხეებიც უპრობლემოდ აიცილოთ თავიდან.
ასევე, წლის გარკვეულ პერიოდში ადამიანებში გაძლიერებულია ტელეპათიური და წინასწარმეტყველური ნიჭი. ამ დროს შეიძლება, ადამიანმა გაუცნობიერებლად თქვას ისეთი რამ, რაც შემდეგ ახდება. ალბათ, მსგავსი ბევრ თქვენგანს დამართნია, მაგრამ ეს უბრალო დამთხვევად ჩაგითვლიათ და ვერ გაგიცნობიერებიათ, რომ ამ პერიოდში თქვენი წინასწარმეტყველური ნიჭი და ტელეპათიური უნარი ზენიტში იყო. თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ ფაქტები თავად მიგანიშნებთ ამაზე და ეს აუცილებლად უნდა დაინახოთ. ასეთი პერიოდი ყველა ადამიანს აქვს და ამ დროს ის მეტად მგრძნობიარეა.
იმის გაგება, რომ თქვენი წინასწარმეტყველური ნიჭი ზენიტშია ან ტელეპათიური ხედვა გაქვთ გამძაფრებული, საკმაოდ ადვილია, თუ თქვენი ქცევებისა და ხასიათის ცვლილებას დაუგდებთ ყურს. მაგალითად, ინტუიცია მაშინ არის მომატებული და წინასწარმეტყველური აღქმა გაძლიერებული, როცა გინდათ, ყველასგან შორს იყოთ, განმარტოვდეთ, იფიქროთ განვლილ ცხოვრებაზე და გაანალიზოთ წარსულში მომხდარი დეტალები. საკუთარ თავში იკეტებით და სიმშვიდეს მხოლოდ ფიქრში განიცდით. ამ დროს კი როგორც წინასწარმეტყველური, ასევე, ტელეპათიური უნარიც გამძაფრებულია და ეს შეგრძნებები აშკარად შესამჩნევი ხდება.
აზრი და ფიქრი, ეგრეთ წოდებული, ენერგეტიკული ინსტრუმენტებია, რომლის საშუალებითაც ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ტელეპათიურ თუ წინასწარმეტყველურ ფონს. ამ დროს ინტუიციაც მძაფრდება და ადვილად შეძლებთ მომავლის სასიკეთოდ შეცვლას. ასევე, შექმნილი ფონის ხარჯზე, ფიქრისა და აზრის დონეზე ხდება ყოველივე ამის გაგზავნა სამყაროში. შემდეგ კი, ეს გზავნილი ინფორმაციის სახით უკან გვიბრუნდება. ასე რომ, ემოციური გზავნილის სამყაროში გაგზავნა და შემდეგ მისი ტელეპათიურად აღქმა, ადამიანებისთვის სრულიად შესაძლებელი და რეალური ფაქტია.
რატომ არის, რომ შეყვარებულები ერთმანეთის განცდებს, სიხარულს ან თუნდაც, ტკივილსა და გაჭირვებას, მანძილის მიუხედავად, გრძნობენ. ამ დროს აფორიაქებულნი არიან და რაღაც არარეალურს განიცდიან. როდესაც გიყვარს, გული სხვანაირად ძგერს და თუ რჩეულთან განშორება გიწევთ რაღაც პერიოდი, ამ დროს კი დაგეუფლათ შფოთვა და ნერვიულობთ, ესე იგი, მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე ვერ არის. ამის გადამოწმება შეყვარებულ წყვილს ნამდვილად შეუძლია. ამ პერიოდში, დაგეწყებათ გუნება-განწყობის გაუარესება, ვერ იპოვით ადგილს, სადაც მშვიდად იქნებით. ის, თქვენი მეორე ნახევარი ამ დროს გასაჭირშია, ან რაიმე აწუხებს, ან გამოუვალ სიტუაციაშია. მისი უარყოფითი, წარუმატებლობაზე ფიქრი სამყაროშია გაგზავნილი და მას თქვენ ტელეპათიურად, იმავე სამყაროდან, ინფორმაციის სახით იღებთ. ასევე, თუ უეცრად, ამაღლებული განცდა დაგეუფლათ, მიხვდით, რომ ცხოვრება მშვენიერია და თქვენ გარშემო ყველაფერს ვარდისფრად აღიქვამთ, ჩათვალეთ, რომ სწორედ ასეთი განწყობა აქვს თქვენგან შორს მყოფ საყვარელ ადამიანს.
ზოგადად, განცდები სხვა არაფერია, თუ არა, ენერგეტიკული მუხტი, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და თუ ნამდვილი სიყვარულია, მაშინ ტელეპათიური შეგრძნებების ფონზე უფრო მძაფრდება და ძლიერდება. როცა სიყვარულზე სიყვარულით გპასუხობენ, იქ უკვე არსებობს უხილავი ტელეპათიური კავშირი და შესაბამისად, შეგრძნებებიც წინასწარმეტყველური ხდება.
ხოლო, რაც უფრო დიდხანს გრძელდება სასიყვარულო ურთიერთობა, მით მეტად იზრდება შეყვარებულებს შორის წინასწარმეტყველური და ტელეპათიური მოვლენები და შეგრძნებები.
скачать dle 11.3