კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ექიმის რჩევები

კითხვა: 10-თვიანი სექსუალური ურთიერთობის შემდეგ, ჩემმა პარტნიორმა ჩაიტარა გამოკვლევა შიდსზე და არ აღმოაჩნდა. მაინტერესებს, რამდენია იმის ალბათობა, რომ მე მქონოდა ეს დაავადება და ამ ხნის განმავლობაში არ გადასდებოდა?
პასუხი:
თუ გქონდათ რეგულარული დაუცველი ურთიერთობა ამ ხნის განმავლობაში და თქვენ ინფიცირებული იქნებოდით, სავარაუდოდ, პარტნიორიც უნდა დაინფიცირებულიყო, რადგან სქესობრივი ურთიერთობა არის აივ-ინფექციის გადადების ერთ-ერთი ძირითადი გზა. თუმცა ინფექციის გადადება ყოველი ურთიერთობისას არ ხდება. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ შეიძლება, ოდესმე სხვა პარტნიორისგან დაინფიცირდით, გამოკვლევა თქვენც ჩაიტარეთ.
კითხვა: ვარ 33 წლის მამაკაცი, შემაწუხა კოჭების შეშუპებამ, ორივე ფეხზე თითქმის თანაბრად მიშუპდება. დილის საათებში ნაკლებად მაქვს. გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი, თირკმლის ფუნქცია და ცვლილება არ მაქვს. ვფიქრობ, ეს იმის ბრალი უნდა იყოს, რომ მთელი დღე კომპიუტერთან მიწევს ჯდომა, მაგრამ მაინც მეშინია, რაიმე სხვა არ მჭირდეს (სიმსივნე, გულის უკმარისობა და ასე შემდეგ). ზოგადად, გული არ მეღლება და არ მაქვს ქოშინი, ან რაიმე სხვა განსაკუთრებული ჩვენება. გთხოვთ, მირჩიოთ, რა კვლევა ჩავიტარო, რომ გამოვრიცხო სხვა საშიში დაავადებები.
პასუხი:
თქვენი მონათხრობის მიხედვით, ეს არის ვენების პრობლემა და უკავშირდება თქვენი ცხოვრების წესს. გულის პრობლემა რომ გქონდეთ, ადვილად დაიღლებოდით, აუცილებლად გექნებოდათ ქოშინი, ტკივილი გულის არეში ან სხვა სიმპტომი. თუმცა, თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, გაიკეთეთ გულის ექოსკოპია. სიმსივნეს რაც შეეხება – ფეხების შეშუპებით ეს დაავადება არ ვლინდება და სისხლის საერთო ანალიზშიც გექნებოდათ რაიმე ცვლილებები. მიმართეთ ანგიოლოგს და გაითვალისწინეთ მისი რჩევები.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3