კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (66)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№26 რატომ არ უნდა ჰქონდეს ადამიანს მუდმივად შეცდომის დაშვების შიში და რას ქადაგებენ დღეს სასულიერო პირები ყველაზე ხშირად არასწორად

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ადამიანებს ძალიან ბევრი ისეთი ჩვევა გვაქვს, რომელიც განვითარებაში, სწორ ქრისტიანულ ცხოვრებაში გვიშლის ხელს. წლების შემდეგ კი, მათგან გათავისუფლება არც თუ ისე ადვილია. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი)

– ადამიანი მოდის აღსარებაზე, ყვება, რომ ქრისტიანისთვის მიუღებელ საქციელს სჩადის და ამბობს: არ შემიძლია მის გარეშეო. ანუ მას ცოდვა უკვე ჩვევაში აქვს. მაგალითად, განკითხვა, სხვაზე ცუდის თქმა, შური...
– რომელია დღეს საზოგადოებაში ყველაზე მეტად გავრცელებული ჩვევა?
– პირველი – მოთმენა იმისა, რაც არ მოგვწონს. ბევრი ადამიანი მიეჩვია, რომ არ მოსწონს რაღაც, მაგრამ შეგუებულია არსებულ მდგომარეობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანები ამსოფლიურ გარკვეულ წეს-ჩვეულებებს უნდა განვეშოროთ. თუ ჩვენ დავიხურავთ ამ სოფლის ქუდს, არაფრით ვიქნებით გამორჩეული ამ საზოგადოებისგან. არ უნდა მივეჩვიოთ იმ უკეთურ ჩვევებს, რომელიც ბევრია ჩვენ ირგვლივ, თუნდაც ტელევიზიაში, სამსახურებში, ყველგან. ადამიანები მიეჩვივნენ არსებულ მდგომარეობას და ამბობენ: რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია, ასე უნდა იყოსო. ყველაფერი უკვე იმისკენ მიდის, რომ ადამიანები კმაყოფილი არიან არსებული მდგომარეობით, საკუთარ თავში არიან ჩაკეტილი და საბოლოოდ, ეს ყველაფერი დაინგრევა. მეორე მდგომარეობა არის, გამუდმებული ფიქრი იმაზე, თუ რას იტყვიან სხვა ადამიანები ჩვენზე. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ისე უნდა ჩაიცვას, დაიხუროს, როგორც მას მისი ეკლესია, ზნე-ჩვეულება ასწავლის, მაგრამ ეშინია, რომ  ვინმემ არ თქვას: ჩამორჩენილია, „გოიმია“, არ ესმის... ბევრი გოგონა მინახავს, რომ იტანჯება იმ შესამოსელში, რომელიც აცვია, მაგრამ სხვაგვარად ვერ იქცევა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს არა ის, რას იტყვიან სხვები ჩვენზე ან რას ვიტყვით საკუთარ თავზე, არამედ რას იფიქრებს უფალი. ძველ აღთქმაში წერია: ადამიანს ამხელს სამი რამ: სამოსელი, სიარული და სიცილი. იმისთვის, რომ სხვამ ცუდი არ თქვას, ადამიანები შენიღბულები დადიან, მიხატული ღიმილით, რაც ძალიან ცუდია. მესამე ჩვევა, ეს არის მდინარის მიმართულებით ცურვა. ფაქტობრივად, დღეს ყველა ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში დიდი მორევია, რომელიც დიდი უფსკრულისკენ მიექანება. ჩვენც მივყვებით მას. ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ უნდა ვიცუროთ. დინება – ეს არის ის უკეთურებები, რომელიც სამწუხაროდ, დღეს კანონდება. ხანდახან ჩვენი ხელისუფლება უწევს ანგარიშს: ეს კანონი უნდა მივიღოთ, რას იტყვის სხვა ქვეყანაო. საბოლოო ჯამში, უკეთური ჩვევების ტყვეობაში აღმოვჩნდებით, რაც ცუდ შედეგს მოგვიტანს. ჩვენი, მართლმადიდებლური ფასეულობებით უნდა ვიცხოვროთ, სხვანაირად ვერ გადავრჩებით. ამ დინებას თუ გავყვებით, აუცილებლად დავიღუპებით. სოციალურ ქსელში შედით და ნახავთ, რას ვგავართ, რა იწერება, როგორც აცვიათ ჩვენს ახალგაზრდებს. ამაზე ხმის ამოღება აუცილებელია.
– ადამიანები, ალბათ, ვერ ვხედავთ ჩვენს მანკიერ ჩვევებს, რადგან ისინი თავიდან ბოლომდე გვაქვს შეისისხლხორცებული.
– ესაია ამბობდა: თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და ვერ ისმენენო. მაცხოვარზე იყო აქ საუბარი, მაგრამ დღეს ყველა ქართველი ხედავს და ესმის: რას ქადაგებს პატრიარქი, ეკლესია? სამწუხაროდ, მხოლოდ იმას ხედავენ, თუ რა პრობლემებია ეკლესიაში. ხშირად სასულიერო პირი ჭეშმარიტებას რომ იტყვის, ესენი სხვანაირად ამბობენ, ინტერპრეტაციას უკეთებენ. დღეს იმდენად სურთ, ეკლესია გააშარჟონ, სასულიერო პირი ჩამორჩენილად აჩვენონ, რომ ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. მეოთხე ჩვევა არის ის, რომ გვინდა, ყველასთვის მოსაწონები ვიყოთ. ეს სასულიერო პირებსაც გვჩვევია: გვსურს, ყველა მოექცეს, დადიოდნენ ეკლესიაში, უყვარდეთ ღმერთი. ეს ძალიან კარგია, მაგრამ არასდროს მოხდება. თუ თავი ჭეშმარიტი ქრისტიანი გვგონია, ჩვენი მისწრაფება ყველა ადამიანის ცხონება უნდა იყოს. მაგრამ, თუ ჩვენ ვინმეს ჯოჯოხეთში ვუშვებთ, თან სიხარულით, ამას უკვე აღარ ჰქვია ქრისტიანობა. ზოგჯერ სასულიერო პირებიც აღტაცებული, აჟიტირებული ქადაგებენ: ამას ეს მოუვა, ეს ქვეყანა ჩაიძირება... ეს ძალიან ცუდია. სინანული უნდა გამოთქვა, არ უნდა გიხაროდეს, რომ ვიღაც დღეს ეკლესიაში არ არის. არ უნდა აყარო ქოქოლა. შეგიძლია, პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განეშორო. ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება ღმერთი, პატრიარქი, რადგან ყველა ადამიანს დაცემული, ხიბლისმიერი მდგომარეობა აქვს. მეხუთე ჩვევა: მუდმივად სიჩქარეში ყოფნა. სულ გავრბივართ, სულ გვეჩქარება, ერთმანეთს წესიერადაც ვერ ვესაუბრებით. ოჯახიდან მამა ან დედა ადრე გადის, საღამოს გვიან მოდიან და ხშირად საკუთარ შვილებთანაც არ აქვთ ურთიერთობა. დრო კი ისეთი აჩქარებულია: გათენებული არ არის, რომ უკვე დაღამებულია. ამაზე ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ნილოს მირონმდინარე ამბობდა: წელიწადი იქნება ვითარცა თვე, თვე – ვითარცა კვირა, კვირა – ვითარცა დღე და დღე – ვითარცა საათი. სიჩქარეში შეიძლება, ბევრი რამ გამოგვრჩეს. ძალიან ცუდია სწრაფად ლოცვაც – ასეთი ლოცვა არავის სჭირდება. მღვდლებსაც გვახასიათებს ეს. ჯობია, ცოტა ვისაუბროთ და ნელა, ვიდრე ბევრი და – ჩქარა. როცა შენ თავად არ გესმის შენი სიტყვების, არც ღმერთს ესმის ის. წიგნის მკითხველები ისე სწრაფად კითხულობენ, რომ ხალხს აღარ ესმის, ამ დროს გგონია, რომ დახელოვნებული წიგნის მკითხველი ხარ. ცოტა ფეხის ხმასაც უნდა ავყვეთ, წირვა-ლოცვაც დინამიკური უნდა იყოს, არც ძალიან მოკლე და არც ძალიან გრძელი.
– არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მნიშვნელოვნი გადაწყვეტილების მიღების წინ ძალიან ნერვიულობენ, ჭოჭმანობენ, შეცდომების დაშვების ეშინიათ. ეს რა მდგომარეობაა?
–  ეს არის შეცდომების დაშვების შიში. ბევრი ადამიანი მთელი ცხოვრება ფიქრობს, ვერ გადაუწყვეტია, განსაკუთრებით დაოჯახებასთან დაკავშირებით. ვაიმე, ეს არ შემეშალოს, ეს როგორ გავაკეთო, რამე არ გამომრჩეს და მერე მთელი ცხოვრება უმოქმედობაში იმყოფება. როცა ხვდება, რომ უმოქმედობამ დაღუპა, ეს უკვე მისთვის გამოუსწორებელი მდგომარეობაა. კარგად უნდა დავფიქრდეთ, არ უნდა ავჩქარდეთ, მშობლებს ვკითხოთ, მოძღვარს, შემდეგ გადავწყვიტოთ. ადამიანი დაცემული არსებაა და მისგან სრულყოფილი არაფერი ხდება, რადგან მაინც დაუშვებს შეცდომას. რამდენიც უნდა ვიფიქროთ, ბოლოს მაინც მოგვივა შეცდომა. რაც უფრო დიდხანს ვისაუბრებთ, უფრო მეტი სისულელე წამოგვცდება. ამიტომ არ არის კარგი მრავლისმეტყველება, არ უნდა დავიწყოთ ისეთი საქმეები, რომელსაც ვერ ვიტვირთავთ. კარგად უნდა დაფიქრდე: ამ საქმეს რომ ვიწყებ, მე შემეფერება, ხომ არ აღემატება ჩემს ძალებს? უნდა იცოდე: რა შეგიძლია, რამდენს გაუძლებ. ყველაფრის არ უნდა გეშინოდეთ: დღეს როგორია ჩემი ჰოროსკოპი, კატამ გადამირბინა, არ გავივლი. ერთი ასეთი მდგომარეობაც არსებობს: წყენის საკუთარ თავში შენახვა. ყოველი წირვის დაწყების წინ მოძღვარი უნდა გამოვიდეს ამბიონზე და მიტევება სთხოვოს მრევლს, რადგან ხანდახან ჩვენი ქადაგებით, ჩვენი სიტყვა-პასუხით, გაბრაზებულია ჩვენზე. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ დიდმარხვის დროს გამოდის მოძღვარი და შენდობას ითხოვს. რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ყველა წირვაზე? ის ადამიანი, ვინც დღეს გაბუტულია, წყენა აქვს გულში ჩადებული, თავად იტანჯება, განაწყენებული დადის. ის კი, ვისზეც არის გაბრაზებული, იმ დროს შეიძლება, ჭიქა ყავას შეექცევა, სერიალს უყურებს, მღერის, ცეკვავს. ამის გამო ვინ ზიანდება, რა თქმა უნდა, ის, ვინც გაბრაზებულია. ღმერთი გვეუბნება: სანამ გზაში ხარ, მზე ჩავა, მანამდე მიუტევე. გაბრაზების ჟამს მზე ნუ ჩავა შენს თავზეო. ანუ სანამ დაღამდება, მანამდე აპატიე, აუხსენი, რა გეწყინა. თუმცა, ყოველ წუთში შემინდე, მაპატიეც არ არის კარგი. შემინდე, დამლოცე – ეს ისე ძალიან გამარტივდა, ადამიანს არ იცნობ და ეუბნები: მომიტვე, შემინდე, ესეც არასწორია. ვინც გაგანაწყენოს, მიდი და ამხილეო. ზოგი მალე ბრაზდება და მალევე ავიწყდება, ესეც არ არის კარგი. ყველაფრის გააზრება უნდა მოხდეს. შეიძლება, ყველას გვეწყინოს, რადგან ეს ჩვეულებრივი ადამიანური თვისებაა. წყენით, გაბუტვით, დინების მიმართულებით ცხოვრებით, ვულგარული ჩაცმულობით, არაკეთილსინდისიერი მეტყველებით, რას დავემსგავსეთ. ოჯახში ყველას უჭირავს მობილური და ცხვირი აქვთ ჩაყოფილი. დედა რომ ეუბნება შვილს: სიგარეტი არ მოწიოო, მაგრამ თვითონ ეწევა, შვილიც ხომ იმავეს გააკეთებს; მამა რომ ეუბნება: ნუ იგინებიო და თავად იგინება, შვილიც იმავეს გააკეთებს, რადგან ბავშვი მშობლების ანარეკლია. შვილების 90 პროცენტი ისე იქცევა, როგორც მშობლები, იშვიათი გამონაკლისის გარდა. თუ გინდათ, თქვენი შვილები ცუდი ჩვევებით არ გაიზარდონ, ბევრ ჩვევაზე უნდა თქვათ უარი.

скачать dle 11.3