კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№26 რატომ ღალატობენ ქმრები უფრო ხშირად ძლიერ ქალებს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

დღემდე დავობენ იმის თაობაზე, სუსტი ქალები ურჩევნიათ მამაკაცებს პარტნიორებად თუ ძლიერი და დამოუკიდებელი. ფაქტია, რომ როცა ქალს პიროვნული სიძლიერე გამოარჩევს, მამაკაცებს მასთან ურთიერთობა უჭირთ. იმ მარტივი ლოგიკით, რომლითაც კაცური თავმოყვარეობა ილახება, როცა რაღაცას თმობენ. თუმცა, რას თმობენ ან რა თავმოყვარეობაზეა საუბარი იქ, სადაც სიყვარული უნდა იყოს... ისე კი, ფსიქოლოგები ქალებს ურჩევენ, არ გამოავლინონ ზედმეტი დამოუკიდებლობა, სითამამე და ნებისყოფის სიმტკიცე. მამაკაცს უყვარს, როცა თავს სამყაროს მბრძანებლად გრძნობს.

თათია (37 წლის): ცხრა წელია, გათხოვილი ვარ და ჭკუა ვერ ვისწავლე. მეგონა, სწორად ვიქცეოდი, შეცდომებს არ ვუშვებდი და ქმარს იმას ვაძლევდი, რაც ჩვენი ჰარმონიული ცხოვრებისთვის იყო აუცილებელი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩემი მოსაზრებები მცდარი იყო. იმიტომ, რომ ყველაფერი პირიქით გამოვიდა.
– პირიქით, ანუ...
– ჯერ უნდა მოვყვე, როგორ ვხედავდი ჩვენს ურთიერთობას, სხვანაირად ამ კითხვაზე პასუხი არ გამოვა. არ ვიცი, აღზრდის გამო იყო თუ სტერეოტიპების ბრმად მჯეროდა, მიმაჩნდა, რომ ქმარი ყველაფრით კმაყოფილი უნდა გყავდეს, თუ გინდა დაგაფასოს და შეინარჩუნო. ამიტომ ოჯახური ცხოვრების ტვირთი, პრაქტიკულად, მთლიანად ავიკიდე. „არიქა, დაღლილია“, „აბა, არ შევაწუხო“, „ამას მეც მივხედავ“, „მოდი, დაისვენოს“... საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ საერთოდ ვერ იგებდა, რა ხდებოდა სახლში. აღარაფერი ეხებოდა. ყველა ვალდებულება მოიხსნა. უფრო სწორად, მე მოვუხსენი.
– ოჯახის შემოსავალზეც აღარ ფიქრობდა, ანუ მატერიალურადაც არ უზრუნველგყოფდათ?
– მაგას ვერ ვიტყვი. უსამართლობა იქნება, არ აღვნიშნო, რომ ფინანსურად საკმაოდ კარგად უზრუნველყოფს ოჯახს. შემოსავალი აქვს და ჩვენთვის ხარჯავს, მაგრამ ოჯახში მამაკაცს სხვა რაღაცებიც ევალება და თავი არ უნდა აარიდოს. კაცი და ქალი თანაბრად უნდა იყოფდნენ საქმეს, პასუხისმგებლობას, საზრუნავს. შვილებზეც ერთად  უნდა ზრუნავდნენ... მე კი ნელ-ნელა „ავიკიდე“ მთელი ტვირთი. კომუნალურებს მე ვიხდიდი, საყიდლებზეც მე დავდიოდი, მარტო, რა თქმა უნდა. მერე რა, რომ მანქანა მყავს და შრომა შედარებით შემსუბუქებელი მქონდა. მოკლედ რომ ვთქვა, – ნათურასაც კი მე ვცვლიდი სახლში, ხელოსნებშიც მე დავრბოდი და მოკლედ, ის ტკბებოდა თავისუფლებით. თავიდან კიდევ არა უშავდა, სანამ ჩემით ამაყობდა და მაქებდა.
– შექება ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის?
– მეგონა, რომ იყო. ჩემდა სამწუხაროდ, მთლად ადეკვატური არ ვიყავი. ეს ჩემი შეცდომა იყო. საერთოდაც, როგორც გითხარით, შეცდომების მთელი კასკადი დავუშვი. ბუნებრივია, ჩემი ქმარიც არის დამნაშავე, მაგრამ შევაფერებინე და შეიფერა. ჩემი მეგობრები იმის ნახევარსაც არ აკეთებენ ოჯახში, რასაც მე. მაგრამ გაცილებით დაფასებულები არიან. ჩემი შრომა არათუ საერთოდ აღარ ჩანს, სასაცილოც გავხდი: სულელია. მოსწონს, თავდაყირა რომ დგას და ჩვენ რა ვუყოთო. ასეთი პოზიცია აქვთ ქმარსაც და ვატყობ, შვილებსაც. არც ახსენდებათ, რომ მეც ადამიანი ვარ და შეიძლება, დავიღალე. ეს კიდევ ასატანი იქნებოდა, საერთოდ, რამედ რომ მაგდებდნენ. მე უკვე ისე აღმიქვამენ, როგორც შინამოსამსახურეს, დაქირავებულ ეკონომ ქალს, რომელიც მარტო უნდა ამუშაო და არაფერი ჰკითხო. როცა პირველად ეს გავაცნობიერე, გული შემეკუმშა. მივხვდი, რა დავმართე საკუთარ თავს, რისთვის გავიმეტე.
– ოჯახის წევრებსა და მეუღლეს არ ადანაშაულებთ? მხოლოდ თქვენ შეგეშალათ?
– რა თქმა უნდა, თავისი წვლილი ბრალეულობა იმათაც აქვთ, მაგრამ მთავარი დამნაშავე მე ვარ. მათ საკეთებელს უსიტყვოდ რომ ვაკეთებდი, შეეჩვივნენ. მეგონა, რომ ამით კომფორტს შევუქმნიდი, დამაფასებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. საკუთარ თავს ფასი საერთოდ დავუკარგე. თურმე, არავინ გეტყვის მადლობას „ზეგანაკვეთური“ შრომისთვის. როცა გავაპროტესტე, გაუკვირდათ – ვერ მიხვდნენ, რით ვიყავი უკმაყოფილო. მე კი დავიღალე. გული მტკივა. ჩემი ქმარი ვერ ხვდება, რას ვგრძნობ. მისთვის საინტერესო აღარ ვარ. მითხრა კიდეც, შენ იდეალური მეოჯახე ხარ, მზრუნველი და ყოჩაღი, მაგრამ ქალი სუსტი და დაუცველი უნდა იყოს, რომ მისი განებივრების სურვილი გაგიჩნდესო. ვერ წარმოიდგენთ, ამის მოსმენა რა იყო ჩემთვის – მეხის დაცემას ჰგავდა ეს სიტყვები. და ეს იმ  ყველაფრისთვის, რასაც მისთვის ვაკეთებდი.
– ხომ არ გამოგდით ისე, რომ აყვედრით?
– შეიძლება. გააჩნია, ვის როგორ უნდა, ეს სიტყვები გაიგოს. მე გულწრფელად მტკივა და ვეღარ ვითმენ. ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. დაფასებას არ  ვითხოვ, მაგრამ ამას გადავყავარ ჭკუიდან, მადლობის ნაცვლად, ჩემი ქმარი კიდევ აქეთ-იქით რომ აცეცებს თვალებს.
– გღალატობთ?
– ამის ფაქტი არ მაქვს, მაგრამ იმ სიტყვების შემდეგ, რაც მითხრა, როგორ ვიყო მშვიდად. როგორ მქონდეს ნდობა ჩემი მეუღლის მიმართ. ფაქტია, რომ როგორც ქალი, მისთვის უკვე ღირებული აღარ ვარ. ჩემი სტატუსი ოჯახში განსაზღვრულია – ვარ მომვლელი, დამლაგებელი, მიმტანი, გადასახადების გადამხდელი, მზარეული, ძიძა... მაგრამ არავითარ შემთხვევაში – საყვარელი ქალი. ჩემი ქალური თავმოყვარეობა საშინლად არის შელახული. რომლის რეაბილიტაციას ან ძალიან დიდი დრო დასჭირდება, ან, საერთოდ, ვეღარ გამოსწორდება. რაც უნდა ვთქვა, უკვე ყველაფერი პრეტენზიულობაში მეთვლება. ახია ჩემზე, ამდენი რომ ავიღე საკუთარ თავზე. არ სჭირდებათ კაცებს ქალებისგან ბევრი მზრუნველობა. ძლიერ და ყურადღებიან ქალებს ღალატობენ სწორედ. ზოგჯერ თავიც უნდა მოისულელო. როგორ ვნანობ, რომ ამას არ ვაკეთებდი.

скачать dle 11.3