კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№26 როგორ იყენებენ აღმოსავლელები საქართველოს ტრამპლინად ევროკავშირში მოსახვედრად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

დედამიწის მოსახლეობამ შვიდ მილიარდს უკვე გადააჭარბა (სამასზე მეტი მილიონით) და მისი ყოველი მეხუთე მცხოვრები მუსლიმანია. 2010 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 1,6 მილიარდი მუსლიმანი ცხოვრობს და ისლამი, ქრისტიანობის შემდეგ, მეორე რელიგიაა მიმდევრების რაოდენობის მიხედვით, მაგალითად, ინდოეთსა და პაკისტანში იმაზე მეტი მაჰმადიანი ცხოვრობს (საერთო ჯამში, 344 მილიონი), ვიდრე მთელ ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში (317 მილიონი). თუმცა ახლო აღმოსავლეთში მუსლიმანების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა: რეგიონის 341-მილიონიანი მოსახლეობის 93 პროცენტს შეადგენენ. მუსლიმანები მოსახლეობის უმრავლესობაა მსოფლიოს 49 ქვეყანაში, ყველაზე მეტნი არიან ინდონეზიაში (209 მილიონი), მეორე ადგილზეა ინდოეთი (176 მილიონი, ოღონდ ინდოეთის მოსახლეობის მხოლოდ 14,4 პროცენტი არიან). პროგნოზით, 2050 წლისთვის დედამიწაზე მუსლიმანთა რაოდენობა 2,76 მილიარდამდე გაიზრდება და პლანეტის მოსახლეობის მესამედი გახდება,  ქრისტიანები – რომელთა რაოდენობის ზრდა 3,443 მილიარდამდეა ნავარაუდები, პირველობას კვლავ შეინარჩუნებენ. აქვე გეტყვით, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში დედამიწის მუსლიმანური მოსახლეობა 235 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ქრისტიანების მატებამ ბოლო ასი წლის განმავლობაში ერთი მილიარდი შეადგინა.
ამის პარალელურად, გასული წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აზიის კონტინენტზე მცხოვრები ადამიანების პირადი ქონება გაიზარდა. 2017 წელს მსოფლიოს სიმდიდრემ 201,9 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. აქედან 36,5 ტრილიონი აზიის რეგიონს ეკუთვნის (იაპონიის გამოკლებით), ამ 36,5 ტრილიონის 57 პროცენტს კი ჩინელები ფლობენ. 2017 წელს აზიის რეგიონი 18 პროცენტით გამდიდრდა, მაშინ, როცა ევროპისთვის ანალოგიური მაჩვენებელი 15 პროცენტი იყო, აშშ-სთვის – 10 პროცენტზე ნაკლები. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღმოსავლეთი მრავლდება უფრო სწრაფად (გამდიდრების პარალელურად), ნიშნავს თუ არა, რომ ერთ ან ორ ასეულ წელიწადში მუსლიმანთა რაოდენობაც გადაასწრებს ქრისტიანებს და დასავლური ცივილიზაცია აღმოსავლურის გავლენის ქვეშ მოექცევა? – ამ თემას მთიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, ერთად განვიხილავთ.

ზაალ კასრელიშვილი: ეს მონაცემები არა მარტო ოფიციალური კვლევებით დასტურდება, არამედ როგორც ევროპელების, ისე ამერიკელების შიდა კვლევებით, მათ შორის, გენეტიკურ დონეზეც. მაგრამ აქამდე ამას არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას, იმ მარტივი მიზეზით, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენცია ითვალისწინებს მოსახლეობის ბუნებრივ ზრდას, ერების ბუნებრივ განვითარებასა და ქვეყნებს შორის მიგრაციას. ლიბერალური დასავლური კანონების მიხედვით, მათ შეუძლიათ, აკონტროლონ მხოლოდ კრიმინალი, ტერორისტები და რადიკალური რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები და აქ არ იგულისხმებიან მხოლოდ ვაჰაბიტები.
– დასავლური კანონმდებლობა ვერ უკრძალავს ადამიანებს, დასახლდნენ იქ, სადაც უნდათ და შეიტანონ თავიანთი წესები და ტრადიციები.
– მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთში ქონების შეძენაზეც შეზღუდვაა, მოქალაქეობის მიღებაზეც და დასახლებაზეც. ეს ჩვენ ვართ რომის პაპზე მეტად კათოლიკეები და ამიტომ ნებისმიერს შეუძლია, ჩამოვიდეს, დასახლდეს და მოქალაქეობაც მიიღოს. თუმცა მას შემდეგ, რაც ომებისა და სიდუხჭირის გამო, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მასობრივი მიგრაცია დაიწყო, რამდენადაც ვიცი, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები უკვე მუშაობენ დოკუმენტზე, რის მიხედვითაც მიგრაცია უნდა შეიზღუდოს და მიგრანტების ნაწილი კი უკან უნდა დააბრუნონ. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ქვეყანაც ჩაერთვება ამ დოკუმენტის შემუშავებაში და ჩვენც ავამოქმედებთ, როგორც თავდაცვის საშუალებას, იმიტომ რომ აღმოსავლეთიდან ჩამოსულები საქართველოში იძენენ ქონებას და შემდეგ აქედან მიდიან ევროკავშირში. ასეთი სქემისას მათ მიმართ აღარ უჩნდებათ დამატებითი შეკითხვები და ეჭვები, განსხვავებით იმათგან, ვინც პირდაპირ ჩადის ირანიდან ან სხვა აღმოსავლური ქვეყნიდან. აქ ჩამოდიან, რამდენიმე თვეს ცხოვრობენ, ზოგი, ალბათ, მოქალაქეობასაც იღებს, გაჭირვებულ ქართველ ქალს მისცემენ თანხას და ისიც ფიქტობრივად, უწერს ხელს. ან იმავე სირიის მოქალაქეს, რომელსაც ოფიციალურად ჰყავს ქართველი ცოლი და ფლობს საკუთრებას საქართველოში, გაცილებით უიოლდება ევროკავშირში მოხვედრა და საქმიანობა.
– მაგრამ ევროკავშირს აქვს კიდევ ერთი პრობლემა: ვერ ხერხდება მიგრანტების გაევროპელება.
– მთავარი უბედურება ის არის, რომ ეს ადამიანები არ ინტეგრირდებიან დასავლურ ცივილიზაციაში, ვერც მათი შვილები. შესაძლოა, მათი შვილიშვილები გახდნენ ევროპელები, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ისლამური სახალიფოს რიგებში ევროპელი მუსლიმანების მესამე თაობა იბრძოდა... ჩვენ გული იმაზე გვწყდება, რომ საქართველოს პროვინციებიდან ჩამოსული ქართველები ვერ გადიან ადაპტაციას საქართველოს დედაქალაქში და ისინი მით უმეტეს, ვერ გაივლიან.
საკმაოდ სავალალო სურათია: ეს ჩვენი ბიზნესმენები აშენებენ საცხოვრებელ სახლებს, საქართველოში, ვისაც ფული ჰქონდა, მათ უკვე შეიძინეს ბინები და ახლა უკვე მხოლოდ უცხოელები ყიდულობენ. საბურთალოზე ვიცი ორი კორპუსი, გვერდიგვერდ მდგარი, რომელთა მცხოვრებლების 90 პროცენტი ირანის მოქალაქეა. ის ბინები მათი საკუთრებაა, ჩამოვლენ ოჯახებით და აქ ცხოვრებას დაიწყებენ, შემდეგ მოითხოვენ სკოლებს, ივლიან ჰიჯაბებით და, თუ ცივილიზებული ქვეყანა ხართ და არა ისეთი ტირანული, საიდანაც გამოვიქეცითო, მეჩეთსაც აიშენებენ. დღეს მსოფლიოში ყველაზე მგრძნობიარე გამოწვევებს შორისაა ტერორიზმი და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება. თან, გარდა აღმოსავლეთის ქვეყნებისა, ევროკავშირისა და აშშ-სკენ მასობრივი მიგრაცია აფრიკიდანაც დაიწყო და უკანონო მიგრაციამაც საკმაოდ დიდი მასშტაბი მიიღო. საუბედუროდ, ვერც აშშ და ვერც ევროკავშირი ამ პროცესს შესაბამისი კანონმდებლობით ვერ შეხვდა.
– პირიქით, მიგრაციის წამახალისებელი კანონმდებლობითა და შემოსულის მიერ თავისი წესების თავზე მოხვევის საშუალებით დახვდა.
– ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა უკანონო მიგარციაზე, მაგრამ, თუკი ვინმე ცნობილი იყო, ისეთი მწვავე განცხადებებით უპასუხეს, რომ არ მესიამოვნა. თუმცა აშშ მაინც მდიდარი და მრავალრიცხოვანი ქვეყანაა, ჩვენ კი სამმილიონიანი ერი ვართ, ღარიბები და არაკონკურენტუნარიანები. ამიტომ, როდესაც ჩამოდის ფულიანი უცხოელი, ქართველი მასთან რინგზეც კი ვერ გადის, არათუ უგებს კონკურენციაში. სოფელში ჩასვლა არავის უნდა, ურჩევნია, თბილისში იტაქსაოს და დღეში 30 ლარი დარჩეს, ვიდრე თავისი 2 თუ 3 ჰექტარი მიწა დაამუშაოს. რბილად რომ ვთქვა, თბილისი იქცა სარგებლის მაძიებელი ხალხის ასპარეზად. ასე რომ, თუ ჩვენს დღევანდელ დემოგარფიულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ და იმას, რომ ქართველს ურჩევნია, ერთი შვილი ჰყავდეს ფუფუნებაში გაზრდილი, ვიდრე ორი-სამი და აცხოვროს კარგად. თვითშეგნებაც არ არის იმ დონეზე, რომ ადამიანმა სამშობლოსთვის გააჩინოს შვილი. მეორე მხრივ, ვერ მოსთხოვ, იყოლიოს ბევრი შვილი, თუ ამის საშუალება არ აქვს. თან, ყველას ქალაქში ცხოვრება უნდა და ადამიანები გადაეჩვივნენ შრომას. 1992 წლიდან დღემდე ყველაზე დიდ ბიზნესად ხელისუფლებაში მოსვლა მიიჩნევა, რომ ბევრი ფული მოიპაროს ან დიდი ბიზნესი, იმიტომ რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საწვალებელია და შენი შრომით უნდა გაზარდო, რასაც წლები სჭირდება. აღმოსავლეთიდან კი მდიდრები ჩამოდიან: თუ მათ კარგად არ აცვიათ, ნუ გგონიათ, რომ ფული არ აქვთ. ყველა მათგანი მდიდარია. ჯერ ბინას იყიდიან, შემდეგ ბიზნესს გაიჩენენ. ვიცი შემთხვევები, როდესაც ქართველებთან ერთად დაიწყეს ბიზნესი და შემდეგ ის ქართველები გაყარეს.
– თუ ევროპამ დაკარგა თვითმყოფადობა, ეს არა მარტო ევროპისთვის, არამედ ჩვენთვისაცაა რისკი. თან, ევროპა იმითაა ევროპა, რომ ისეთია, როგორიცაა. როდესაც იქ ჩასულები ცვლიან ევროპული ცხოვრების წესს, ეს არ ნიშნავს შენიღბულ აგრესიას?
– ბუნებრივ პროცესს კონტრბუნებრივი პროცესი უნდა დაუპირისპირო. ევროპელები ამ თემაზე მუშაობენ. ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რა ტიპის კანონებს მიიღებენ, იმიტომ რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ შეიცვლება ძალთა ბალანსი ევროპაში ეთნიკური ნიშნით, რადგან დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირება არ არის რამდენიმე პიროვნების ახირება, რომლებსაც ერთმანეთი არ მოსწონთ. ეს არის იდეოლოგიების, ცხოვრების წესის დაპირისპირება, რაც შუა საუკუნეებში თოფითა და ხმლით ვლინდებოდა, დღეს კი სხვა ფორმებით შეინიღბა. ამიტომაც გვაინტერესებს, როგორ დამთავრდება ევროპაში ამ ახალ კანონზე მუშაობა, ოღონდ ისინი ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან, რა სტატუსი ექნება საქართველოს: ის არის მართლმადიდებლობის ფორპოსტი, კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის; არის ხიდი კულტურათა დიალოგში თუ ის არის ტიპური ევროპული ქვეყანა, სადაც ჩამოსულს შეუძლია, შეავიწროოს ადგილობრივი. ამას მუშაობა უნდა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთის ლანძღვა-გინებით არიან დაკავებულები და ასეთ მასშტაბურ თემებზე ვერ ფიქრობენ. არადა ასეთი თემები იოლად უნდა თანხმდებოდეს, მიუხედავად პოლიტიკური კონკურენციისა. ძალიან განაზდნენ ჩვენი მამაკაცები და ღირსებაზე აღარავინ ლაპარაკობს. ამას აღმოსავლელები კარგად გრძნობენ, ისინი გრძნობენ, რომ პოტენციურ მარტრიარქატში ჩამოდიან და ყბედი და ქალაჩუნა მამაკაცების ქვეყანაში. ამიტომ დინჯად და აუღელვებლად მოქმედებენ, ქებითა და ცრუ რევერანსებით აბრუებენ ხალხს, რამდენიმე ქართულ სიტყვასაც ისწავლიან და თავიანთ საქმეს იკეთებენ. უკეთეს შემთხვევაში, აქ შეძენილ ქონებას გააქირავებენ, უარესში, დარჩებიან და თავად იცხოვრებენ. ამის შემდეგ კი უნდა ფარანჯით ივლის და უნდა ჰიჯაბით.
– ვნახეთ კადრები, როგორ აღნიშნავენ მუსლიმანები ლოცვით თავიანთ დღესასწაულს მოსკოვის ქუჩებში. იქაც დგება ნელ-ნელა რაოდენობის პრობლემა?
– რამდენი წელია, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და სულ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ტყუილად დასცინის რუსეთი ევროპას, რომ სუსტია, დაბერდა და ძალა ახლა რუსეთისკენაა. ზუსტი მონაცემები არ არის, მაგრამ, რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით, 37 პროცენტი არასლავი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი ცხოვრობს. ამასთან, ძალიან ბევრი ჩინელიცაა: მაგალითად, აღმოსავლეთ ციმბირში იმაზე მეტი ჩინელი ცხოვრობს, ვიდრე ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის საზღვართან. რუსეთში სლავების შობადობა იმაზე დაბალია, ვიდრე ევროპელებისა ევროპაში და ქართველებისა – საქართველოში. პლუს, რუსეთი არ არის წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს შორის, ანუ არ არის მდიდარი ქვეყანა. დაიცალა მისი პროვინციები. ყველა დიდ ქალაქში ჩადის, იმ მიტოვებულ რუსულ პროვინციებს კი ითვისებენ ჩინელები, ავღანელები, ერაყელები, ფერმერობას ეწევიან. შეიძლება, მიწას ვერ ყიდულობენ, მაგრამ არც სჭირდებათ მიწის ყიდვა თავიანთი მიზნების მისაღწევად. სლავები რუსეთის ევროპულ ნაწილში, ურალამდე ჩანან, დანარჩენ ტერიტორიაზე უკვე სხვა ეთნოსები სჭარბობენ. მხოლოდ ბაშკოსტანსა და თათრეთში 22 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს. ამას დაამატეთ სხვა პარამეტრებიც: სლავების დაბალი შობადობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მასობრივი შიდა მიგრაცია. ამასობაში კი, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უხარია, თუ ქართველებსა და უკრაინელებს მიწას წაართმევენ. ნაცვლად იმისა, რომ რეალურ პრობლემებზე იფიქრონ. ამ მხრივ, რუსეთს უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ევროპას. უბრალოდ, ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრობენ და ჰგონიათ, რომ ამას იოლად მოაგვარებენ. თუ დასჭირდათ, ყველას პიროვნულად გაუსწორდებიან.
– ეს სიმპტომები ნიშნავს, რომ ქრისტიანული ცივილიზაციის კრიზისის ეპოქა იწყება?
– იწყება ქრისტიანული ცივილიზაციის უძღები შვილების კრიზისი. ვინ დაუშალა, დასხდნენ და დაილაპარაკონ?! ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირი არის დიდი ტრადიციების მქონე ქრისტიანული ქვეყნების კავშირი,  ჯვაროსნების შთამომავლების კავშირი. რუსეთის პოზიციაც გაუგებარია: მათ ჰგონიათ, რომ ევროკავშირი თუ დაიშლება და დასუსტდება, თავად კარგად იქნებიან?! თუ ვინმეს ჰგონია, რომ, რადგან დღეს აქვს ატომური ბომბი, მუდმივად ექნება, ცდება. ხვალ მოვა გენეტიკურად სხვა ადამიანი, როგორც ევროპაში, ისე რუსეთში და იმ წითელ ღილაკს სულ სხვანაირად გამოიყენებს.
скачать dle 11.3