კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 „შავი“ ტანკი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ალი-კვალი

როგორც კლასიკოსი ამბობდა, ბედნიერები ერთმანეთს ჰგვანან, უბედურები კი თავისებურად უბედურდებიანო. ამ თუ სხვა მიზეზით (მაგალითად, იმის გამო, რომ, სანამ სცენარი მუშაობს, მას არ ცვლიან), ხავერდოვნად, გნებავთ, ფერადად წოდებული რევოლუციების სცენარებიც იდენტურია (თითქმის) და მათი ლიდერებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ერთმანეთს ემსგავსებიან.
და თუმცა სომხეთის არეულობის სცენარი გარეგნულად დასავლურს ჰგავდა, შინაარსითა (როგორც ამ მცირე ხანში დატრიალებულმა მოვლენებმა აჩვენა) და არსით რუსულია.
რუსულია თუ ფრანგული, ჩვენი მეზობელი სომხეთის აწ უკვე პირველი პირი (პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი), სკამი კარგად ვერ გაეთბო რომ უკვე მიუჯდა „სუ-30სმ“ საჭეს (ერევანთან მდებარე რუსულ ავიაბაზაზე დისლოცირებულის) და ფოტოებიც გადაიღო.
თუ გავიხსენებთ, რომ სომხეთი რფ-ის სამხედრო მოკავშირეცაა და, თუ ჩვენ ორს (მეორეში რფ-ს ვგულისხმობ) შორის კვლავ ჩაირბინა შავმა ტანკმა, რფ სომხეთის ტერიტორიიდანაც შემოგვიტევს. მართალია, იმედია, ბ-ნი ფაშინიანი ავიაგამანადგურებელს ძალის დემონსტრირების მიზნით არ შემოუჯდა, მაგრამ კითხვა კითხვად რჩება: ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს ჰბაძავს თუ მაინც თავის პატრონ რფ-ის პირველკაცს?! თუ, უბრალოდ, ბავშვობისდროინდელ ტრავმებს იამებს?!скачать dle 11.3