კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№26 ლოგიკური ელდა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ხორვატების შესრულებით

რაკი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რფ-ში ტარდება, თავდაპირველად მთლად ძველებური შემართებითაც ვერ ადევნებდა თვალს ქართველი გულშემატკივარი (გასაგები მიზეზების გამო, ფეხბურთით თუ უფეხბურთოდ, ოკუპანტი ოკუპანტად რჩება), თუმცა იმ მარტივი მიზეზით, რომ თვალს ვერ უბრძანებ (და კაცმა რომ თქვას, ვერც გულს), ჩვენი თანამემამულეები მაინც ჩაერთვნენ მის ცქერაში.
ხოლო, ვინაიდან ფეხბურთის თამაშში მოვისუსტებთ, ჩვენი თანამემამულეთა გულებიც სხვადასხვა ქვეყნის გუნდებისკენაა გადანაწილებული და, აი, პირველმა ელდამაც არ დაახანა: არგენტინამ ისე მოიკოჭლა, რომ ხორვატიამ აჯობა.
თუმცა ეს ჯობნა მთლად ჰაერიდანაც არ მოუტანიათ: შეგახსენებთ, რომ იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბებმა ხორვატებს ტერიტორია წაართვეს. ხორვატები მოემზადნენ, სერბებს ელვისებური დარტყმა მიაყენეს და დაიბრუნეს თავიანთი ტერიტორია. რაც მთავარია, თავად იბრძოლეს (განა „ნატოს“ ჯარმა?!), მაგრამ საინტერესოც ის იყო, რომ სწორედ ხორვატებისა და სერბების იმ სამხედრო დაპირისპირებაში შეერკინენ ერთმანეთს ამერიკული და რუსული სამხედრო მანქანებიც (ხორვატებს ამერიკელები წვრთნიდნენ, როგორც ჩვენ, სერბეთის არმია კი რუსული ყაიდისაა) და ამერიკულმა სძლია, ოღონდ ხორვატების შესრულებით. სამწუხაროდ, ჩვენ კი ამერიკული სამხედრო მანქანა ჩავაფლავეთ.

скачать dle 11.3