კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ გაიზარდა სუროგატი დედების ანაზღაურება საქართველოში

ნინო კანდელაკი თამარ ჩხენკელი

უშვილობა, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, თანამედროვე სამყაროს  დიდ პრობლემად იქცა. უშვილობის ზრდის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ ეს პრობლემა  უფრო და უფრო მეტ ადამიანს აწუხებს და შესაბამისად, ძალიან გაიზარდა სუროგატი დედებისა და კვერცხუჯრედის დონორის  მსურველთა რიცხვი. სუროგაციით საქართველოში პირველი ბავშვი 2004 წელს დაიბადა და დღეს ამ გზით დაბადებული ბავშვების რიცხვი უკვე  საკმაოდ დიდია. სუროგატ დედებზე მოთხოვნის ზრდას, მათი  ანაზღაურების გაზრდაც მოჰყვა. ბოლო თვეების მონაცემების მიხედვით, საქართველოში სუროგატი დედების ანაზღაურება  წინა წლებთან შედარებით თითქმის ორმაგია.  რამ გამოიწვია  ეს ტენდენცია და  ძირითადად, ვინ ხდებიან  სუროგატი დედები და კვერცხუჯრედის დონორები – ამის შესახებ  სუროგაციისა და დონაციის საერთაშორისო კლინიკის „ნიუ ლაიფ ჯორჯიას“ ექიმს, ნანა ლუხუტაშვილს  გავესაუბრეთ.
სუროგაციისა და დონაციის საერთაშორისო სააგენტო „ნიუ ლაიფ ჯორჯია“ ათ წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. მსოფლიოს 9 ქვეყანაში აქვს ფილიალები და კლინიკები და ყველგან პაციენტების დიდი ნდობითა და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ეს არის საიმედო სააგენტო მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად არ შეუძლია გახდეს მშობელი და მათთვისაც, ვინც სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის ფუნქციას ასრულებს. მათ  „ნიუ ლაიფ ჯორჯია“ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.   

ნანა  ლუხუტაშვილი: იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან უშვილობის პრობლემა ძალიან აქტუალურია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გაიზარდა იმ ადამიანების  რიცხვი, ვინც სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის მომსახურებას საჭიროებს. მოთხოვნის გაზრდას, შესაბამისად,  სუროგატებისა და დონორების რიცხვის ზრდაც მოჰყვა.  საბედნიეროდ, შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება უშვილობის პრობლემის მიმართ და მას, ვისაც რეპროდუქციული პრობლემები აქვს, აღარ უწევს შვილის აყვანის მსურველთა რიგში ყოფნა, რაც ხშირად წლები გრძელდება. დამოკიდებულების შეცვლის შედეგად კი, დღეს სუროგატი დედისა და დონორის მომსახურებით უფრო და უფრო მეტი ქალბატონი სარგებლობს და მათ უკვე მამაკაცებისგანაც აქვთ მხარდაჭერა, რაც ადრე არ იყო.  
– რას უკავშირებთ სუროგატი და დონორობის მსურველთა რიცხვის ასეთ ზრდას?
–  ჩვენს ცენტრში თითქმის ყოველდღიურად მოდიან  სუროგატი დედისა და კვერცხჯრედის დონორის მომსახურებით დაინტერესებული პაციენტები. ჩვენთან სუროგატ დედებსა და კვერცხუჯრედის დონორებს არ უწევთ თვეობით ცდა და მოგვმართავენ თუ არა, მაშინვე ხდება მათი ჩართვა პროგრამაში.  უმეტეს შემთხვევაში, მათი ძირითადი მოტივაცია ფინანსური ანაზღაურებაა, თუმცა, თუ ადრე დაბალშემოსავლიანი ფენა აკეთებდა ამ არჩევანს,  ახლა უკვე საშუალო ანაზღაურების მქონე, დასაქმებული ქალბატონები და გოგონებიც მზად არიან შეასრულონ სუროგატისა და დონორის ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენ მოგვმართავენ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები: დიასახლისები, პედაგოგები, მარტოხელა დედები და ასე შემდეგ. იმ  სოციალურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ადამიანებს უამრავი  პრობლემა აქვთ  გადასაწყვეტი – ზოგს  არ  ჰყავს მეუღლე და უჭირს შვილების, ოჯახის  დამოუკიდებლად შენახვა, ზოგს ბინის პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით მათ საკუთარ ოჯახზე ზრუნვა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც შეუძლიათ. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ კეთილშობილური მისიაა, მიანიჭო სხვა ადამიანს შვილის ყოლის ბედნიერება.  
–  რამდენადაც ცნობილია სუროგატი დედების ანაზღაურება  გაიზარდა და წინა წლებთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა.
– ზოგადად, წინა წლებთან შედარებით ყველა კლინიკაში გაიზარდა ანაზღაურება, თუმცა, ჩვენ სხვა კლინიკებისგან განსხვავებით, ამ ქალბატონებს არსებულზე 2 000 დოლარით მეტს ვუხდით, ანუ ჯამში ისინი იღებენ 17 200  დოლარს, ასევე, დამატებით  250 დოლარს ემბრიონის გადატანაზე და
ყოველთვიურად 400 დოლარს.  სამი-ოთხი წლის წინ პაციენტები მათ მხოლოდ 7 000-8 000 დოლარს უხდიდნენ. ანაზღაურებას ემატება ისიც, რომ ორსულობის პერიოდში სუროგატ დედებს სრული მხარდაჭერა აქვთ და ჩვენი კოორდინატორები მუდამ მზად არიან მათ საჭიროებებზე საპასუხოდ; მათზე ზრუნავს კვალიფიციური ექიმი, ფსიქოლოგი და დახმარებას ვუწევთ მშობიარობის  შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდშიც.
– ვის შეუძლია გახდეს სუროგატი დედა და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?
– ქალბატონი, რომელსაც სურს გახდეს სუროგატი დედა უნდა იყოს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანმრთელი. დასაშვები ასაკი 18 წლიდან იწყება და არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.  სუროგატებს უტარდებათ ყველა სახის სამედიცინო გამოკვლევა, რაც აუცილებელია ორსულობის კარგად წარმართვისთვის პირველადი ინფექციებით დაწყებული – სხვა მნიშვნელოვანი კვლევებით დამთავრებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესახებ სრული  ინფორმაცია ჩვენს ცენტრშია დაცული და ასევე, მიეწოდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც მათი მომსახურებით სარგებლობას გეგმავს.       
– რამდენია ანაზღაურება კვერცხუჯრედის დონორების შემთხვევაში   და რას მოიცავს კვერცხუჯრედის დონაციის პროცედურა?
 – კვერცხუჯრედის დონაცია მარტივი, 15-წუთიანი პროცედურაა. დონორს კლინიკაში მისვლა სულ ოთხჯერ უწევს. დონორის ანაზღაურება 4 500  ლარამდეა. კვერცხუჯრედის დონორის დახმარებას, ძირითადად, ორმოცს გადაცილებული უშვილო პაციენტები საჭიროებენ, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ადრეც მოგვმართავენ. დონორის ასაკი 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს. დონორებს, ისევე როგორც სუროგატებს, უტარდებათ ყველა საჭირო  სამედიცინო გამოკვლევა.     
– რაც შეეხება კონფიდენციალურობას, რომელიც ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
– ჩვენ, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ ჩვენს პაციენტებზე და მათ კონფიდენციალურობის დაცვის სრულ გარანტიას ვაძლევთ. თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, კონკრეტული საკითხების განხილვა ჩვენი ცენტრის მხრიდან მთელი პროცესის განმავლობაში განსაკუთრებული კონტროლის დაცვით ხდება.  
– სად შეიძლება მოგმართონ დონორობისა და სუროგატობის მსურველებმა?
 – „ნიუ ლაიფ ჯორჯიას“  კვალიფიციური და გამოცდილი კადრები თქვენს სამსახურში იქნებიან 24 საათის განმავლობაში. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:  0 32 262 01 01 ან 595 29 10 11.
ჩვენი ვებ-გვერდის მისამართია: http://www.newlifegeorgia.com
E-mail:nako@newlifegeorgia.com

скачать dle 11.3