კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 „საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყების გასამარტივებლად და ხელშესაწყობად ახალ სერვისს გვთავაზობს

ნინო კანდელაკი სოფი ლორია

ქვეყნის წამყვანი ბანკი ინდმეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღებას იწყებს

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. მას ამ კუთხით ბევრი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტი განუხორციელებია. საქართველოს წამყვანი ბანკი ამჯერადაც გვთავაზობს სიახლეს, რომელიც ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ესაა „საქართველოს ბანკის“ გუნდის მიზანი, რომ მომხმარებელს ყველა საბანკო ოპერაცია გაუადვილდეს. ქვეყნის წამყვანი ბანკი ინდმეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაციას იწყებს. განაცხადებს 18 ივნისიდან ბანკის რამდენიმე სერვის-ცენტრი მიიღებს, ხოლო 1 ივლისიდან კი განაცხადების მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში (ექსპრეს სერვის-ცენტრების გარდა) იქნება შესაძლებელი. დაინტერესებულმა პირებმა, ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს – 2 44 44 44 – უნდა მიმართონ. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცედურას, ის მარტივია. დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე მომხმარებელი ბანკში ერთი მისვლით შეძლებს ინდმეწარმედ დარეგისტრირებისა და საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ განაცხადის დაფიქსირებას. აგრეთვე, შეუძლია, გააკეთოს განაცხადი შპს-ს დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. ამ მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლის შესახებ უფრო დეტალურად „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე გვესაუბრა:
– მოხარული ვარ, გაცნობოთ ამ სიახლის შესახებ, რაც, ვფიქრობთ, არსებითად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებას. „საქართველოს ბანკი“ ცდილობს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას. საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ეს სიახლე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უფასოდ გახსნას საბანკო ანგარიში და პირველი ექვსი თვის განმავლობაში SMS-ბანკითა და ინტერნეტბანკით უფასოდ ისარგებლოს, მეტიც, მომხმარებელს დამატებით იმის შესაძლებლობაც ექნება, რომ უნიკალური ბარათი – Cach Card მიიღოს, რომელიც სპეციალურად ბიზნესის მხარდასაჭერად შეიქმნა. ეს სერვისი არის ინდმეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაცია, რომელიც 18 ივნისიდან „საქართველოს ბანკის“ ცალკეულ ფილიალებში დაიწყება და 1 ივლისიდან ისინი უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ დარეგისტრირებას. საჯარო რეესტრი და „საქართველოს ბანკი“ ამ პროექტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და დიდი მადლობა ამ წარმატებული თანამშრომლობისთვის. ახალ საწარმოებს და ინდმეწარმეებს შეეძლებათ, იუსტიციის სახლში მიუსვლელად გააკეთონ განაცხადი დარეგისტრირებაზე და ამავდროულად, გახსნან ანგარიში.
აღსანიშნავია, რომ სტანდარტული რეგისტრაციის საფასურს არ გადაიხდის პირველი 1 000 დარეგისტრირებული ინდმეწარმე, მას „საქართველოს ბანკი“ დაფარავს. მომხმარებელს საფასურის გადახდა მხოლოდ დაჩქარებული რეგისტრაციის შემთხვევაში მოუწევს. რეგისტრაციის საფასური საჯარო რეესტრში არსებული საფასურის იდენტურია.
ბანკი მუდმივად მუშაობს ბიზნესის ხელშეწყობის სამომავლო ინიციატივებზე, რათა ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ პროცესები. ვცდილობთ, შევქმნათ მათზე მორგებული პირობები, დავუზოგოთ დრო და ხელი შევუწყოთ მათ მიერ წამოწყებულ მცირე და საშუალო ბიზნესს როგორც საწყის, ასევე განვითარების ეტაპზე. ბიზნესის მხარდასაჭერად „საქართველოს ბანკი“ კიდევ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს თავისი ერთგული მომხმარებლისთვის.

скачать dle 11.3