კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (66)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№25 ბრძნული აზრები

კეისარი: თუ წინ წავედი – მომყევით, თუ უკან დავიხევ – მესროლეთ, თუ მომკლავენ – შური იძიეთ.
რიდი: სიმართლე არის ის, რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ.
პლანკი: ჭეშმარიტება არასდროს იმარჯვებს, უბრალოდ, მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან.
დემოკრიტე: სულელებს დიდ ზიანს აყენებენ ისინი, ვინც მათ აქებენ.
მონტენი: ადამიანის ხმა ყველგან შეიძლება გაიგოთ, მაშინაც კი, როცა ის ჩურჩულებს და  თუ ის სიმართლეს ამბობს, მისი ხმა უფრო გასაგებია, ვიდრე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცის.
გოეთე: მე არადროს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.
დიტრიხი: სიცოცხლე დაავადებაა, რომელიც სიკვდილს იწვევს.
სენკევიჩი: ტკბილია სურვილი, მაგრამ სასურველად ყოფნა უფრო ტკბილია.
სერვანტესი: შელახული ღირსების აღსადგენად ადამიანს ყოველგვარი უკიდურესობა მიეტევება.
ვეისი: ადამიანს თუ შესწევს უნარი, გარედან შეაფასოს თავისი თავი, ესე იგი, მას ინტელექტი აქვს.
სოფოკლე: იყავი პირველი, როცა უნდა უსმინო და უკანასკნელი, როცა უნდა ილაპარაკო.
შოუ: პესიმისტი ის ადამიანია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ოპტიმისტი კი იცინის, რათა ზოგი რამ დაივიწყოს.
ბერბსტი: კრიტიკა არის ხელოვნება – სხვის ხარჯზე სულიერად ისე გამდიდრდე, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს.
ოლკოტი: კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის.
მენეკენი: ნდობა არის ის გრძნობა, რის გამოც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იციან, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.
კანტი: ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.
პავეზე: მწუხარებაც და სიამოვნებაც იმას ნიშნავს, რომ ვნებებს აჰყოლიხარ.
ლაუბი: თავისუფალია ადამიანი, ვინც სულ ცოტა ის მაინც შეიგნო, რომ თავისუფალი არ არის.
სმირკი: სქესის შეცვლის ოპერაციას მხოლოდ იმიტომ ჩავიტარებდი, რომ მენახა, როგორი გრძნობაა, როცა ყოველთვის შენ ხარ მართალი.
არისტოტელე: ქალები რომ არა, დედამიწაზე ფულს ფასი არ ექნებოდა.скачать dle 11.3