კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 „კაგებემ“ უცხოეთში გაქცეული ქართველი მხატვარი ჰამბურგში ძვირფასი სურათებით დააპატიმრა და 15 წლით გააციმბირა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

პუბლიკაციაში ნახსენები ზოგიერთი ადამიანის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
                                         შეტყობინება პარიზიდან
1970 წლის 1 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროში პარიზიდან ფრანგი კოლეგების შეტყობინება მივიდა. მასში ნათქვამი იყო, რომ 31 მარტს ქურდობის ფაქტზე დააპატიმრეს საბჭოთა კავშირის მოქალაქე, 29 წლის გოდერძი ტოროშელიძე. ასევე, ეწერა, რომ დაპატიმრებულმა ტოროშელიძემ პარიზში  68 წლის ნოდარ ქართველიშვილის სახლი გაქურდა. ყველაზე სენსაციური და მოულოდნელი კი, ამ შეტყობინებაში ის იყო, რომ ფრანგებმა ქურდს უპოვეს რემბრანდტის ტილო, რომელიც ლენინგრადის „ერმიტაჟის“ საკუთრება აღმოჩნდა, აღწერის მიხედვით კი, თავის ადგილზე ეკიდა... ფრანგები საბჭოთა კოლეგებს, პარიზში ერთობლივი გამოძიების ჩასატარებლად, მილიციისა და პროკურატურის წარმომადგენლების მივლინებას სთხოვდნენ. ხარჯებს ფრანგული მხარე კისრულობდა, გოდერძი ტოროშელიძის სამშობლოში ექსტრადიციაზე კი, კატეგორიულ უარს აცხადებდა.
პარიზში დაპატიმრებული გოდერძი ტოროშელიძე საბუთებში საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი საცეკვაო ანსამბლის წევრად იყო გატარებული. სწორედ ამგვარად მოახერხა საფრანგეთში გამგზავრება. სინამდვილეში კი, ის პროფესიონალი ქურდი იყო – ჯაბა ქურდოვანიძე, მეტსახელად „კალია“ და ორჯერ ჰქონდა მოხდილი ვადა – 6 წელი. როდესაც ეს ყველაფერი გაირკვა, საფრანგეთში საგასტროლოდ მყოფი ანსამბლი სასწრაფოდ საბჭოეთში დააბრუნეს. პარიზში კი, საბჭოთა ძალოვანების ჯგუფი გაფრინდა. მათ შორის იყო ლეგენდარული ქართველი მაძებარი (მაშინ ახალგაზრდა) კონსტანტინე (კოკა) რუსაძე.
                                                                    მოტაცება პარიზში
პარიზიდან მიღებული შეტყობინებისთანავე, ცოტა ხნის წინ „ერმიტაჟში“ ჩატარებული გეგმიური შემოწმების მიუხედავად, სასწრაფო შემოწმება დაიწყო და შოკისმომგვრელი შედეგები გამოვლინდა. გაირკვა, რომ ცნობილი საბჭოთა მუზეუმიდან დაკარგული იყო რვა ორიგინალური ტილო, ხოლო მათ მაგივრად ექსპოზიციაში  კარგად შესრულებული ასლები ეკიდა. რვავე ტილო მსოფლიოში ცნობილი მხატვრების ფუნჯს ეკუთვნოდა. მათ შორის იყო პარიზში, ტოროშელიძისთვის ჩამორთმეული რემბრანდტიც. საგულისხმო ის იყო, რომ რვავე დაკარგული სურათის ორიგინალი ერთსა და იმავე დროს იყო მიტანილი სარესტავრაციოში.
 სავარაუდოდ, მათი შეცვლა სწორედ რესტავრაციის შემდეგ განხორციელდა. საქმეში „კაგებე“ ჩაერთო და გაირკვა, რომ რვავე შეცვლილი სურათის რესტავრაციას, ამ საქმის საუკეთესო სპეციალისტები კოტე კიღურაძე და ვადიმ სურკოვი ახორციელებდნენ. თუმცა, მათი დაკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ სურკოვი გარდაცვლილი იყო, ხოლო კიღურაძე კი – უგზო-უკვლოდ დაკარგულებში ეწერა...
„კაგებეში“ რამდენიმე სამუშაო ვერსია შეიმუშავეს. ერთ-ერთის მიხედვით, სურათების შეცვლა (მანამდე კი – დახატვა) კიღურაძემ და სურკოვმა განახორციელეს. შემდეგ სურკოვი მოწამლეს. კიღურაძემ კი, სურათებიანად უცხოეთში წასვლა მოახერხა და საკუთარი გაუჩინარება გაითამაშა. სურკოვის ესგუმაციამ და  გვამის დამატებითმა გამოკვლევამ კი დაადასტურა, რომ ის მოწამლული  იყო. პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, ტოროშელიძის გარეშე სიმართლის გარკვევა შეუძლებელი იქნებოდა. ისიც აშკარა იყო, რომ ფრანგები  საბჭოური მეთოდით ეჭვმიტანილის დაკითხვის ნებას არ დართავდნენ. ამიტომ, გადაწყდა, ტოროშელიძე წაეყვანათ და ასეც მოიქცნენ, ის პარიზის ცენტრიდან, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, „კაგებეს“ სპეციალურმა ჯგუფმა მოიტაცა.
                                                                  ტოროშელიძის ჩვენება
ყოვლისშემძლე „კაგებემ“ ტოროშელიძე მოსკოვში ჩაიყვანა. ლუბიანკაზე დაკითხვის დროს მან თქვა, რომ პარიზული „ნაკოლი“ მოსკოველმა მიხეილ შიფმანმა მისცა. მანვე გაუკეთა უცხოეთში წასასვლელი საბუთები და შეჰპირდა, რომ თუკი ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა, საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ, მას 20 ათას მანეთს გადაუხდიდა. ტოროშელიძის ჩვენებით, მოპარული სურათი მას ელისეს მინდვრებზე, გაზეთების კიოსკთან უნდა გადაეცა სოლიდური მამაკაცისთვის, რომელიც რუსულ ენაზე ეტყოდა: „გამარჯობა, ოტელო, მე დეზდემონამ გამომგზავნა საიქიოდანო“. ტოროშელიძეს კი რუსულითვე უნდა  ეპასუხა: „გეშლებათ, მისიე. მე ოტელო არ ვარ, ჰამლეტი ვარ – ყოფნა არყოფნა, საკითხავი, აი, ეს არის“. ამის მერე უნდა მომხდარიყო სურათის გადაცემა და ტოროშელიძე სასტუმროში დაბრუნებულიყო. ტოროშელიძე ჩვენებაში წერდა: „დიდი მაყუთი ვიყნოსე. მივხვდი, რომ ეს ვიღაც დეზდემონასგან გამოგზავნილი უმაყუთოდ არ მოვიდოდა და გადავწყვიტე, გამეშიმსონებია გაძარცვა და სურათი მე თვითონ გამეყიდა. ამიტომ შეხვედრაზე მისვლამდე დიდი დანა მოვიმარჯვე. კოსტიუმში დავმალე და მას რომ შევხვდი, დანით შევაშინე და ფული მოვთხოვე. მითხრა,  სახლში წამომყევი და მოგცემო. მეც გავყევი. ქუჩაში ხელიდან დასხლტომა მოახერხა და რომ გავეკიდე, პოლიციამ დამაპატიმრა“. ცალტვინა ტოროშელიძის სიტყვებზე „კაგებეში“ გულიანად იცინეს და საკანში გამოამწყვდიეს. ოპერჯგუფი კი, მიხეილ შიფმანის ასაყვანად გაემართა, რომელიც მცირე არბატზე ცხოვრობდა.
                                                                 გატაცებული სურათები
მოსკოველი მიხეილ შიფმანი პროფესიით მხატვარი იყო და კოტე კიღურაძეს კარგად იცნობდა. როგორც მან აღიარა, „ერმიტაჟიდან“ მოპარული სურათები უნგრეთში გაიტანეს და იქიდან კი – პარიზში. ეს კი ძალიან ორიგინალური ხერხით მოხდა. მოკლულმა ვადიმ სურკოვმა ცნობილი ტილოები აკვარელით გადახატა. ისინი საკუთარ ნამუშევრებად გაასაღა და უნგრეთში გაიტანა, ეგრეთ წოდებულ, „ზაფულის გამოფენა-ჩვენებაზე“. იქიდან კი, სურათები პარიზში ჩაიტანეს და რემბრანდტი ცნობილმა ემიგრანტმა კოლექციონერმა ნოდარ ქართველიშვილმა შეიძინა. მასვე უნდა გადაეხადა სურკოვისთვის, შიფმანისა და კიღურაძისთვის 5 მილიონი დოლარი. თუმცა, კიღურაძემ სურკოვისა და შიფმანის თავიდან მოშორება მოინდომა და მათ ღვინოში საწამლავი ჩაუყარა. მაგრამ მხოლოდ სურკოვი გარდაიცვალა, შიფმანი კი – გადარჩა. ამის მერე კიღურაძე გაუჩინარდა – თურქეთის გავლით უცხოეთში მოახერხა გაქცევა. დარჩენილი შვიდი სურათიც, სავარაუდოდ, მას უნდა ჰქონოდა. შიფმანი წერდა: „ტოროშელიძის გამოყენება იმიტომ ვცადე, რომ ნაწილობრივ მაინც ამენაზღაურებინა ზარალი და „რემბრანდტი“ გამეყიდა, რომელშიც პარიზში მცხოვრები რუსი გადამყიდველი სტეპან ზოლოტოვი 2 მილიონ დოლარს იხდიდა...“
„კაგებემ“ „ერმიტაჟიდან“ გატაცებული შვიდი სურათის (რემბრანდტი ფრანგებმა დააბრუნეს) ძებნაში საუკეთესო ძალები ჩართეს და კიღურაძე, შვიდი სურათითა და 5 მილიონი დოლარით, ჰამბურგში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ის შეერთებულ შტატებში აპირებდა გამგზავრებას.
კიღურაძე, მისი ნადავლით, მოსკოვში ჩამოიყვანეს. სურათები მუზეუმს დაუბრუნეს. ფული ბანკში შეიტანეს. კიღურაძეს კი 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და გააციმბირეს.
скачать dle 11.3