კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კითხვა: რა იწვევს ფეხის ოფლიანობას და როგორ შევიმცირო ეს უსიამოვნება?
პასუხი:
ფეხის ოფლიანობის შემცირება ძალიან რთული ამოცანაა. სწორედ ოფლი არის მიკროორგანიზმებისთვის ხელსაყრელი გარემო. ჰიპერჰიდროზი რომ შეამციროთ, ნუ ჩაიცვამთ დაბალხარისხიან, ხელოვნური ტყავის ფეხსაცმელს. მასში ფეხი მცირე დროში ოფლიანდება და სველდება. არ ჩაიცვათ სინთეზური ქსოვილის წინდები. ნატურალური ფაქტურის წინდა უკეთესად და უფრო სწრაფად იწოვს ნესტს. რაც შეიძლება, დიდი ხანი გააჩერეთ ტერფები ჰაერზე. ზაფხულში სასარგებლოა ფეხშიშველი სიარული. კანი ამ დროს უხეშდება და ნაკლებად ოფლიანდება. ხშირად დაიბანეთ ფეხები საპნით.
კითხვა: ვარ ასაკოვანი ქალბატონი. ვუვლი თავს და ვცდილობ, ასაკი არ შემემჩნეს. მზისგან დამცავი კრემი მხოლოდ სახეზე წავისვა თუ ხელებზეც?
პასუხი:
ბევრი ქალი კრემს მხოლოდ სახეზე ისვამს, ხელები კი, ავიწყდება. არადა, ხელები ასაკის მიმართ არანაკლებ მგრძნობიარეა. ხელებზე ადრეულ ასაკშივე ჩნდება ნაოჭები და ლაქები, რაც თქვენს წლოვანებას გასცემს. შეეცადეთ, ხშირად წაისვათ დამატენიანებელი და მზისგან დამცავი კრემები. განსაკუთრებით მაშინ, თუ საჭეს მართავთ. ყურადღება მიაქციეთ კისრისა და მკერდის ზონასაც.
კითხვა: მითხრეს, რომ თხილის ჭამა უხდება თმას და ფრჩხილებს და ეს სიმართლეა? და, თუ ასეა, დღეში რამდენია საჭირო?
პასუხი:
ყოველდღე ჭამეთ მინიმუმ 50 გრამი თხილი. სულ ერთია, როგორი სახის იქნება. ორი კვირის განმავლობაში თქვენს თმასა და ფრჩხილებს, ნამდვილად შეამჩნევთ განსხვავებას.
კითხვა: როგორ და რამდენჯერ გავიკეთო მდოგვის მშრალი ნიღაბი თმაზე?
პასუხი:
კარგი იქნება, თუ მდოგვის ფხვნილის მშრალ ნიღაბს თმაზე ყოველ სამ დღეში ერთხელ გაიკეთებთ. წაისვით ის სველ თმაზე და გაიჩერეთ 20-30 წუთი. მისი რეგულარული გამოყენებით თმა განსაკუთრებულ იერს შეიძენს.

скачать dle 11.3