კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (115)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

№25 როგორ უნდა მოვუაროთ ყელის კანს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე


ყელის კანი უფრო ადრე ბერდება, ვიდრე სახის კანი, რადგან ამ მიდამოში ცხიმის ჯირკვლები თითქმის არ არის. თუ დააკვირდებით, ქალების უმეტესობას, 30-35 წლის ასაკში, ყელის მიდამოზე უკვე დაბერებული და ნაოჭებით დაფარული კანი აქვს. ამის მიზეზი კი, უყურადღებობა და კანის მოუვლელობაა. ამიტომ, თუ არ გსურთ თქვენმა ყელმა თქვენი ასაკი გათქვას, დროულად მიიღეთ შესაბამისი  ზომები.
ყოველდღე გაისუფთავეთ ყელი, შემდეგი მცენარეების ნაყენით: გვირილა, ცაცხვის ყვავილი, პიტნა, არყის კვირტები, სალბი. შეიძინეთ მცენარეები აფთიაქში, აიღეთ მცენარის ნაკრების 1 სუფრის კოვზი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩრეთ 2 საათი. შემდეგ, გადაწურეთ და გაიწმინდეთ ყელის კანი მასში დასველებული ბამბის ტამპონით.
შეგიძლიათ სახლის პირობებში, თავად მარტივად მოამზადოთ ლოსიონები ყელის კანისთვის, წაისვათ ისინი კვირაში 3 დღე და მათი დახმარებით კანის დაბერება შეაფერხოთ:
* 1 კვერცხის გული აურიეთ 1 ცალ ლიმონის წვენში. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაყი და 1-2 ჭიქა ნაღები.
* 1 კვერცხის გული აურიეთ 100 გრამ არაჟანში, დაუმატეთ 1-4 სუფრის კოვზი არაყი და ლიმონის ან ფორთოხლის წვენი.
* გახეხეთ 1 ცალი კიტრი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაყი. დადგით 1 დღე და შემდეგ გაწურეთ. შეინახეთ მაცივარში და ყოველდღე, დილა-საღამოს,  გაიწმინდეთ ყელის კანი, შემდეგ კი, წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემი.
კვირაში ერთხელ, ყელის კანზე გაიკეთეთ თბილი და ცივი კომპრესები – ხაოიანი პირსახოცი დაასველეთ ნელთბილ წყალში. გაწურეთ და 2 წუთით შემოიხვიეთ. შემდეგ კი, ცივ წყალში დასველებული და გაწურული პირსახოცი შემოიხვიეთ. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა დაამთავრეთ ცივი კომპრესით და წაისვით მკვებავი კრემი. მალევე იგრძნობთ, ყელის კანის გაახალგაზრდავებას და გამკვირვებას.
ასევე, კარგია ზეთიანი კომპრესები: ზეითუნის ზეთი გაათბეთ. მარლის რამდენიმე ფენა დაასველეთ და შემოიხვიეთ ყელზე 20 წუთით. ზემოდან შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი. შემდეგ კი, ხელით ნაზად დაიმასაჟეთ. თუ ამ პროცედურას კვირაში 2-3 ჯერ გაიკეთებთ.  ეფექტს მალევე შეამჩნევთ.скачать dle 11.3