კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 25 აპრილს, დაახლოებით, დილის 11-12 საათზე. რა უნდა გავაკეთო, რომ წარმატებებს მივაღწიო?
პასუხი:
იყავით მეტად აქტიური, ენერგიული, შეუპოვარი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, ნებისყოფიანი. ეს თქვენი წარმატების ფაქტორია. იყავით უხალტურო მუშაკი. ნებისმიერ საქმეს მიუდექით ყოველგვარი ზედაპირულობისა და მიფუჩეჩების გარეშე. ამასთან ერთად, იყავით მაქსიმალისტი, ანუ არ უნდა დაგაკმაყოფილოთ იმან, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. მოაწესრიგეთ პროფესიული სფერო, ასევე, ოჯახური ურთიერთობები. იყავით მარტოხელა მებრძოლი და ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული. უნდა გამოირჩეოდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. ასე მიაღწევთ წარმატებებს.
კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1997 წლის 16 მაისს, დილის 6 საათზე. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე. სასურველია თუ არა მისთვის ეს პროფესია და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება ჰარმონიული ურთიერთობა პირად ცხოვრებაში?
პასუხი:
მისთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორები არიან: ლომის, ვერძის, კირჩხიბის, თევზების, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ცოტა ფრთხილად უნდა იყოს მერწყულებთან, რადგან მათთან მეტი სირთულეებია მოსალოდნელი. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით კი – თეატრალური სფერო, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო ბიზნესი, სამასაჟო საქმე, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია. ასევე, ანტიკვარიატთან, სალომბარდო სფეროებთან ურთიერთობა, გასართობი ინდუსტრია, მაგალითად, კაზინო, ლატარია, რესტორნები; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, მშენებლობა, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო; სოციოლოგია მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ამ სფეროში მას მოუწევს ბარიერების, წინააღმდეგობების გადალახვა შეუპოვრობით, შრომის გამოვლენით, მოთმინებით და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში წარმატების შანსი არ არის.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 18 მარტს, პირველ საათსა და ათ წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელ ქვეყანაშია სასურველი ჩემი მოღვაწეობა?
პასუხი:
თქვენი კოსმიური მისია უცხოეთთან კონტაქტია. რაღაც პერიოდით იქ ცხოვრება, მოღვაწეობა და კაპიტალის შოვნა წინსვლაში დაგეხმარებათ. სამშობლოში ყოფნის დროსაც მუდმივი კონტაქტი უნდა გქონდეთ უცხო ქვეყნებთან. პროფესიებიდან კარგია: სპორტი, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება, დიზაინი, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, არქიტექტურა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ენდოკრინოლოგია. უცხოეთიდან კი კარგია – იტალია, არგენტინა, ჩინეთი, ეგვიპტე, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ეთიოპია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, პორტუგალია, კუნძული მალტა, უნგრეთი. ეს ქვეყნები წამოწიეთ წინა პლანზე.
скачать dle 11.3