კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (115)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

№25 როგორ ცდილობდა სტალინი ამერიკული დოლარის დაკნინებას მსოფლიოში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინის სიკვდილთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს და მათი ავტორები თავისებურად გვაწვდიან საბჭოთა ბელადის გარდაცვალების მიზეზებს. პროფესორი ანდრეი ტუნიაევი წერს: „მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 1-22 ივლისს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია და შემოიღეს ფულადი ურთიერთობებისა და სავაჭრო ანგარიშსწორების, ეგრეთ წოდებული, ბრეტონ-ვუდსის სისტემა. მის მიხედვით, ამერიკული დოლარი მსოფლიო ვალუტის სტატუსს იმყარებდა და ყველა ქვეყნის ეკონომიკა მასზე მიბმული ხდებოდა. ამ სისტემის ჩარჩოებში ჩამოყალიბდა განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სწორედ მათი საშუალებით ფულადი მასები ქვეყნების ეროვნული კონტროლიდან გამოვიდა და დაექვემდებარა ფედერალურ სარეზერვო სისტემის კონტროლს, რომელიც ამერიკულ დოლარს ბეჭდავს, კერძო სტრუქტურაა და ჩრდილოვან ოლიგარქიულ კლანებს ეკუთვნის. ზემოხსენებულ კონფერენციაზე ამ ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი და ვითომ დოლარზე გადავიდა, მაგრამ სტალინმა იეშმაკა და მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. 1945 წლის დეკემბერში კი, ბელადმა საერთოდ უარი განაცხადა ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების რატიფიცირებაზე და ფულტონში სწორედ ამის მერე გამოაცხადა ჩერჩილმა „ცივი ომი“ საბჭოეთის წინააღმდეგ“.
სტალინმა კარგად იცოდა, რომ ფულით ოკუპაცია არანაკლები რამ იყო, ვიდრე სამხედრო  და ამიტომ უარყო დოლარი. ჩერჩილის გამოსვლა ფულტონში და „ცივი ომის“ გამოცხადება კი გაფრთხილებას წარმოადგენდა სტალინისთვის, რომ „ცივ ომს“ „ცხელიც“ მოჰყვებოდა, თუკი საბჭოთა ბელადი ჩრდილოვანი ოლიგარქიული მმართველების ნება-სურვილს არ დაემორჩილებოდა.
ოთხმოცდათექვსმეტი წლის ვიაჩესლავ მოლოტოვი, რომელსაც საღი გონება და ფენომენალური მეხსიერება სიცოცხლის ბოლომდე შერჩა, 1986 წლის სექტემბერში, გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, სენსაციურ ინტერვიუს აძლევს საბჭოთა ტელევიზიას, რომელიც „პერესტროიკის მამის“, მიხეილ გორბაჩოვის უაშუალო მითითებით დაიბლოკა. მოლოტოვმა მაშინ განაცხადა: „ამ ერთი წლის განმავლობაში (იგულისხმება „პერესტროიკა“, რომელიც 1985 წელს დაიწყო) უამრავი პუბლიკაცია წავიკითხე სტალინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი არაა მართალი. ძირითადად, წერენ, რომ თითქოს სტალინი ბერიას მითითებით მოკლეს და რომ იყო შეთქმულება, რომელიც ბერიას მეთაურობთი განხორციელდა. აბსოლუტური სისულელეა. სტალინი მისი მითითებით არ მოუწამლავთ.  ბერია არანაირ ანტისტალინურ შეთქმულებას არ მეთაურობდა. ასეთ შემთხვევაში, მე და სხვა მაშინდელი ხელმძღვანელებიც უნდა ყოფილიყვნენ ამაში გარეულები. ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ასევე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სტალინი თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, ის მართლაც მოწამლეს. იყო შეთქმულებაც, მაგრამ არა ჩვენი, ანუ სტალინის თანამოაზრეების, არამედ, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ოლიგარქებისა, რომლებიც დოლარის მსოფლიოში გამეფებისთვის იბრძოდნენ. მაშინ ამ საქმეს ბერიას ბრძანებით იძიებდნენ და „ჩეკისტები“ კვალსაც კი დაადგნენ. თუ არ ვცდები, ლაზარის ახლო ნათესავზე, როზაზე გავიდნენ და ბერიამ მითხრა: სავარაუდოდ, სტალინი მან მოწამლა და დააპატიმრებენო. თუმცა, თავად ბერია დააპატიმრეს და საქმე აღარ წამოწყებულა...“
ეშმაკი მოლოტოვი 96 წლის ასაკშიც კი ინარჩუნებდა ჩვეულ სიფრთხილესა და დიპლომატიურობას. მას არ დაუკონკრეტებია, რომ სტალინი როზა კაგანოვიჩის მოწამლული იყო. ეს ქალი ლაზარ კაგანოვიჩის უფროსი ძმის შვილი გახლდათ. მამამისი მავნებლობისთვის სამსახურიდან დაითხოვეს და თავი მოიკლა. როზა კი, საბჭოთა ბელადის საიდუმლო ცოლი იყო და სტალინთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. პროფესორი ტუნიაევი წერს: „როზა კაგანოვიჩი ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალი იყო და სტალინს ის მოსწონდა. ამ ქალმა მოახერხა და ნადეჟდა ალილუევას თვითმკვლელობის შემდეგ, მისი ადგილი დაიკავა და ბელადის საიდუმლო ცოლი გახდა. მათ ვაჟიც შეეძინათ, რომელსაც იური დაარქვეს. ამის შესახებ მაშინ კარგად უწყოდნენ  სტალინის ხელქვეითებმა კრემლში, მაგრამ ამაზე ლაპარაკი აკრძალული იყო. როგორც ახლა ირკვევა, როზა (რახილი) კაგანოვიჩს ჩრდილოვანი ოლიგარქიის დესპანები დაუკავშირდნენ და ქალი ისე „დაამუშავეს“, რომ საჭირო მომენტში სტალინი მოაწამლინეს... დიდი ალბათობით, როზა მიხაილოვნა კაგანოვიჩი მამის – მიხეილ კაგანოვიჩის თვითმკვლელობით „დაკერეს“, რომელმაც შუბლში ტყვია 1941 წლის 1 ივლისს დაიხალა. როგორც ეტყობა, როზა დააჯერეს, რომ ეს ყოველივე სტალინის ბრალი იყო და ქალი შურისძიებისთვის მომართეს.
დოლარის  განაჩენს კი, სტალინმა 1950 წლის 28 თებერვალს მოაწერა ხელი. იმ დღეს გამოვიდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა მანეთი მუდმივ ოქროს ბაზაზე იქნა გადაყვანილი. ერთ მანეთში ოქროს შემცველობა 0,222 გრამი სუფთა (ბაჯაღლო) ოქრო იყო. ერთი გრამი სუფთა (ბაჯაღლო) ოქროს ფასი კი – 4 მანეთი და 45 კაპიკი. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა დოლარზე. 1952 წლის აპრილში სტალინმა ახალი დარტყმა მიაყენა. საერთაშორისო ეკონომიკურ თათბირზე, რომელიც მოსკოვში ჩატარდა, ჩინეთმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ მსოფლიო ვაჭრობის საკუთარი ზონა, რომელიც დოლარის ალტერნატივა იქნებოდა. სტალინმა მათ შესთავაზა საკუთარი „საერთო ბაზრის“ შექმნა, რომელშიც გადახდის საშუალება  საბჭოთა „ოქროს მანეთი“იქნებოდა. ამ სივრცეში შემოსვლის სურვილი განაცხადეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ირანი, ეთიოპია, არგენტინა, მექსიკა, ურუგვაი, ავსტრია, შვედეთი, ფინეთი, ირლანდია და ისლანდია. ამგვარად, სტალინს უკვე „მეტკა“ ედო და მისი ლიკვიდაცია დროის საქმე იყო. თუმცა, რაც შეიძლება, მალე უნდა მომხდარიყო ეს და როზამ, როგორც ეტყობა, ბელადის მკვლელობისთვის მომენტი 1953 წლის 1 მარტს შეარჩია და ის მოწამლა, ხოლო ოთხი დღის მერე კი – ბელადი გარდაიცვალა...“
რუსი პროფესორის ვერსიის რეალობას ჯერ კიდევ ფაქტებით სჭირდება გამოძიება და ალბათ, ეს მხოლოდ საიდუმლო არქივების გახსნის შემდეგ მოხდება, რომლებშიც დაცულია უამრავი, მათ შორის, სტალინის სიკვდილის საიდუმლოც...
скачать dle 11.3