კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ცირცელი კიბოს წინააღმდეგ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ცირცელი აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას. ის „კლავს“კიბოს უჯრედებს სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, თავის ტვინის, ფილტვებისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს. აფერხებს სიბერის პროცესს, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას, გულის დაავადებების რისკს და ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის გამომუშავებას.
ცირცელის ნაყოფი შეიცავს 4-8 პროცენტ შაქარს,  მის შემადგენლობაში შედის 2 პროცენტზე მეტი ვაშლის, ლიმონისა და ყურძნის მჟავები, ასევე ვიტამინების მნიშვნელოვანი რაოდენობა. მისი ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ზრდის კალიუმის, რკინის, სპილენძისა და ალუმინის შემცველობას.
შეგიძლიათ მისი ნაყოფი ნედლადაც მიირთვათ. თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, მას გადამუშავებული სახით იყენებენ. მისგან  ამზადებენ ხილფაფას, მარმელადს, მურაბას, ღვინოს, ლიქიორს, ძმარს, სამკურნალო სიროფებს. ამ მხრივ, დიდი პოპულარობით სარგებლობს ნაყოფის შაქართან დაკონსერვებული წვენი.
ცირცელის ნაყოფს და ყვავილებს გამხსნელ და ოფლმდენ საშუალებად იყენებენ. ცირცელის ყვავილი ძალიან კარგი საშუალებაა საშარდე ორგანოების კენჭოვანი დაავადების დროს. ნაყოფებთან ერთად კი, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. მათი მიღება კარგია გაციების და კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს. ცირცელის ხის ქერქი ძალიან სასარგებლოა მეხსიერების გასაუმჯობესებლად.
ცირცელის ნაყოფის წვენი გამოიყენება კუჭის წვენის დაბალმჟავიანობისას. პრობლემის მოსაგვარებლად, იღებენ თითო ჩაის კოვზ წვენს ჭამის წინ.
ცირცელის ნაყოფი გამოიყენება მეჭეჭების, პაპილომების მოსაშორებლად. ნაყოფის ახლადგამოწურული წვენი კარგია ბუასილის სამკურნალოდ. ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.
ოფლის მოსადენად, თირკმელისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს, ავიტამინოზის შემთხვევაში გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი: აიღეთ ერთი კილოგრამი ახლად დაკრეფილი ცირცელი, გამოწურეთ წვენი. მოხარშეთ მისი წვენი 600 გრამ შაქართან ერთად.
 40 გრამი ნაყოფი როდინში დანაყეთ,  დასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და 4 საათის განმავლობაში დადგით, დროდადრო შეანჯღრიეთ. ბოლოს გაფილტრეთ კარგად დოლბანდში და საკუთარი გემოვნებით დაუმატეთ შაქარი.


კალანჰოეს საოცარი თვისებები
კალანჰოე ულამაზესი დეკორატიული მცენარეა, და რადგან სამკურნალო თვისებებიც აქვს,  ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სარგებელიც მოაქვს.  თუმცა, კალანჰოეს 100-ზე მეტი სახეობიდან სამედიცინო მიზნებისთვის მხოლოდ ორი გამოიყენება – Kalanhcoe pinnata და Kalanhcoe daigremontiana.
ამ მცენარეს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და ადვილად ეგუება ოთახის პირობებს. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. ადვილად იტანს ზამთრის სიგრილეს, ოღონდ არანაკლებ 10 გრადუსს. სჭირდება ცოტა წყალი. უმჯობესია, თუ წყალს ლამბაქზე დაუსხამთ. მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზამთრის პერიოდში კი, იშვიათად მორწყეთ. მოაცილეთ დამჭკნარი ყვავილები, რათა მათ მცენარის ლპობა არ გამოიწვიონ.
* ამ მცენარის წვენისგან სურდოს საწინააღმდეგო შესანიშნავ წვეთებს ამზადებენ. ამისთვის დაგჭირდებათ  მცენარის, მინიმუმ, 3-წლიანი ფოთლები. გახსოვდეთ, რომ სამკურნალო წვეთები სპეციფიკურია და იწვევს ცემინებას. კალანჰოეს ფოთოლი დანაყეთ წვენის გამოსვლამდე და დოლბანდში გაწურეთ, თანაბარი პროპორციით დაუმატეთ წყალი. ეს წვენი ჩაიწვეთეთ ნესტოებში ორ-ორი წვეთის ოდენობით. დარჩენილი შეინახეთ მაცივარში, შემდგომ ჩაწვეთებამდე..
კალანჰოეს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა აღმდგენი თვისებები. სწრაფად წმენდს ჭრილობებსა და წყლულებს ნეკროზული ქსოვილებისგან და აჩქარებს მათ შეხორცებას. კალანჰოეს წვენი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. მის სპირტიან ნაყენს სახსრების ანთებითი პათოლოგიების დროს დადებითი ეფექტი აქვს. ასეთ ექსტრაქტს დიფუზიურობა ახასიათებს, ანუ ქსოვილებში გაიწოვება და მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ვრცელდება სახსრის ირგვლივ მდებარე ქსოვილზე, ასევე, თვით სახსრის სტრუქტურებზეც.
კალანჰოეს ნაყენი ძალიან სასარგებლოა სისხლძარღვებისა და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ. მის მოსამზადებლად: აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, სანახევროდ აავსეთ კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლებით, შეავსეთ სპირტით ან არყით, ერთი კვირით ბნელ და გრილ ადგილას დადგით, დროდადრო შეანჯღრიეთ. საღამოობით ამ ნაყენით დაიზილეთ ფეხები ტერფებიდან თეძოებამდე. ტკივილი მალე გაივლის, მაგრამ სისხლძარღვოვანი ბადის გასაქრობად 3-4 თვე დაგჭირდებათ.


კედრის სასარგებლო თვისებები

კედარს აქვს ძლიერი შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიმიკრობული, ამოსახველებელი, კიბოს საწინააღმდეგო, სისხლის წმენდის, მატონიზირებელი, იმუნომასტიმულირებელი თვისებები; ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფად შეხორცებას. ის წმენდს სისხლძარღვებს და ზრდის მათ ელასტიკურობას; აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ანორმალიზებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აწესრიგებს მეტაბოლურ პრობლემებს. აქვეითებს არტერიულ წნევას, დადებითად აისახება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, აძლიერებს ძვლოვან სისტემას, ხელს უწყობს შარდსასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. გამოიყენება კანის პათოლოგიების, დამწვრობების, ათეროსკლეროზის, ანემიის, გულის იშემიური დაავადებების, სტენოკარდიის, ჰეპატიტის, ბოყინის, გულძმარვის, ღვიძლის ციროზის, იმპოტენციის დროს. ის გამოიყენება, ასევე, როგორც პრევენციული საშუალება სიმსივნის განვითარების წინააღმდეგ.
არსებობს მისი უამრავი რეცეპტი, თუმცა კარგი იქნება, იმ შემთხვევაში, თუ აქამდე არასდროს გამოგიყენებიათ, ალერგიული ხართ ან რამე სხვა სახის ეჭვის დროს, მიმართოთ ექიმს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას და პროპორციებს.
დაგჭირდებათ რძე და კედრის კაკალი. კაკალს დაასხით ერთი ჭიქა რძე. გააჩერეთ ერთი საათით. შემდეგ გაფილტრეთ და დაბალ ტემპერატურაზე შეინახეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ – დილა-საღამოს. ეს დაგეხმარებათ ხველის მოშორებაში.
კანის პათოლოგიების სამკურნალოდ, რამდენიმე კაკალი დაჭერით წვრილად დაასხით ორასი მილილიტრი წყალი და შეინახეთ კონტეინერით თბილ ადგილას ერთი საათით. წაისვით დაზიანებულ კანზე დამწვრობის, ჰერპესისა და ეგზემის არსებობის შემთხვევაში.
ღვიძლის პათოლოგიების დროს – კედრის კაკალს დაამატეთ ასი გრამი არაყი და ნახევარი ლიტრი წყალი. შეინახეთ კონტეინერით, რომელსაც თავი მჭიდროდ ექნება დახურული, ბნელ, გრილ ადგილას ორი კვირის განმავლობაში. ოცი წვეთი გაყავით ორ-სამ ნაწილად და მიიღეთ დღის განმავლობაში.
ბუასილის დროს აიღეთ 15 გრამი დაფქვილი კედრის კაკალი დაასხით ორასი მილილიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ ერთი საათი. ამ დროის გასვლის შემდეგ, მიიღეთ დღეში სამჯერ.
რაც შეეხება უკუჩვენებებს, არ მიიღოთ, თუ მის მიმართ ინდივიდუალური შეუთავსებლობა გაქვთ. ასევე, ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

რა გართულებები ახლავს მენოპაუზას და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მას

მენოპაუზის დროს ქალის სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითება გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და ამან შეიძლება, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაქვეითება გამოიწვიოს. მათ შორის: ძვლების გამოფიტვა. ამ დროს ძვლები ხდება მყიფე და ადვილად მტვრევადი. გარდა ამისა, მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: ათეროსკლეროზი, რასაც საფუძვლად უდევს სისხლში ქოლესტეროლის შემცველობის მატება, გულის იშემიური დაავადებები – სტენოკარდია, ინფარქტი, გულისცემის რიტმის დარღვევა, მაღალი არტერიული წნევა, თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადება, ასევე სხეულის წონის მომატება, რაც თავის მხრივ, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს ზრდის, მენჯის ფუძის კუნთების სისუსტე: მენჯის კუნთები და სახსრები სუსტდება, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს – საშვილოსნოს დაწევა. შარდის შეკავების უნარის დაქვეითება, რის ფონზეც ხშირად ვითარდება საშარდე გზების, შარდის ბუშტისა და შარდსადენის ინფექციები. ასეთ დროს, მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად შეაამცირებს მენოპაუზის დროს არსებულ სიმპტომებსა და დაავადებების განვითარების რისკს. მკურნალობა დამოკიდებულია მენოპაუზის მიმდინარეობაზე.
გახსოვდეთ, რომ მენოპაუზის პერიოდში უნდა შეინარჩუნოთ საკმარისი ფიზიკური აქტივობა, რაც მისი გვიანი შედეგებისა და გართულებების (ოსტეოპოროზისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების) პროფილაქტიკაა და ამავე დროს, ხელს უშლის ჭარბი წონის დაგროვებას. ასევე, სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა – სიარული 45-60 წუთის განმავლობაში კვირაში სამჯერ მაინც, ცურვა, აერობიკის მსგავსი ვარჯიშები, ცეკვა და სხვა.
 ძალიან მნიშვნელოვანია დიეტა, რომელიც ძირითადი საკვები ნივთიერებების და მინერალური მარილების შევსებაზეა ორიენტირებული. ამ დროს განსაკუთრებით სასარგებლოა კალციუმით მდიდარი საკვები: მენოპაუზის პერიოდში ქალის ორგანიზმს ყოველდღიურად 1 500 მილიგრამი კალციუმი ესაჭიროება. კალციუმს შეიცავს რძე და რძის პროდუქტები – მაწონი და იოგურტი, ყველი; თევზეული, კვერცხი, ნუში, ნიახური, ოხრახუში, ხახვი, გარგარის ჩირი, შოკოლადი და სხვა. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია D ვიტამინი. მას მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ზღვისა და ოკეანის ცხიმიანი თევზები, კვერცხი, ღვიძლი; სასარგებლოა დიდი რაოდენობით მცენარეული ბოჭკოსა და ცილის შემცველი პროდუქტები: უმი ხილი და ბოსტნეული, ჩენჩოიანი მარცვლეული – შვრია, წიწიბურა, ხორბალი; პარკოსნები – ბარდა, ლობიო და მუხუდო. სასარგებლოა ისეთი საკვებიც, რომელიც მდიდარია ქალის ჰორმონის  – ესტროგენის მსგავსი ქიმიური ნივთიერებებით. ასეთებია: სოიის პროდუქტები, თეთრი ჭარხალი, ოხრახუში, კამა. ამ დროს მოერიდეთ ცხოველური ცხიმების მიღებას, რომლებიც ხორცსა და კარაქშია – ცხიმებიდან უმჯობესია მიიღოთ ზეითუნის ზეთი.

როგორ უნდა გაისინჯოთ სარძევე ჯირკვალი დამოუკიდებლად
სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა მნიშვნელოვანი ეტაპია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისთვის. თვითგასინჯვა უნდა ჩატარდეს ყოველთვიურად მენსტრუაციული ციკლის ერთსა და იმავე დღეს, მენსტრუაციის დაწყებიდან მეშვიდე-მეათე დღეს.
თვითგასინჯვის პირველი ეტაპია ჯირკვლის დათვალიერება: დადექით სარკის წინ, ხელები შემოიწყვეთ წელზე. დაათვალიერეთ მკერდი: ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ არის სიწითლე ან კანის შეშუპება, ხომ არ არის ფორთოხლის ქერქის მსგავსი უბნები, ხომ არ არის დვრილი ჩაზნექილი ან ხორკლიანი ან გამონადენი დვრილიდან. შემდეგ ასწიეთ ხელები ზემოთ და კვლავ დაათვალიერეთ მკერდი: ხომ არ შეიცვალა მისი მოხაზულობა.
თვითგასინჯვის შემდეგი ეტაპის შესასრულებლად მკერდი უნდა მოისინჯოთ ხელით ან მთელი სარძევე ჯირკვლის პალპირება გაკეთდეს, დამდგარ და დაწოლილ მდგომარეობაში, რომ შეფასდეს ხომ არ შეინიშნება რაიმე ცვლილება წინა თვესთან შედარებით.  სარძევე ჯირკვლი შეხებით უნდა იყოს რბილი და ერთგვაროვანი ან მარცვლოვან-ჯირკვლოვანი სტუქტურის.
პალპაციის ხაზოვანი მეთოდის დროს ჯირკვალი ისინჯება შუა სამი მოხრილი თითის ბალიშებით – ზემოდან ქვემოთ ნელი მოძრაობით დაიწყეთ იღლიიდან; შემდეგ თითები გადაანაცვლეთ ცენტრისკენ და ამოძრავეთ ქვემოდან ზემოთ. გააკეთეთ ასე, სანამ მთელ სარძევე ჯირკვალს და იღლიას არ გასინჯავთ.
გამოკვლევის სპირალური მეთოდით ჯირკვალი ასევე შუა სამი მოხრილი თითის ბალიშებით ისინჯება. თითები მოძრაობს ნელა, გარეთა არედან დვრილის მიმართულებით სპირალურად. ისინჯება იღლიისა და ლავიწის მიდამოც.
მესამე მეთოდი სექტორული გასინჯვაა. შუა სამი მოხრილი თითის ბალიშებით იწყებთ მოძრაობას ჯირკვლის გარეთა არიდან დვრილის მიმართულებით, შემდეგ ბრუნდებით გარე არეში და ისინჯება შემდეგი სექტორი. გასინჯვა გრძელდება ჯირკვლის სრულ გამოკვლევამდე. უნდა შემოწმდეს იღლიისა და ლავიწის მიდამოც.
თუ შენიშნავთ რაიმე ცვლილებას, გასქელებულ ან გამკვრივებულ კვანძს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ თვითგამოკვლევა არ ცვლის სპეციალისტის გასინჯვასა და მამოგრაფიას, თუკი ექიმი ამ გამოკვლევის ჩატარებას საჭიროდ ჩათვლის.
скачать dle 11.3