კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა ვნება მოაქვს მშობლების ბრმა სიყვარულს შვილების მიმართ?
პასუხი:
ბევრ შვილის სიყვარულით დაბრმავებულ მშობელს ის დანაშაულის ჩადენის დროს დასასჯელადაც ენანება, ინდობს მას, მაგრამ, როდესაც შვილები იზრდებიან და მართლაც გამოუსწორებელნი ხდებიან, თავადვე მშობლები აღიარებენ საკუთარ შეცდომას. გარდა ამისა, ბავშვებს გადაჭრით უნდა აუკრძალოთ ურთიერთობა და მეგობრობა ავი ზნის თანატოლებთან, რადგან უკეთურება კეთილგონიერებაზეც ახდენს გავლენას. მშობლებიც უნდა ფრთხილოდნენ, რათა საკუთარი მაგალითით ცუდისკენ არ უბიძგონ შვილებს.
კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია სახლის კურთხევა?
პასუხი:
სახლის კურთხევისას, მოძღვრის ლოცვით, ოჯახზე გადმოდის ღვთის მადლი, მაგრამ ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე ვრცელდება, ვინც ქრისტეს მცნებებით ცხოვრობს. ეს კარგად ჩანს სახლის კურთხევის ლოცვებშიც. ამიტომ აუცილებელია სახლის კურთხევა. თუმცა უმთავრესია საკუთარი სულის გაწმენდა, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება.
კითხვა: გადადის თუ არა თვითმკვლელი ადამიანის ცოდვა მის შვილებზე და შთამომავლობაზე?
პასუხი:
თვითმკვლელობა, მიუხედავად მისი სიმძიმისა, არ გადადის შთამომავლობაზე, ისევე როგორც ნებისმიერი ცოდვა, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე აგებს პასუხს. მაგრამ თვითმკვლელის შთამომავლებმა განსაკუთრებით უნდა იზრუნონ თავის სულიერ ცხოვრებაზე – ილოცონ, იმარხულონ და ეზიარონ.
კითხვა: აქვს თუ არა მოძღვარს უფლება, საჯაროდ გაამხილოს აღსარებაზე განდობილი ცოდვები?
პასუხი:
აღსარებაზე განდობილი ცოდვების საჯაროდ გამხელის უფლება არც ერთ მოძღვარს არ აქვს. ამით ის დაარღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოს წესსა და კანონს. დათესავს სინანულის საიდუმლოს მიმართ უნდობლობას. თუმცა, ამა თუ იმ ცოდვაზე, ზოგადად, მოძღვარი ყოველთვის ქადაგებს  ამბიონიდან, რათა მორწმუნეებს აუხსნას მათი სიმძიმე.
კითხვა: რამდენად აუცილებელია ახლობლის გარდაცვალების დღის აღნიშვნა?
პასუხი:
გარდაცვალების დღეს გარდაცვლილის სახელზე აღვავლენთ პანაშვიდს და ვლოცულობთ, გავცემთ მოწყალებას. ახლობლებისგან გარდაცვლილის გახსენება მისთვის ლოცვის გაგრძელებაა. ისინი ევედრებიან უფალს მისი სულისთვის, ხოლო უფალი ბრძანებს: სადაც ერთი ან ორი შეიკრიბოს ჩემი სახელით, მეც მათთან ვიქნებიო.скачать dle 11.3