კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ უქმნის პრობლემებს პიროვნული სიძლიერე ზოგიერთ ქალს ოჯახურ ცხოვრებაში

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

როგორია ძლიერი ქალების ხვედრი? როგორც ირკვევა, არც ისე სახარბიელო. ძლიერი ქალები ყალიბდებიან პიროვნებებად, რომლებსაც ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვთ. ამის გარდა, მათ აქვთ ცუდი ჩვევა დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი ზურგით ატარონ. იმიტომ არა, რომ მძიმე ტვირთის ქვეშ ცხოვრება სიამოვნებთ, უბრალოდ, მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ. ხშირად მამაკაცი ძალიან იჩაგრება ძლიერი ქალის გვერდით და მისგან გარბის.

მაკა (36 წლის): დიახ, მე ძლიერი ქალი ვარ და ყოველთვის ასეთი ვიყავი. უბრალოდ, რაღაც პერიოდში დიდად არ ვაცნობიერებდი ჩემს პიროვნულ სიძლიერეს. მერე აღმოვაჩინე, რომ საკუთარ თავზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება შემეძლო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
– პასუხისმგებლობის გრძნობაზე – რასთან დაკავშირებით?
– ყველაფერთან დაკავშირებით. როცა გავიზარდე, როცა გავაცნობიერე საკუთარი შესაძლებლობები, მომეწონა დამოუკიდებლად საქმის კეთების განცდა, ეს ძალიან მაგარი გრძნობაა. ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება. გრძნობ, როგორ „აკონტროლებ“ სიტუაციას, ამ სიტყვის კარგი გაგებით და სიხარულს განიცდი, ადრენალინიც გემატება. მოკლედ, ერთ დღეს საკუთარ თავს ვუთხარი: დიახ, მე ძლიერი და დამოუკიდებელი ვარ – ეს ძალიან მაგარია. მომწონს და კარგად ვარ-მეთქი.
– ანუ, როცა არავის არაფერს ეკითხები, ესაა კარგი?
– გააჩნია, ვის რა უნდა ჰკითხო და რას აიღებ საკუთარ თავზე. საკითხი ასე დგას – ან იღებ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე, არამედ ვიღაცაზე და მის ქმედებებზეც, ან შენ თვითონ ხდები სხვაზე დამოკიდებული. ბევრი ქალი ვიცი, რომლებიც ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, როცა ვიღაც სხვაზე არიან დამოკიდებული. არანაირი პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ და ძალიანაც კმაყოფილები არიან. მე თავიდან არ მესმოდა, რატომ უნდა მოსწონებოდათ მათ ასეთი ცხოვრება და გულის სიღრმეში დავცინოდი კიდეც.
– „ვიღაცაზე“ დამოკიდებული, ეს ნიშნავს ქმარზე დამოკიდებულს?
– შეიძლება ითქვას, რომ ნიშნავს. ქალები ძირითადად  ქმრებზე არიან დამოკიდებულები. იმიტომ, რომ ასე ცხოვრებას იმარტივებენ. ძალიან გვიან მივხვდი ამას. როცა ჩემი ყოველდღიურობა კოშმარად იქცა. როცა მივხვდი, რომ აღარ მინდოდა, ოჯახში უფროსი ვყოფილიყავი. ვიღაცას შეიძლება, ჰგონია, რომ ქალების ოცნება უფროსობაა, თუმცა, რეალურად, ასე არ არის. ვისაც გაცნობიერებული აქვს, ეს რამხელა ტვირთია, ნამდვილად აღარ მოუნდება. დიახ, მე ძლიერი ხასიათი მაქვს. დიახ, მე შევეჩვიე გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებას.
– თქვენნაირი ქალები ზოგჯერ ძალიან ავიწროებენ ახლობლებს.
– შეიძლება. ვერ უარვყოფ. ზოგჯერ, ალბათ, „ვავიწროებდი“ და ზეწოლაც იყო ჩემგან. როცა რაღაცას ისე არ აკეთებდნენ, როგორც მე მინდოდა, ბუნებრივია, უკმაყოფილებას გამოვთქვამდი. მაგრამ მარტო მე არ ვარ დამნაშავე იმაში, რომ ოჯახში ერთპიროვნულ ლიდერად ჩამოვყალიბდი. ჩემი ქმარი და შვილი რატომ მემორჩილებოდნენ უსიტყვოდ, რატომ არაფერში მიწევდნენ წინააღმდეგობას, რატომ ამკიდეს პასუხისმგებლობის ტვირთი მე, თანაც, მთლიანად და ყოველგვარი პროტესტის გარეშე? ეს იმას ნიშნავს, რომ აწყობდათ, მე რომ ვაგვარებდი მათ გასაკეთებელსაც. ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ აღარც კი მახსოვს, ბოლოს რაში გამოიჩინა ჩემმა ქმარმა ინიციტივა ან დახმარება როდის შემომთავაზა. აქედან დაიწყო ჩემი პრობლემები. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ უამრავ საქმეში სრულიად მარტო ვარ, ხელის შემშველებელი არავინ მყავს.
– ფიქრობთ, რომ ქმრის უინიციატივობა თქვენი ბრალია?
– დიახ. სწორედ ამას ვფიქრობ, რომ მე შევუწყვე ხელი მის ინერტულობას. რატომ გაანძრევ ხელს, თუ ყველაფერი ისედაც გიკეთდება? ჩემს ქმარს ისიც არ ახსოვს, ვინ და როდის იხდის კომუნალურ გადასახადებს. ჰგონია, რომ თავისით გვარდება ყველა პრობლემა. ვერ ვიტყვი, რომ არ მუშაობს, მაგრამ ამით სრულიად კმაყოფილია და მიაჩნია, რომ ოჯახის წინაშე ვალი მოხდილი აქვს. მე კი, უკვე ძალიან დავიღალე. აღარ მინდა, ოჯახში „პირველი ვიოლინო“ ვიყო. ჩემი სიძლიერე პრობლემად მექცა. ავად გახდომის უფლებას ვერ ვაძლევ საკუთარ თავს – რა  ეშველებათ ჩემი ოჯახის წევრებს, მათთვის ხომ ყველაფერი თავისით გამოდის და კეთდება? ყველაზე საწყენი ის არის, რომ საერთოდ არ მაფასებენ, პატივს არ მცემენ. ჩემმა ქმარმა აქეთ გამოთქვა პრეტენზია – მედავება იმაში, რომ მე გავხდი გაღიზიანებული, აგრესიული, ნერვიული... როგორ უნდა ვიყო მშვიდად, როცა ფიქრი ათასი საზრუნავისკენ გარბის; როცა ვიცი, რომ საკმარისია, მე რამე დამავიწყდეს ან ნაკლები ყურადღება მივაქციო, ოჯახი თავზე დამემხობა. ჩემმა ქმარმა ისიც კი მითხრა, მირჩევნია, ჩვეულებრივი, ნაზი და დაუცველი ქალი მყავდეს ცოლადო. შენ როგორ უნდა გაგანებივრო ან დაგიცვა, როცა ჩემზე კარგად ახერხებ საკუთარი თავის დაცვასო. ისე მეწყინა, ლამის ვიტირე. მთელი ათი წელი მხრებზე „მადგას“ ოჯახი და, თურმე, სულ ტყუილად. ვის ადარდებ ან სჭირდები ასეთი. მართალია, არც ის მინდა, ქმარს ხელჩაკიდებული დავყავდე სამსახურში ან თავად მირჩევდეს, რა ჩავიცვა, მაგრამ ასეც ხომ არ შეიძლება. რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს. რაღაცაზე მაინც ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
скачать dle 11.3