კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№25 მოუცლელი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ სასახლეში ვიღაც იჯდა

​გასულ კვირას მეტად ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა, ჩვენს მეზობელ თურქეთში საერთაშორისო მილსადენის – TANAP-ის – გახსნა აღინიშნა, რომელსაც პრეზიდენტების ფრიად წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრო: აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის, ან კი როგორ არ დაესწრებოდნენ, როდესაც ამ მილსადენმა რუსეთის გვერდის ავლით უნდა გაიაროს ევროპისკენ, ხოლო, რაკი საქართველოს გვერდს ვერ აუვლის (ბედის წყალობით აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ვართ), ჩვენი პრეზიდენტიც მიუწვევიათ, ოღონდ ის ღონისძიებას არ დაესწრო, როგორც მისმა ადმინისტრაციამ განმარტა, მოუცლელობის გამო (ნეტავ, რა ასეთი ცალები ეკიდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველმყოფ პროექტს ვერ დაესწრო?!).
მართალია, თურქულმა მედიამ ნამუსი მოგვწმინდა (საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდაო), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ანუ ერთი უბედურებაა, რომ პრეზიდენტს არ ანაღვლებს სახელმწიფოებრივი პროექტი; მეორე, რომ ამის გამო არც მთავრობა არისხებს განგაშის ზარებს და მესამე – რომ ოპოზიციაც ისეა გაყურსული, თითქოს არაფერი მომხდარა. მიზეზი მარტივი და ტრაგიკულია: თავიანთი სკამების ამბავს არკვევდნენ (და, აბა, რა დროს სახელმწიფო ინტერესებია?!).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, კერძოდ, გიორგი მარგველაშვილს სკამს ვერავინ შეეცილება (მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე), ვითომ არწასვლის მიზეზი ის იყო, რომ ცოცხალ კედლად აღმართული იცავდა თავის სასახლეს, რომ ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი არ დაპატრონებოდა?!

скачать dle 11.3