კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№25 ვეშაპების სიყვარული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვინ ელის სულ?!

​იმიტომ რომ პოლიტიკა უძველესი პროფესიაა ან, სულაც, იმ ტრივიალური მიზეზით, რომ არც მუდმივი მტრები არსებობენ და არც მუდმივი მეგობრები, თვით აშშ და ჩრდილო კორეა ისე დამეგობრდნენ, ლამისაა დონალდმა (ტრამპმა) კიმი (ჩენ ინი) რომ ჩაუვარდეს თვალში (არადა – რავარი ჩასავარდნია), არც კი შეიმჩნიოს.
მოვლენები კი თავდაპირველად მეტად დრამატულად განვითარდა: ზემოხსენებული ორი ბატონი ერთმანეთს წითელი (ანუ ბირთვული) ღილაკის სიდიდეში ეჯიბრებოდა (და ხელის სისწრაფეშიც: ვინ უფრო სწრაფად დააჭერდა და რომლის რაკეტა უფრო შორს გაფრინდებოდა), გასულ კვირას ერთმანეთსაც შეხვდნენ, ხელიც ჩამოართვეს და ერთობლივი მემორანდუმიც გააფორმეს სამარადჟამო სიამტკბილობაზე (პათოსით: შენი შემწუხებელი ჩემი წითელი ღილაკის შემწუხებელიაო).
დონალდმა (ტრამპმა) საკუთარ „თვითერზე“ შთაბეჭდილებაც გაგვიზიარა და მსოფლიოს ამცნო, რომ ჩრდილო კორეა ამიერიდან აშშ-სთვის ბირთვულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს და უფრო მეტიც, კიმის ქვეყანას უდიდესი პოტენციალიც აქვსო.
ერთი სიტყვით, გულშევარდნა აშკარაა და ისიც, რომ არა მხოლოდ ცოლ-ქმრის, პოლიტიკოსების ჩხუბსაც მხოლოდ სულელი თუ დაიჯერებს. ჰოდა, ახლა მთავარი ისაა, დონალდს (ტრამპი) ვლადიმირზე (პუტინი) არ შეუვარდეს გული.
скачать dle 11.3