კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№24 რატომ უნდა პაატა თედიაშვილს, რომ მღვდლებმა ქალბატონებს ქორწინების გარეშე შვილის გაჩენაზე კურთხევა მისცენ და რატომ ესმის მას იმ ბიჭების, ვისაც მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სურთ

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

„მგონი გამოვცარიელდი, მენატრება ის მომენტი, როცა მიყვარდება, ვსვამ სასმელს, ვიწყებ ლექსების წერას, ღამე ვიწყებ ხეტიალს, ცას ვუყურებ და ცრემლი მომდის. დავიჯერო, ბევრს ვითხოვ?” – წერს პაატა თედიაშვილი სოციალურ ქსელში, ამავე დროს, ახალ სიმღერას ამზადებს, რომლითაც სექსუალური რევოლუციისკენ მოგვიწოდებს... თუ რა ხდება პაატას თავს, ის თავად გვიამბობს.
პაატა თედიაშვილი: ახლა ვწერ სიმღერას იმაზე, რაც არის ყველაზე აქტუალური და აკრძალული, ყველაზე სასურველი ადამიანისთვის. სიმღერას ქვია „ძინძინ მუგუნინი ბა“.  ეს სიმღერა იმაზეა, რომ რასაც ჩვენ გვიკრძალავენ, რეალურად, მისკენ ვილტვით. ამ სიმღერაში იუმორისტულად ასეთი ტექსტია: „ტესტოსტერონის კაპრიზებია, ყველას გართობა რომ ჰგონია“... ეს ვაჟებზე, ფიზიოლოგიაა და აუცილებელია ის, რაც ვიღაცას გარყვნილება ჰგონია და ვნებას მიაწერს. კვირაში ერთი დღე მაინც, გოგომაც და ბიჭმაც, ეს თავის ფიზიოლოგია უნდა დაიმშვიდოს, დაკავდეს სექსით და ორშაბათიდან შეუდგნენ შრომას. ევროპაში ასეა და წარმოიდგინეთ, რა ხდება იმ ერთ დასვენების დღეს – შეხვედრების, გრძნობების, ვნებების ფოიერვერკს ახდენენ და ორშაბათიდან სხვა ცხოვრება იწყება. ვფიქრობ, რომ ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რომ ქართველისთვის ყოველი დღე შაბათია. ძალიან ცოტაა ადამიანები და წყვილები, ვისაც დაუკანონებლად აქვთ სექსუალური ურთიერთობა. ეს აღიქმება გარყვნილებად, მუდმივად ვუმალავთ ამას ოჯახის წევრებს, ნათესავებს, გარშემო მყოფებს და გვგონია, რომ განვვითარდით. რეალურად კი, ჩვენ არ ვართ იმ ზღვარზე გასული, სადაც ადამიანებს ქორწინების გარეშე, თავისუფლად შეუძლიათ, ჰქონდეთ სექსუალური ცხოვრება. ჩვენს ქვეყანაში სექსის ლეგალიზება უნდა მოხდეს ჯვრისწერით. ხომ სასაცილოა, მმაჩის ბიურო რომ გიკანონებს, ვისთან უნდა ვიცხოვორო და დავწვე თუ არ დავწვე მასთან?
– აშკარად სექსუალურ რევოლუციას გეგმავ...
– ეს არის ფიზიოლოგია. დიდი ტრაგედია დევს ამ ყველაფერში იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სექსუალური ცხოვრება. ამას მოსდევს ფიზიოლოგიური, პათოლოგიური, ანატომიური ცვლილებები და ხშირად გოგონებს არაერთი სიმსივნური დაავადების წინაპირობა უჩნდებათ, იმიტომ რომ არ ხდება ქალის რეალიზება ბუნებაში. იწყება ნევროზები, უნდობლობა, გარკვეული შიშები, ფობიები და მერე გვყავს გოგონების საზოგადოება, სადაც შვიდ გოგონაზე მოდის ერთი მამაკაცი, დანარჩენი ექვსიდან სამი სექსმუშაკად ყალიბდება და ის ორი ინარჩუნებს თავის ქალიშვილობას და მერე სად მიაქვს, ვინ იცის. ვფიქრობ, ეკლესიიდან უნდა მოხდეს ამის წახალისება, იმიტომ რომ თუ ქალები კურთხევას ელოდებიან თავის მამაოებისგან, მათ უნდა მისცენ კურთხევა ქართველ გოგონებს, თუ არ დაქორწინდებიან, ერთი შვილი მაინც იყოლიონ, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით ქვეყანას წაადგეს  და ეს ძალიან კარგი იქნება. როდესაც იაპონიაში დემოგრაფიული კრიზისი ჰქონდათ, ერთ-ერთმა იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომ ნებისმიერ მამაკაცს შეეძლო მიეწვინა ნებისმიერი ქალი და იქვე გაენაყოფიერებინა, იმიტომ აქვთ ქალბატონებს კიმონოებზე წელთან ბალიში.
– შენ თუ გექნება დაუკანონებელი ურთიერთობა?
 – თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვართ ღვთის შვილები და ღვთის ნებაა ჩვენი ქორწინების დაკანონება, ესე იგი, ისიც ღვთის ნებაა, მე ვის ავირჩევ და ვისთან მექნება ურთიერთობა. უფალი ხომ ხედავს, მე რა გულით ვარ მასთან და როგორ მინდა გავაგრძელო ეს ცხოვრება.
– პაატა, წინა პროვოკაციულ სიმღერებს ბევრი უარყოფითი შეფასება მოჰყვა შენი მისამართით, შეიძლება ახლაც განმეორდეს. მზად ხარ, იგივე გადაიტანო?

– ვინც მიცნობს, ხშირად უთქვამთ, რა ღრმა ადამიანი ხარ და პოპულარობისთვის აკეთებ ამასო, მაგრამ იმ პროვოკაციული ნაბიჯების ქვეტექსტი სხვა არის... მერწყულებს კარგი ინტუიცია გვაქვს და ვგრძნობთ ხოლმე, როდის უნდა შევიცვალოთ რაღაც. სხვათა შორის, როცა მსგავსი ნაბიჯი გადამიდგამს, შემდეგ არ მინანია. ის რაც ბოლო დროს შემოქმედებაში გავაკეთე, მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯია. თავიდან განვიცდიდი ლანძღვას, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ უნდა ვინერვიულო. იმ მომენტისთვის განვიცდიდი, იმიტომ რომ ვინც არ მიცნობდა, წერდა: ღმერთო, სად გავიზარდე, როგორი უსახური ვარ, არაფერი მისწავლია, არაფერი წამიკითხავს, მაგრამ რეალურად ხომ ასე არ არის. მე ხომ გავიარე ცხოვრება, პატივისცემას ვიმსახურებდი, მაგრამ იმ მომენტისთვის, თითქოს, ეს გაქრა, აღმოვჩნდი ცარიელ უდაბნოში, სადაც ის ოაზისიც არ არის, რომ მიხვიდე და წყალი დალიო, იმიტომ რომ შენ გარშემო, ადამიანები დგანან მშვილდებით, თოხებით, ბარებით და ამან გამოიწვია ხუთთვიანი დეპრესია – გარეთ არ გამოვდიოდი. ახლა ამ ყველაფერზე მეცინება, მაგრამ იყო საზოგადოების გაღიზიანებული კასტაც და ამ დროს სჯობს, მოერიდო. აღარც სპორტდარბაზში დავდიოდი, წონაშიც მოვიმატე. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩემს წინაპარს ვუღალატე. ეს როგორ ვიკადრე, მე ხომ ტრადიციულ სიმღერებს ვმღეროდი, იმის შემდეგ კი – „მინდა შემოვიდე შენში“ და „მუსიკალური გველი“. ვფიქრობდი, რომ მე ყველაზე გაუნათლებელი, უსახური ადამიანი ვიყავი. მეგონა, ჩემი ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იყო, მაგრამ მერე გადავიტანე ეს ყველაფერი და ახლა, პირიქით, ის მენატრება, როდესაც მლანძღავდნენ.
– ცოტა ხნის წინ სტატუსი დაწერე, სადაც შენს დეპრესიულ მდგომარეობაზე საუბრობდი, წერდი, რომ გამოცარიელდი და გენატრება ის პერიოდი, როდესაც გიყვარდებოდა, რატომ გაქვს ასეთი განწყობა?
– პოზიტიური ადამიანი ვარ და თუკი რამე მაწუხებს, ის ფიქრი ჩემს ოთხ კედელში, სასთუმალთან მთავრდება. მიმაჩნია, რომ ურთიერთობის პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, გარეთ როცა გამოდიხარ, ნეგატიური პერსონალური მომენტები არ გადასდო ადამიანებს. მე ბავშვობიდან ძალიან მგრძნობიარე ვარ, ფილმებზეც კი შემიძლია, ვიტირო. დიდი ხანია, არ მქონია სასიყვარულო ურთიერთობა და ის ნაზი გრძნობები, განცდები, როდესაც ტრანსფორმციას განვიცდი, ვწერ ლექსებს. ძალიან მომენატრა.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– შეყვარებული ძალიან რთული ვარ. იმ დრომდე ვარ მსუბუქი, სანამ აღმოჩენებისა და აღტაცების მომენტია. როდესაც დალაგდება და გავიგებ მის მდგომარეობას, ხასიათს, სურვილებს და თუ რაღაც ჩიხში შევიდა და აღარ არის საინტერესო, მწყინდება. ჰოროსკოპით მერწყული ვარ და მუდმივად შეყვარებული უნდა ვიყო, მუდმივად რაღაც თავგადასავალი უნდა მქონდეს. მერე უკვე ვიწყებ იმაზე ფიქრს, როგორ გამოვიდე აქედან. ერთი ნახვით შეყვარება უფრო მეტ ეფექტს ახდენს, ვიდრე დაკვირვების პროცესი. ერთხელ უნდა დაგეცეს თავში და გაგინათდეს, რომ მიხვდე, ეს ის არის, რაც გინდა. მქონია შვიდწლიანი, ცხრაწლიანი ურთიერთობები, მაგრამ ვერ შედგა და მთავრდება. დავშორდები, ცოტას წამოვიტირებ, გადმოვაგდებ ერთ-ორ კურცხალს, შევხედავ ზეცას და განვიწმინდები ცოდვებისგან.  სიურპრიზებს არ ვაკეთებ, ყველაზე მეტად მეგოიმება, რომ დარბიან სათამაშო ვუყიდო თუ დათუნიაო, ძველმოდურია. მე რომ მჩუქნიან ესეც მეუხერხულება, არ მიყვარს, ამიტომ არც დაბადების დღეს არ ვიხდი არასდროს და არც ამის აფიშირებას ვაკეთებ, რომ არ გაისარჯონ. ახლა არავინ არ მყავს. სოციალურ ქსელებში ბევრი მწერს. ხშირად მწერენ და რომ არ წერ პასუხს, მერე გლანძღავენ, ჰგონიათ, რომ ამპარტავანი ხარ. ყველას ხომ ვერ გასცემ პასუხს. გალანძღული ვრჩები ხოლმე – შე მახინჯო, ნეტავ რას ჩაგიცვამს ეს კაბა და დახტუნაობ, ნეტავ სადმე შემახვედრა შენი თავი ცხვირპირი დაგინაყო.  
– ალბათ ბიჭებიც გწერენ, ამ დროს რა რეაქცია გაქვს?
– ბიჭებიც მწერენ. მაგრამ თემას ისე გავუშლი ხოლმე, რომ საუბარი აღარ გააგრძელონ. მე ხომ ექიმი ვარ და ვალდებულება მაქვს, მოვუსმინო – ემოციური ფონი აქვს. ვგრძნობ, რომ იმ მომენტისთვის ემოციის გამოხატვა უნდა და ვერ აკონტროლებს, როგორ გამოხატოს. შეიძლება, სექსუალური ურთიერთობა უნდოდეს შენთან – ეს პათოლოგიად არ მიმაჩნია. თუნდაც, შეხება, ესეც ხომ მსუბუქი ინტიმია – მოვიდეს, ხელით შეგეხოს და ამით დაკმაყოფილდეს.
скачать dle 11.3