კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№24 რატომ სთხოვა ედმონდ მინაშვილს სასულიერო პირმა ეკლესიის მშენებლობის შეჩერება და რატომ ემუქრებოდნენ მას გატაცებით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მხატვრული ფილმი „შინდისის გმირები“ ძალიან მალე დასრულდება. წინ მასზე მუშაობის ბოლო ეტაპიღა დარჩა და აგვისტოში, საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თარიღიდან ზუსტად ათი წლის თავზე, მისი პრემიერა გაიმართება.
ედმონდ მინაშვილი (პროდიუსერი): „შინდისის გმირები“ ჩემთვის მარტო ფილმი არ არის. ათი წლის განმავლობაში ვაკეთებ ამ პროექტს და ჩემთვის ძვირფასი ადამიანური თვისებები თუ ჯანმრთელობა მას შევალიე. შეიძლება, ვთქვათ, რომ უკვე ფინალში გავედით. ფილმი ეძღვნება ჩემს ბავშვობის მეგობარს – მიხეილ დვალიშვილს, რომელიც აგვისტოს ომში, კონკრეტულად, სოფელ შინდისში დაიღუპა. მიშიკოს დაკრძალვის დღეს დავდე პირობა, რომ მის და იქ დაღუპული სხვა ბიჭების სახელებს, საქართველოსა და მთელ მსოფლიოს გავაგებინებდი. ახლა რომ იმ პერიოდს ვიხსენებ, წარმოუდგენლად მეჩვენება, რის იმედით ვამბობდი ამას, რადგან არც სახელი მქონდა და არც გამოცდილება სხვა საჭირო რესურსებთან ერთად. მაგრამ რეზო ჩხეიძის, რობერტ სტურუას, გიგა ლორთქიფანიძისა და სხვების დახმარებით ეს პროექტი განხორციელდა. კომპანია არ დამიტოვებია, რომლის ხელმძღვანელის კაბინეტშიც ორი საათი მაინც არ გამიტარებია მოლოდინის რეჟიმში. თუმცა, იმ პერიოდში ხელისუფლება ცდილობდა, ეს ომი საერთოდ მიევიწყებინა საზოგადოებისთვის და ამ დროს ვიღაც, პატარა ბიჭი დადის და ფულს ითხოვს იმისთვის, რომ რაღაცები სააშკარაოზე გამოიტანოს. ცოტა სახიფათო იყო. ახლა რომ ვფიქრობ, არ ვიცი, როგორ გადავრჩი, იყო მუქარები, პროექტების შეჩერებები, მაგრამ ღვთის წყალობით და პატრიარქის კურთხევით, ყველაფერი გამოვიდა. უწმიდესთან დეტალურად გავიარე ეს თემა. პროექტი კომპლექსურია და ბევრი მიმართულებისგან შედგებოდა, რაც ცოტა არ იყოს, იმ პერიოდში გასაკვირი იყო რეზო ჩხეიძისთვისაც, რომელმაც უწმიდესთან მიმიყვანა და თავად უწმიდესისთვისაც – უკვირდათ 21 წლის ბიჭის ამბიციები, რაც ამ გადასახედიდან მეც სიგიჟე მგონია.
– როგორი იყო უშუალოდ მუშაობის პროცესი?
– ყველა გარდაცვლილის ოჯახში ვიცხოვრე, ვაგროვებდი მასალებს და მთელი ეს პერიოდი ჩემი ჯგუფის წევრები მეუბნებოდნენ, რომ ვიღაც გვითვალთვალებდა, მე ეს ზღაპარი მეგონა. მაგრამ როცა თბილისში ზღვა მასალით დავბრუნდით, გაისმა ზარი, იყო დაბარებები და დაკითხვები – საერთოდ, რა მინდოდა. რეალურად კი, ამ ფილმით მინდოდა, ეს გმირები გამეცნო საზოგადოებისთვის და ამით გამომესყიდა სინდისის ქენჯნა, რომელიც მათი სულების წინაშე მქონდა. რადგან მე მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა ხდებოდა ქვეყანაში, როცა ჩემი უახლოესი მეგობარი დაიღუპა. მანამდე ეს ქაოსი ჩემამდე არ მოდიოდა. ადამიანს სხვისი პრობლემა არაფრად გეჩვენება, სანამ უშუალოდ არ შეგეხება, მერე კი, შეცდომებზე სწავლობ. იყო მოთხოვნა, რომ ფილმებიდან ამომეღო მასალები, რომლის გარეშეც, ამ ფილმების დღის შუქზე გამოტანას, საერთოდ, აზრი არ ექნებოდა. ამიტომ, იძულებული გავხდი პროექტი გამეჩერებინა. გადავერთე ეკლესიის მშენებლობაზე, შევაგროვეთ მიზერული თანხა და საძირკველი გავჭერით. მაგრამ მერე იყო ზარი, სასულიერო პირისგან: გირჩევ, ამ ტაძრის მშენებლობა გააჩეროო. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. გაჩერდა პროექტის ყველა ნაწილი: წიგნის გამოცემა, დოკუმენტური ფილმები, მხატვრულზე, ხომ, საერთოდ, ზედმეტია ლაპარაკი. სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან ვიყავი შეშინებული მუქარებისგან – მეშინოდა, ვინმეს არ გავეტაცებინე. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, გამოვსულიყავი და პრობლემებზე ხმამაღლა მელაპარაკა. მოკლედ, ადრეულ ასაკში პოლიტიკურ აქტივისტად ჩამოვყალიბდი. მერე მოხდა ცვლილებები და საბედნიეროდ, ჩემმა პროექტებმა დღის შუქი ნახა. მთელმა საქართველომ შეიყვარა ეს გმირები და ტაძარიც აშენდა. როცა კახა კალაძე სამტრედიის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, პიარკამპანია შინდისიდან დაიწყო და როგორც კი არჩევნები მორჩა, მისი გამარჯვებიდან ათ დღეში მისი პრესსამსახურიდან დამირეკეს: ბატონი კახა შინდისში მიდის და უნდა, რომ გაჰყვეო. სწორედ ისაა ადამიანი, ვისი ხარჯებითაც დასრულდა ეკლესიის მშენებლობა.
– აქედან იწყება თქვენი ურთიერთობა? როგორც ვიცი, დღესაც საკმაოდ ახლო კავშირი გაქვს კახა კალაძესთან.
– ამ ადამიანს დიდ პატივს ვცემ. უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ფილმის დასრულებაში. შინდისში ყოველ 11 აგვისტოს დიდი ღონისძიება გვაქვს ხოლმე. მხატვრული ფილმის გადაღებას რომ ვიწყებდით, ბიჭები, ვისაც ჯარისკაცების როლი უნდა ეთამაშათ, ორი კვირით სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყავდა გაგზავნილი. ზუსტად 11 აგვისტოს გამოვიყვანე ჯარიდან და პირდაპირ შინდისში წავიყვანე გარდაცვლილი გმირების ოჯახებთან შესახვედრად. მათმა ოჯახის წევრებმა ნახეს ის ადამიანები, ვისაც ფილმში მათი შვილები უნდა გაეცოცხლებინათ.
– 08/08/08 საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თარიღია და ზუსტად ათი წლისთავზე იქნება „შინდისის გმირების“  მხატვრული ფილმის პრემიერა, არა?
– 08/08/18-ში იქნება პრემიერა. ტაძრის, მემორიალის, დოკუმენტური ფილმებისა და წიგნის შემდეგ, ბოლო ეტაპი მხატვრული ფილმია, რომელიც უკვე მსოფლიოს დაანახვებს ქართველი ბიჭების გმირობის ამბავს. საკმაოდ რთული იყო ამ ყველაფრის ფინანსურად უზრუნველყოფა. რომ ნახავთ, იფიქრებთ, რომ მისი გადაღება 30 მილიონი დაჯდა, მაგრამ, რეალურად, გაცილებით ნაკლები გვქონდა. ძალიან დიდი მადლობა თავდაცვის სამინისტროს ტექნიკითა და ჯარით დახმარებისთვის, კინოს მარტო ფული არ სჭირდება. გადაღებების ბოლოს დიდი ფინანსური პრობლემა შეგვექმნა და პრემიერი დაგვეხმარა საკმაოდ დიდი თანხით – თავის პირადი ფონდიდან, დაახლოებით, 800 ათას ლარამდე გამოგვიყო, რისთვისაც მას დიდი მადლობა. რეალურად, ფილმი გაცილებით მეტი დაჯდა, მაგრამ როგორღაც მოვახეხეთ საჭირო თანხის მობილიზება. ბევრს ვფიქრობდით, ეს ამბავი რა ფორმით მოგვეყოლა საზოგადოებისთვის და გადავწყვიტეთ, რომ ფილმში არცერთი სახელი და გვარი არ დაგვეფიქსირებინა. მინიშნებებით ყველა მიხვდება, მაგრამ მხატვრული ფილმია და კონკრეტული სახელები და გვარები მაინც არ გამოვიყენეთ. ეს ბიჭები ოცი წუთი ქაოსურ, თავბრუდამხვევ ომში არიან. ხვდებიან, რომ გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან. ალყაში მყოფ ბიჭებში, ნათლია ნათლულს, რომელიც სისხლისგან იცლება, მამაო ჩვენოს უკითხავს. ამ დროს რუსები მოუახოვდებიან, ის ხსნის „ლიმონკას“ და იფეთქებს თავს, თუმცა უკან მტრებსაც გაიყოლებს. ამ  ფილმში, ასევე, ჩანს სოფლის გლეხების გმირობა, რომლებიც რუსებს მოჰპარავენ ხუთ მომაკვდავ ჯარისკაცს და სარდაფში მალავენ. თვითონ უკეთებენ ოპერაციას „ატვიორკით“ და „პლოსკოთი“, ოღონდ როგორმე აცოცხლონ და სოფლიდან გააპარონ. მერე კარგად ჩანს სამღვდელოების წვლილი და ასე შემდეგ – ეს ერთ სოფელში მომხდარი დიდი გმირობის ისტორიაა.
– ცოტა ხნის წინ კანის კინოფესტივალზე იყავი და ერთი საინტერესო ფოტო გამოაქვეყნე, წერდი დავქორწინდიო.
– მილა არის არაჩვეულებრივი გოგონა და ჩვენ, დაახლოებით, ერთი საათი ვიყავით ცოლ-ქმარი. თუმცა, დღემდე ვაგრძელებთ მეგობრობას. ის არის ბრიტანელი, ძალიან ჭკვიანი იურისტი და ძალიან კარგი გოგო, რომელიც დიდ დროს ატარებს საქართველოში. კანში ვიხუმრე: მოდი, დღეს ჩემი ცოლი იყავი-მეთქი და მოვიყვანე დროებით ცოლად. იმასაც ძალიან მოსწონდა ეს ყველაფერი და მეც, რომ ცოტა ხნით მაინც ვიყავი ცოლიანი (იცინის). მსახიობი ვარ და ძალიან ადვილად შემიძლია რაღაცების წარმოსახვა. დავიჯერე და... ძალიან კარგი ყოფილა ცოლი (იცინის). რეალურად, დღეს აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. თუმცა, ამ თემაზე დავფიქრდი და უკვე დროც არის. ალბათ, გამოჩნდება თეთრ ცხენზე ამხედრებული დედოფალი სადმე (იცინის).
скачать dle 11.3