კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რას ვერ გაუძლეს ნინი ონიანმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ და რას ვერ გაუბედავს ნინის მამაკაცი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნინი ონიანი ეკრანზე ნაკლებად ჩანს და როგორც ამბობს, ეს პაუზა მისთვის აუცილებელი იყო. თუ რატომ, რა სტრესები გადაიტანა ამ დროის განმავლობაში, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება და როგორ ართმევს თავს დედის ამპლუას, მისგან შეიტყობთ.
ნინი ონიანი: არ მჯერა, რომ ერთი წლის შვილი მყავს, ისე სწრაფად გავიდა დრო, შოკში ვარ. მგონია, გუშინ იყო ჩემი 14-საათიანი მშობიარობა. ძალიან წყნარი და მშვიდი ბიჭი მყავს. არც მე ვარ ფეთიანი დედა. არ მიყვარს გათამამებული ბავშვები და ყველანაირად ვცდილობ, ზედმეტად არ გავანებივრო, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ამ ასაკიდან იწყება ადამიანის ფსიქიკის ჩამოყალიბება. მეგონა, მშობიარობის შემდგომ პერიოდს ძალიან რთულად გადავიტანდი. მაგრამ ძალიან მოტივირებული ვიყავი, რომ ასე არ მომხდარიყო და ფეხმძიმობაშივე დავგეგმე თითოეული დღე შვილის გაჩენის შემდეგ. მინდოდა, მალე გადამეტანა ყურადღება და იმ დეპრესიაში არ ჩავძირულიყავი, რომელიც ზოგს წლები უგრძელდება. დეპრესიული მომენტები ფეხმძიმობაში გავიარე და ბავშვის გაჩენიდან ორი კვირის შემდეგ დავიწყე ვარჯიში ლიმფოდრენაჟულ აპარატებზე, რომელიც შემდეგ საკუთარ ბიზნესადაც ვაქციე. ეს ძალიან დამეხმარა ფორმაში ჩასადგომად, იმიტომ, რომ 17 კილოგრამი მქონდა მომატებული, რაც ჩემთვის ტრაგედია იყო. ვარჯიშმა სტიმული მომცა, სალონში მივედი და თმაც შევიღებე, რაც 28 წლის განმავლობაში არ გამიკეთებია (იცინის). მე თვითონ გამოვიყვანე ჩემი თავი მდგომარეობიდან, თან, იმ დროს უკვე გაშორებული ვიყავი მეუღლეს.
– უმნიშვნელო ამბავი არაა განქორწინება, მით უმეტეს, როცა პატარა შვილი გყავს.
– ძალიან სტრესული ამბავია გაშორება, მით უმეტეს, როცა ორი თვის შვილი გყავს. შეიძლება, გარეგნულად არ მეტყობოდა, მაგრამ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. ისევ ჩემმა შვილმა გადამატანინა ყველაფერი. თან, პირველი ორი თვე ბავშვი ჩაბღაუჭებული მყავდა იმ დონემდე, რომ დედაჩემსაც არ ვატანდი ოთახიდან. რა თქმა უნდა, გაგიჟდები და გადაირევი შენი ორგანიზმიდან რომ ახალი სიცოცხლე იბადება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე ისეთი გრძნობა მქონდა, როგორიც ახლა, თუმცა, ფაქტია, რომ ბავშვზე ფსიხივით ვიყავი ჩაფრენილი და ხელშიც კი არავის ვაძლევდი. შესაბამისად, ეს ორი თვე ძალიან მძიმე იყო. ფაქტობრივად, 24/7-ზე არ მეძინა, ვეღარ ვაკეთებდი იმ საქმეს, რასაც მანამდე, კიდევ ბევრი რამ და ამას დაემატა მეუღლესთან განშორებაც. ეს რთული პერიოდი რამდენიმე თვე გაგრძელდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ, არაერთი სირთულე გამომივლია და ამჯერადაც ვაჯობე ჩემს თავს.
– პატარას ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყოფილ მეუღლესთან და ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტოები დადე, რასაც ახალი ჭორები მოჰყვა – მგონი, შერიგდნენო და როგორაა რეალურად?
– არა, არ შევრიგებულვართ, ეს მხოლოდ ჭორია. მშობლები ვართ და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ყოველთვის ერთად შევხვდებით ჩვენი შვილის დაბადების დღეს. შეგნებული ადამიანები აღმოვჩნდით, ჩვენთვის პრიორიტეტი ბავშვი გახდა და არა პირადი დისკომფორტები. შეიძლება, დღესაც გვაქვს რაღაც გაუგებრობები, რაც ჩვეულებრივი მომენტია. როცა ადამიანს შორდები, იმიტომ, რომ რაღაცაში ვერ გაუგე, ეს არსად ქრება, მით უმეტეს, ჯერ ერთი წელიც არ გასულა. მაგრამ ისე ადამიანური ურთიერთობა გვაქვს და მით უმეტეს, როცა ჩვენი შვილი ჩვენთანაა, ორივე ყველანაირად ვცდილობთ, ლუკამ არანაირი დისკომფორტი არ იგრძნოს.
– სტუდიას რაც შეეხება, როგორაა შენი, როგორც ბიზნესვუმენის საქმე?
– როგორც ველოდი, ეს საქმე მარტივი არ აღმოჩნდა. ბიზნესი არც არასდროსაა მარტივი. გავხსენი ჩემი სტუდია, შევიძინე აპარატურა, მოვიძიე ფართი ნუცუბიძეზე და საქმე დავიწყე. რთულია, მილიონი დეტალი უნდა გაითვალისწინო, თან, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. რამდენიმე დღე რომ მოადუნებ ყურადღებას, მაშინვე ყველაფერს ეტყობა. ძალიან მიყვარს ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენთან დადის. თან, ეს ხომ მხოლოდ ქალბატონებისთვისაა და სერიოზული „ქალთა კლუბი“ გვაქვს ჩამოყალიბებული (იცინის).
– ყოფილ ქმართან შერიგების ამბავი გამოვრიცხეთ. რა ხდება შენს ცხოვრებაში ახლა?
– ბოლო ერთი წელი, აბაზანის მიღებასა და ჩაცმას რომ ვასწრებ, ეგეც მიკვირს. მაგრამ სიყვარულის დრო არ მაქვსო, რომ ამბობენ, ამის ცოტა არ მჯერა, თუმცა რეალურად, არ მოსულა ეს გრძნობა და რა ვქნა?! (იცინის). სიყვარულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. თუ ქალს რომანი არ აქვს, მგონია, რომ მოწყენილია. ნეტა მოწყენის დრო მქონდეს, მაგრამ ეს სასიამოვნო შინაგანი ფორიაქი რომ არ გაქვს, მაინც რაღაც გაკლია. თუმცა, ჯერჯერობით ჩემს ცხოვრებაში ეს ეიფორია არ არის.
– ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნაზე რას ფიქრობ?
– უი, უი! ყოველ შემთხვევაში, ჩემი ცხოვრების ამ პერიოდში ოჯახის შექმნაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. არც არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი გათხოვება. ვიცი, რომ ამის გამო გამლანძღავენ, მაგრამ შვილიც კი არ მინდოდა. ოჯახი რომ შევქმენი, მაშინდელ მეუღლეს ვეუბნებოდი, ერთი წელი მაინც მოვიცადოთ და ჩვენთვის ვიყოთ-მეთქი, მაგრამ არ შემეკითხა სამყარო. ასე მოხდა და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა. დღეს ლუკას გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ძალიან კარგია, რომ ჩემს ცხოვრებაში ჩემი შვილი არსებობს, ჩემმა ქორწინებამ ყველაზე დიდი და ძვირფასი რამ დამიტოვა.
– შეცვალა ოჯახურმა გამოცდილებამ შენი დამოკიდებულებები?
– ზოგადად, ოჯახის მიმართ შემეცვალა დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ სიყვარულს არ სჭირდება დამამტკიცებელი საბუთები. შეიძლება, მე რომ ეს დამემართა, ამიტომაც ვფიქრობ ასე. როგორც კი ჩემი და ჩემი ყოფილი მეუღლის ურთიერთობა გაოფიციალურდა, იქიდან ძალიან მალე დაიწყო ყოველდღიური რუტინული ამბები. დაშორების მიზეზი ეს არ ყოფილა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანები თავისუფლებისთვის არიან დაბადებულები და არა უღელში გასაბმელად. შეიძლება, ხუთი წლის შემდეგ ისევ შევქმნა ოჯახი, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ. ადამიანი მარტო დაიბადა და იმისთვის არ არის შექმნილი, რომ ყოველდღე ათი საათი ერთსა და იმავე ადამიანს უყუროს და მისი ცხოვრების რიტმზე გადაეწყოს. ეს ძალიან რთული პროცესია. ან მე ვარ ტიპაჟი, რომელმაც ამას ვერ გაუძლო. ვერც ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გაუძლო ამას. ვერ გავუგეთ ერთმანეთს და დაშლა ჩემი ინიციატივა იყო. ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა, კვირაში ორი-სამი დღით მინდა ჩემს ოთახში შევიდე და კარგად დავფიქრდე. ალბათ, არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც ეს ესმით, მაგრამ ქმარს ვერ ეტყვი, მე ახლა რაღაც საფიქრალი მაქვს, განმარტოება მინდა და მოდი, ერთი სამი დღით წადი სახლიდანო. ალბათ, ცოტა „მარტო ადამიანი“ ვარ და 24 საათი, კვირაში შვიდი დღე ვინმეს გვერდით გაჩერება არ შემიძლია, თან, როცა ამას ვალდებულება ახლავს. სანამ ოჯახს შევქმნიდი, ვტიროდი ისე მენატრებოდა ვაჟიკო, როცა სამსახურში იყო და მეც გადაღებაზე ვიყავი. შეუღლებამდეც ერთად ვცხოვრობდით და დილით რომ სამსახურებში მივდიოდით, საათს ვუყურებდი და ცრემლები მომდიოდა, რომ ეს ადამინი მალე მენახა. დედაჩემი მახსენებს ხოლმე, გახსოვს, ასე რომ იყავიო? შეუღლების შემდეგ რუტინამ და ვალდებულებებმა ნელ-ნელა მიმახვედრა, რომ საკუთარ თავთან დარჩენის დროც აღარ მქონდა. ცოტა რთულია, ქართველ კაცს აუხსნა, რომ მარტო ყოფნა გინდა, ამას, ალბათ, სერიოზულად არც მიიღებს. ამიტომ ვამბობ, რომ ოჯახი ჩემთვის ცოტა ისეთია... ვისაც გაუმართლა და მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ვალდებულების არა, ნამდვილი ბედნიერებისა და სიამოვნების ფონზე, ყოჩაღ მათ! მართალია, მე არ მჯერა ამ ყველაფრის, მაგრამ ჩემ გარშემოც მახსენდება ერთი ასეთი წყვილი და მათზე ვგიჟდები, ამ ადამიანებს ძალიან გაუმართლათ.
– თუ გაქვს მსგავსი ფიქრები, „შვილი მყავს და ახლა სხვანაირად უნდა დავაკვირდე ყველაფერს, რაც პირადს ეხება“?
– ჩემთვის ჯერ შვილია და მერე ყველა დანარჩენი. არ მესმის ქალების, რომლებიც შვილებს კაცების გამო სწირავენ. ვინც ჩემ გვერდით იქნება, ჩემი შვილი საკუთარივით უნდა მიიღოს. მქონია ურთიერთობა კაცთან, რომელსაც შვილები ჰყავდა და მე ისინი ძალიან მიყვარდა. ეს ლოგიკურია, იმიტომ, რომ მე ის კაცი მიყვარდა. თუ კაცში ეს ვერ დავინახე, ის ჩემს ცხოვრებაში ვერცერთი დღე ვერ გაჩერდება. ვინ გამიბედავს, რომ საერთოდ, ამ კუთხით რამე ულტიმატუმი წამომიყენოს?! ჩემს შვილზე წინ ამქვეყნად არავის დავაყენებ.
скачать dle 11.3