კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რა სიგიჟეებს სჩადიოდა ქალების გამო „პრემიერ-მინისტრი“, ვინ დაჭრა სპიცით და რამ გახადა ის მატყუარა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

პირველად გოგი თოდაძის სპექტაკლში, მიუზიკლ „ქეთო და კოტეში“ითამაშა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე. ამის შემდეგ იყო რამდენიმე სპექტაკლი და როლები სერიალებში: „ყავა და ლუდი“, „ჟამი ყვავილობისა“, „ტიფლისი“. ახლა „ჩემი ცოლის დაქალებში“ პრემიერ-მინისტრის როლს ასრულებს და ზუსტად იცის, რას გააკეთებდა, ეს პოზიცია რომ რეალურად ეჭიროს.
გოჩა ცომაია: „ჩემი ცოლის დაქალებში“ დიდ პოლიტიკაში ჩავერთე. თავიდან შსს მინისტრი ვიყავი, მერე პრემიერ-მინისტრი გავხდი. ეტყობა ძალიან მოსწონთ ჩემი პრემიერი. პოლიტიკოსებიც რომ მხვდებიან, როგორც პრემიერს ისე მომმართავენ, ჩემი მეგობრები ხომ საერთოდ. პოლიტიკაზე მეც მიფიქრია, მაგრამ მხოლოდ ფანტაზიის დონეზე. პრემიერი რომ ვიყო, ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნიდი. ჩემი თაობის ხალხი შრომას არ ვართ შეჩვეული, სამწუხაროდ, დაკარგული თაობა ვართ ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო – ვიღაცა ვიღაცას კლავდა, ესროდა დღისით, მზისით. ჩემ თვალწინ კაცმა შუა ქუჩაში იარაღი ამოიღო თავზე დაადო მეორეს, ესროლა და წავიდა. არც კი გაქცეულა, მშვიდად გააგრძელა გზა, თითქოს არაფერი მომხდარა.
– მსახიობობის გარდა რით ხართ დაკავებული?
– როგორც მსახიობი, არ ვმუშაობ. პატარა ბიზნესი მაქვს, რომელიც ძალიან აზარტულია. პოლიტიკას რაც შეეხება, რუსთაველზე ვცხოვრობ და ძალაუნებურად, მეც ვხვდები ხოლმე მიტინგებზე, მაგრამ მე ჯერ კარგად მხვდებიან. კვირიკაშვილს რაც შეეხება, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ერთადერთი, მისი ის მომეწონა, რომ ბოდიში მოიხადა გინების გამო. სხვა მხრივ, სიმართლე რომ ვთქვა, ვერც ვერკვევი პოლიტიკაში. რომ მითხრათ, როგორ მივდივართ ევროპული გზითო, ვერ გიპასუხებთ. შეიძლება ცუდია, რომ ვერ ვერკვევი, მაგრამ სიმართლესაც ხომ აქვს თავის ფასი?! იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მეტ-ნაკლებად კარგად გამომდის.
– თქვენი პირველი გულშემატკივარი, ალბათ, ოჯახია, არა?
– ძალიან კრიტიკული მეუღლე მყავს. მასაც ძალიან ხშირად იღებენ რეკლამებში. კარგად ესმის ეს საკითხი. ძალიან ბევრი ჩემი გამოსვლა არ მოსწონებია და მეც დავთანხმებივარ. ჩემი პირველი შემფასებელი ისაა და მის რჩევებს აუცილებლად ვითვალისწინებ. ოჯახს რაც შეეხება, სამი შვილი და ორი შვილიშვილი მყავს – ხუთი და სამი წლის. სხვათა შორის, მე რომ მათი ტოლი და ცოტა დიდი ვიყავი, კარგად არ ვიქცეოდი (იცინის), სკოლაში ცუდი მოსწავლე ვიყავი. თუმცა თანაკლასელები დღემდე ერთად მოვდივართ, მაგრამ ერთი კვირის წინ ძალიან ცუდი ამბავი შეგვემთხვა, მეგობარი – ვალერი ბეჟუაშვილი გარდაგვეცვალა, რომელიც ყველაზე ნიჭიერი და წარმატებული კაცი იყო, მაგრამ მერე ისე ცუდად დალაგდა მისი ცხოვრება, რომ...
– სკოლის პარალელურად, როგორი იყო ქუჩის პერიოდი?
– ქუჩა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზით შემოვიდა. მაშინ მოდაში იყო, თუ ვინმე იტყოდა, მე ქუჩაში გავიზარდე, ძმაოო, ავტორიტეტად მიაჩნდათ. რეალურად, მეც ქუჩაში გავიზარდე, მაგრამ ამას ყოველთვის ვმალავდი. მშობლები ადრე გარდამეცვალნენ და ქუჩამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მერვე კლასში ვიყავი, მამა ინფარქტით რომ გარდაიცვალა, დედამ მე და ჩემი ტყუპისცალი და დიდ გაჭირვებაში გაგვზარდა. თან, დედისთვის მაინც რთულია ბიჭის დაჭერა. ბევრ ჩხუბში ვყოფილვარ, მაგრამ მტერი არასდროს მყოლია. ისე, სულ ჩემი მეგობრების გამო ვეხვეოდი შარში.
– საბოლოოდ, ქუჩაზე უარი რამ გათქმევინათ?
– ქალაქელობასა და თბილისელობას თავისი ნიშა აქვს. როცა ქალაქელი ხარ, ესე იგი, განათლებული ხარ და ძალიან ბევრი რამ მოგეთხოვება. ქუჩაში ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებიც ძალიან ცუდი გზით წავიდნენ. ქალაქელობა კი არ დაიცვეს, „წამალს“ და ყველაფერ ცუდს მოჰკიდეს ხელი. ამან დამაშორა ამ ხალხთან. იოლი არ იყო. მათთვის მიზეზის თქმა და მადლობა ღმერთს, იმდენი ძალა მომცა, რომ არც „წამალს“ და არც არაფერ მსგავსს არ გავკარებივარ. ეგ კი არა, სიგარეტსაც რომ ვეწევი, მაშინაც ნერვები მეშლება.
– ასეთი ცხოვრების გამო საფრთხეში არ აღმოჩენილხართ?
– ერთ-ერთ ჩხუბში საკმაოდ სერიოზულად დამჭრეს, ფილტვთან გამიყარეს სპიცი. გვიან გავიგეთ, მოგეხსენებათ, სპიცით დაჭრის შემთხვევაში, სისხლი შიგნით იქცევა. საბედნიეროდ, სიკვდილს გადავურჩი. თუმცა, ეს მეგობრის გამო მოხდა და მისთვის ნამდვილად წავიდოდი სიკვდილზე. დღესაც ასე მოვიქცევი.
– „წამლისა“ და თამბაქოს მიმართ თქვენი დამოკიდებულება გასაგებია. რაც შეეხება სასმელს?
– სასმელმა მატყუარა გამხადა. როცა მეგობრები მირეკავენ, წამო, ვიქეიფოთო, ოჯახის წევრები მეკითხებიან: გოჩა, ბევრს ხომ არ დალევ? და მე ვპასუხობ, რომ არა, მაგრამ ყოველთვის ტყუილი გამომდის. ეს ახლობლებმაც იციან, მაგრამ ვერ გადაეჩვივნენ ამ კითხვას და მეც იძულებული ვარ, მოვატყუო (იცინის). ქეიფს ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს და საბოლოოდ, სიმთვრალემდე მივდივართ. მაგრამ დამიჯერეთ, ეს სიმთვრალე, ლექსს, სიმღერას და სიყვარულს არ სცდება. ჩვენი სუფრა ძალიან აკადემიურია.
– სიყვარულის ისტორიებიც გავიხსენოთ.
– მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ. 18 წლის ვიქნებოდი, მეგობრებთან ერთად ვიქეიფე და გვიან, ერთ-ერთი გოგონა სახლში გავაცილე, რადგან დალია და უკვე გვიანიც იყო. როგორც ჩანს, ამ გოგოს მოვწონდი. ღამის 12 საათი იქნებოდა საკუთარ სადარბაზოსთან რომ  მივიყვანე. შორიახლო ჩემი მეგობარი მელოდა. პირობითად, „მარი“ ნასვამია და თავი ჩემს მხარზე აქვს ჩამოდებული. მე ხელი წელზე მოვკიდე და ცოტა ვაჯანჯღარებ, რომ გამოფხიზლდეს, სახლში მოგიყვანე და აბა, ახლა შენ იცი-მეთქი და ამ დროს მესმის ხმა: მამა, ეს გოჩაა. მე სადარბაზოსკენ ზურგით ვდგავარ, ვერ ვხედავ იმ მხარეს და ვფიქრობ, რომ შევტრიალდები რა ვუთხრა, „მარის“ მამას, რომლის თავიც მხარზე მადევს და ხელები წელზე მიკიდია, როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი (იცინის). უცებ „მარი“ გამოფხიზლდა. თან უცნაური, იცით, რა არის, ჩემს ახალგაზრდობაში, ყველა გოგოს მამა ძალიან დიდი იყო (იცინის). რომ მოვტრიალდი, დავინახე უზარმაზარი, შავი კაცი, რომელიც „მარის“ ეუბნება: ახლა სადაც გინდა წადი ამასთან ერთად, მე შენ სახლში არ შემოგიშვებო. აი, მანდ ჩამერთო „შებმის“ კულტურა. მომისმინე, ბიძაჩემო, ახლავე აგიხსნით, მე ვინ ვარ... მაგრამ ვინ გაცადა. გახსნა დიდი ჩანთა მამამ და დანა ამოაქვს... ბოლო რომ არ უჩანს, ფაქტობრივად, ხანჯალია, რა. არ ვიცი, ან რატომ ჰქონდა 12 საათზე იმხელა ხანჯალი ჩანთაში?! რას შვრები, ბიძაჩემო-მეთქი, ვიყვირე და გავიქეცი. „მარიც“ ყვირის: მამა არ მოკლა, მიყვარსო. იქვე ხომ მეგობარი მელოდება და რომ დაინახა, ხმალამოღებული კაცი მომდევს, რა ხდებაო, – ჰკითხა. იმან – შენ ვინ ხარო. ძმაკაციო, – ამან უპასუხა და მოკლედ, მე და ჩემი ძმაკაცი ერთმანეთს ვასწრებდით (იცინის). ერთხელ, „ამწეკრანით“ მეხუთე სართულზე ავედი, შამპანურითა და ყვავილებით დატვირთული და საყვარელ გოგონას ფანჯარაზე მივუკაკუნე. არადა, სიმაღლის არაამქვეყნიურად მეშინია. ველოდები, რომ გაიღება ფანჯარა და იმ გოგონას დაბადების დღეს მივულოცავ. გაიღო კიდეც და გამომხედა მამამისმა (იცინის). მოკლედ, მამებთან ძალიან „ვმეგობრობდი“, მაგრამ მას იმდენად მოეწონა ეს ჟესტი, რომ ქალიშვილსაც გამოახედა და მერე, ხელი მომკიდა, ამწედან მომხსნა და პირდაპირ სუფრასთან დამსვა (იცინის). მერე ვინც ნამდვილი და დიდი სიყვარულით შემიყვარდა, ის დღეს ჩემი მეუღლეა. სიყვარულში საჯაროდ, სცენაზე ლექსით გამოვუტყდი. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს ჩვენი სიგიჟეებით. უკვე ათი წელია, დაოჯახებულები ვართ და რომ არა ასეთი ურთიერთობა, ამდენი წელი მოსაწყენი იქნებოდა.
скачать dle 11.3