კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რის გამო გამოარჩია ჯესი ჯეიმ 2 000 კონკურსანტს შორის ბარბარა სამხარაძე და ვინ აყენებს მას შეურაცხყოფას ფიზიკური მონაცემების გამო

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

პროექტ „ნიჭიერის“ 2016 წლის გამარჯვებული ბარბარა სამხარაძისთვის, ეს წელიწადი კიდევ ერთხელ იღბლის მომტანი აღმოჩნდა – სკოლა დაამთავრა, კახეთის სოფლიდან დედაქალაქში, პროექტში მოგებულ ბინაში გადმოვიდა საცხოვრებლად, მართვის მოწმობაც აიღო და ყველაზე მთავარი – ბრიტანელი მომღერლისა და კომპოზიტორის, ჯესი ჯეის კონკურსში მონაწილეობს, რომელიც მომღერლის ოფიციალურ „ინსტაგრამ-გვერდზე“ მიმდინარეობს და მასში ბარბარა ლიდერია.
ბარბარა სამხარაძე: ჩემი მეზობელი ჯესი ჯეის გადამკვდარი ფანია და კონკურსის შესახებ მან მითხრა. ისიც იღებდა მონაწილეობას და იქნებ რომელიმეს გაგვიმართლოსო. ვიფიქრე, ეს ხელიდან გასაშვები შანსი არ არის-მეთქი. ჯესი ჯეი, კონკურს Rosechallange-ში დამწყებ მომღერლებს იწვევს, სადაც უკვე 2 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. ინტერნეტში მისი ახალი სიმღერის ფონოგრამაა ატვირთული, რომელზეც ტექსტი თავად უნდა დაწერო და მუსიკას მოარგო. ვისი შესრულება და ტექსტიც ყველაზე მეტად მოეწონება, კარიერის აწყობაში დაეხმარება. ვფიქრობ, რომ ინგლისური კარგად ვიცი, არც ტექსტის დაწერა  გამჭირვებია. ჯესი ჯეიმ, ჩემი შესრულება მოისმინა და მოიწონა. ვნახოთ, რა მოხდება, ჯერჯერობით ლიდერების სიაში ვარ. გამიმართლა. ამ მომღერლის ფანი ვარ და ჩემი ნამღერი რომ მოისმინა, ეს უკვე დიდი წარმატებაა ჩემთვის, თან, ბევრი მომღერალია ჩართული და აქედან, ძალიან ცოტა აქვს ნანახი და მოწონებული. ეს კონკურსი ჩემი გამოწვევაა და უკან ვერ დავიხევ. ხანდახან ვფიქრობ, თუ ეს კონკურსი მოვიგე და ჯესი ჯეიმ კარიერა ამიწყო, ჭკუიდან შევიშლები-მეთქი (იცინის). თან, გამარჯვებულს, ჯესი ჯეი მსოფლიო ვარსკვლავად აქცევს, სცენაზე თავის გვერდით დაიყენებს და ამღერებს და  დამიჯერეთ, რომ გავიმარჯვო, სცენამდე, ჯერ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ავღმოვჩნდები (იცინის). ხანდახან საქართველოშიც მაგრძნობინებენ თავს ვარსკვლავად, მაგრამ „ნიჭიერის“ შემდეგ სოფელში რომ დავბრუნდი, ვეღარაფერი გავაკეთე, რადგან სიმღერის ჩაწერა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. დღეს, ყველა მეკითხება, რომ გაიმარჯვო, რას იზამო. რომ გავიმარჯვო, მე კი არა, მერე ჯესი ჯეიმ იცის, რაც უნდა გააკეთოს (იცინის). ხალხმაც მხარი დამიჭირა, აზიარებდნენ ჩემს ნამღერს, თუმცა, უხეში კომენტარებიც იყო.
– რას წერდნენ ცუდს, რა არ მოეწონათ?
– სოციალურ ქსელში გავუზიარე ხალხს ჩემი სიხარული და ვიღაც ქალი გამოხტა და კომენტარი დადო: მსოფლიო ვარსკვალობაზე რომ გაქვს პრეტენზია, ცოტა გახდი, რას გავხარო.
– ანუ, შენს ვიზუალურ მხარეზე ჰქონდა იმ ქალს ნეგატიური დამოკიდებულება და არა ნამღერზე?
– დიახ, რომ ვმღერი, კი არ მისმენენ, ჩემს გარეგნობას აკვირდებიან, მაქილიკებენ და ეს მწყინს. მეორე ქალმა კი მომწერა: არ ხარ კარგი გოგო, არაფრისთვის მიგიღწევია და ცხვირი რა მაღლა გაქვს აწეული, რასაც მიაღწიე, ხალხის დახმარებით მიაღწიეო. გამეცინა, ასეთი ცხვირი მაქვს და ახლა ხომ არ დავიგრძელებ და ჩამოვუშვებ? (იცინის).
– ასეთი კომენტარები, მოქმედებს შენზე?
– ვინც არ უნდა მიმტკიცოს, მლანძღავენ და ჩემზე არ მოქმედებსო, არ დავიჯერებ. თუ ადამიანი ხარ, როგორ არ მოქმედებს? ვიცი, კრიტიკასთან ერთად უნდა ვიცხოვრო, მაგრამ მწყინს ჩემს გარეგნობას რომ უსვამენ ხაზს, ისე რომ არც კი მეკითხებიან, რამ გამოიწვია ჩემი სიმსუქნე. მითხარით, ჩემზე მეტად ვის უნდა, ტანწერწეტა და გამხდარი ვიყო. ძალიან მტკივა, ვიღაც რომ გამოხტება და მეუბნება, რას ჰგავხარო.  ეს ადამიანის შეურაცხოფაა.
– როგორც ვიცი, შიმშილობდი, დიეტებს იცავდი, გარკვეული პროცედურებიც ჩაიტარე, ცდილობ, დაიკლო, მაგრამ ვერ ახერხებ. თქვი, არ მეკითხებიან, რამ გამოიწვია ზედმეტი კილოგრამებიო. მაინც, რისი ბრალია?
– შიმშილის დიეტას ვერ დავიცავ, მაგრამ გარკვეული პროცედურებით დავიკელი, მაგრამ მერე ისევ მოვიმატე. ბავშვობაში, გავცივდი, ცუდი ავადმყოფობა გადავიტანე, უჰაერობა მემართებოდა და ალერგია. ნემსი იყო, რომელსაც, თუ გავიკეთებდი, გადავრჩებოდი, თუმცა, მომავალში წონის პრობლემებს შემიქმნიდა. დეიდაჩემი იხსენებს, შენ გამო ისეთ დღეში ვიყავით, კედელს თავს ვურტყამდითო. ახალი წლის პერიოდი იყო, ასაფეთქებლების დენთის სუნზე ალერგია მომცა, ნემსები მიკეთეს და მერე, გავფუმფულდი და გავფუმფულდი. ისეთი ნემსი იყო, წლების მერე იწვევს ორგანიზმში ცვლილებებს და წონის მატებას. თან, დღის რეჟიმი მქონდა არეული, მთელი დღე სკოლაში ვიყავი, მერე მუსიკაზე, სულ სკამზე ვიჯექი და ვმეცადინეობდი, გვიან ვჭამდი და, უმოძრაობამაც იმოქმედა. თან, ნარკოტიკივით ვიყავი „შემჯდარი“ გაზიან სასმელებზე და სულ ვსვამდი... ყველაფერმა დიდობაში იჩინა თავი და დღეს, ამხელა ვარ. იმ ერთი ნემსის გაკეთება კი, სიცოცხლედ მიღირდა და ახლა რომ მეუბნებიან, რას ჰგავხარო, ცოტა უხერხულია. ყველას ვერ ავუხსნი, რა მჭირდა. ამ წონის გამო არც ჯესი ჯეის დავუწუნებივარ და არც იმ პროექტში, რომელიც საქართველოში მოვიგე. მსოფლიო იმ დონემდე მივიდა, ადამიანს არც კანის ფერისა და ეროვნების, არც შეზღუდული შესაძლებლობების გამო არ ბლოკავენ და საქართველოში ჩემი წონა გახდა საქილიკო? ჩვენთან თუ პუტკუნა ხარ, ძროხა ხარ და რას ჰგავხარ. იმდენი შეგნება არ აქვთ, როგორ ტკენენ ამით გულს ადამიანს. ვიღაც ჭამითაა მსუქანი, ვიღაც – დაავადების გამო...
– წელს სკოლა დაამთავრე, თუმცა, არც სკოლის ბანკეტზე მიდიხარ და ვერც სტუდენტი გახდი. რატომ?
– კოლეჯში ვაბარებდი და ვერ ჩავაბარე, საგაზაფხულო მიღებაზე ჩავიჭერი, მაგრამ შემოდგომით კიდევ არის გამოცდები და ისევ ვცდი. ამ ეტაპზე იმიტომ ვერ გავხდი სტუდენტი, რომ კარგად არ ვიყავი მომზადებული. რაც შეეხება ბანკეტს, არ ვაპირებ წასვლას. ბოლო ზარზე ჩემი თანაკლასელები ავარიაში მოყვნენ, მადლობა ღმერთს, მხოლოდ მოტეხილობები აქვთ და ცოცხლები გადარჩნენ და მათ გამო, არც მე მივდივარ.
სკოლის დამთავრების შემდეგ დედაქალაქში გადმოხვედი საცხოვრებლად, შენს მოგებულ ბინაში. როგორ შეეგუე თბილისურ ცხოვრებას?
– ჯერ, თბილისის ჰაერის აკლიმატიაზაციას განვიცდი და სულ სახლში ვზივარ (იცინის). ახალი ჩამოსული ვარ და თბილისურ ცხოვრებას ვეჩვევი. თუმცა, ზაფხულში, ისევ სოფელში დავბრუნდები. ყველა დასასვენებლად მიდის და მე ქალაქში ხომ არ დავრჩები? (იცინის).
– მახსოვს, პატრულის თანამშრომლებს ემალებოდი საჭესთან მჯდომი, მათი დანახვის გეშინოდა. აიღე მართვის მოწმობა თუ ისევ ემალები?
– მართვის მოწმობა ავიღე, პატრულს აღარ ვემალები, წესებს არ ვარღვევ, მაგრამ, ისე მეშინია მათი, ახლაც ოფლი მასხამს, რომ ვხედავ (იცინის). იცით, რას მივხვდი, მართვის მოწმობა რომ ავიღე? თურმე შემძლებია ემოციების მოთოკვა. რომ ჩავაბარე გამოცდა, იქიდან მშვიდად გამოვედი და სახლში რომ მივედი, კივილით ვანგრევდი იქაურობას (იცინის). ზოგადად, არც ტირილი მჩვევია. ხალხში ემოციებს ვმალავ, თორემ მარტო დარჩენილს, რამდენჯერ მიტირია გულის ამოჯდომამდე. ამ დროს ვულკანივით ვარ, ვაფრქვევ და ვაფრქვევ (იცინის). ახლა თბილისში დავმკვიდრდები და ცოტა გავაქტიურდები. მაგრამ, თუ ახლობელი არ გყავს და მფარველი, დღეს საქართველოში ისეთი ფასი ადევს სიმღერის ჩაწერას და არანჟირების გაკეთებას, რას მოვახერხებ, არ ვიცი. ვისაც მემკვიდრეობით ერგოთ, ისინი დგანან სცენაზე, ჯერ მე, ჩიტივით ვარ – ფრენას ვიწყებ და იმედია, ადვილად ვისწავლი.
– ესე იგი, თბილისში დამკვიდრდები, „გასვეცკდები“ და ფრენასაც ისწავლი?
– ჩემი „გასვეცკება“ არ გაიშვას (იცინის). თბილისში კი არა,  გინდ ლოს-ანჯელესში დამსვით, გინდ პარიზში, ისევ ის კახეთის სოფლიდან წამოსული ბარბარა სამხარაძე ვიქნები და ამას, ვერცერთი გარემოება ვერ შეცვლის. შეცვლა რომც მოვინდომო, ხალხი მაინც წამომაძახებს. ქალაქში ამბიციური ხალხი ცხოვრობს. ისეთი ტელეფონი მეჭირა, ჯიბიდან ამოღება მრცხვენოდა, არც კომპიუტერი მქონია, მაგრამ ამის გამო არასდროს დავთრგუნულვარ. თუმცა, როცა ადამიანი შენი სოფლელობით ან ჩაცმით განსაზღვრავს შენს დონეს, მაშინ ვითრგუნები. წარმოიდგინეთ, რა ძნელია, რომ გეუბნებიან: შე სოფლელო, ხიხო, წადი ძროხები მწყემსეო... ვფიქრობ, ჩემი სცენაზე გამოჩენით დავამტკიცე, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად  იზრდები.
скачать dle 11.3