კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ გახდა ვლადიმერ პაპავა პაციენტების საყვარელი ექიმი და რა გზა გაიარა მან წარმატების მისაღწევად

ნინო კანდელაკი ნინო კიკვაძე

ყველა ექიმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის მადლიერებას. სწორედ უამრავი ასეთი პაციენტი ჰყავს ჩვენი რუბრიკის სტუმარს – უროლოგ ვლადიმერ პაპავას, რომელსაც ჩვენი მკითხველების უმრავლესობა, ახალგაზრდა, წარმატებულ, გამორჩეულ პროფესიონალად ასახელებს. ის 2014 წლიდან დღემდე გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე დეპარტამენტის რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი. შესრულებული აქვს 23 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 17 – უცხო ენაზე. 2013 წელს გაიარა კლინიკური სტაჟირება გერმანიაში, ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიის დეპარტამენტში, 2017 წლიდან დღემდე გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტ-რეცენზენტი უროლოგიაში, 2018 წლიდან დღემდე  საერთაშორისო გამომცემლობა „სარიავა პაბლიქშენის“ უროლოგიის სექციის სარედაქციო საბჭოს წევრი. პროფესიულ არჩევანზე, წარმატების გზაზე, ოჯახსა და ბევრ საინტერსო თემაზე, თავად ვლადიმერ პაპავა გვესაუბრა.
– ბატონო ვლადიმერ,  როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი და როგორ იქმნებოდა თქვენი წარმატებული სამედიცინო კარიერა?
– ჩემი ოჯახის გარემოცვა სამედიცინო წრეს წარმოადგენს, დედა პედიატრია და  მან კარგად იცოდა, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ექიმის პროფესია, ამიტომ ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ის წინააღმდეგი იყო ჩემი ამ სფეროში მოღვაწეობის, მისი აზრი ექიმობის  დიდმა სურვილმა გადაწონა. სკოლა სამტრედიის რაიონში დავამთავრე და სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განვაგრძე, რომელიც ასევე, წარჩინებით დავამთავრე, 2001-2004 წლებში ამავე უნივერსიტეტში  გავიარე ასპირანტურის სრული კურსი უროლოგიაში და 2006 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. მას შემდეგ ვაგრძელებ კლინიკურ საქმიანობას და პარალელურად, ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორად. ეს არ იყო ადვილად გასავლელი გზა. თავდაპირველად ყველაფერი დაიწყო უროლოგიის კათედრის ლაბორანტობით, შემდგომ გახლდით სასწავლო ნაწილი და ასე,  ეტაპობრივად, მოვედი დღევანდელ პოზიციამდე.
– როგორ მოხვდით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და რა მომსახურებების მიღებაა შესაძლებელი ამ კლინიკის უროლოგიის დეპარტამენტში?
– თავიდან, რამდენიმე წელი, აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიის დეპარტამენტში ვმუშაობდი,
შემდგომ, აკადემიური თანამდებობიდან გამომდინარე, უროლოგიის დეპარტამენტი გადავიდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც დღემდე ვაგრძელებ მუშაობას. ვემსახურებით როგორც ამბულატორიულ, ისე ოპერაციულ უროლოგიას. ჩვენს დეპარტამენტში ნებისმიერი უროლოგიური მანიპულაცია და ოპერაციული ჩარევა დიდი წარმატებით ხორციელდება. აღჭურვილი ვართ თანამედროვე აპარატურით და ვაკეთებთ ნებისმიერი სირთულის   ოპერაციას. ჩვენი  დეპარტამენტი ერთ-ერთი მოწინავეა ნებისმიერი უროლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის კუთხით.
– პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ხართ და პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით, სტუდენტებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– მეამაყება, რომ ჩემი წვლილი შემაქვს მომავალი ექიმებისა და  უროლოგების აღზრდაში. უკვე 12 წელია, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი. ძალიან მიყვარს სტუდეტებთან ურთიერთობა. ჩემი აღზრდილი რეზიდენტებიდაან ოთხი უკვე შემდგარი უროლოგია და ჩემთან ერთად საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს მუშაობას, ერთად ვართ  სწავლისა და შემეცნების პროცესში.  ჩვენი პროფესია მუდმივად ითხოვს სიახლეების ძიებას. ყოველწლიურად ვიღებ მონაწილეობას საქართველოსა და ევროპის უროლოგთა ასოციაციის კონგრესებზე, განვიხილავთ სხვადასხვა შემთხვევებს და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას  ვუზიარებთ.
– როგორ შეაფასებდით უროლოგიის განვითარების დონეს საქართველოში?

– საქართველოში უროლოგიის დიდი საზოგადოება და სკოლაა, ვიტყოდი,  რომ ჩვენს ქვეყანაში უროლოგია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია. საქართველოში დანერგილია მსოფლიოს ყველა თანამედროვე მიდგომა – მკურნალობის მეთოდი და ოპერაციული ტაქტიკა და ყველაფერი მაღალ დონეზე სრულდება.  
– ბევრ სტუდენტს ეხმარებით, წარმატებული უროლოგები რომ გახდნენ,  თქვენს პროფესიულ გზაზე თუ იყო ვინმე, ვინც გარკვეული როლი შეასრულა თქვენი, როგორც წარმატებული პროფესიონალის ჩამოყალიბებაში?
– პროფესიულ გზაზე ბევრი ადამიანი იყო ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიონალ უროლოგად ჩამოყალიბებაში. მინდა აღვნიშნო ჩემი კოლეგა და მეგობარი, ზაზა ჭანტურაია, ასევე, ომარ ხარძეიშვილი, რომელიც ჩემი სადისერტაციო ნაშრომის კონსულტანტი იყო, აგრეთვე ბატონი შალვა ჭოველიძე, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელი – პროფესორი დავით ქოჩიაშვილი, რომლის ასპირანტი გახლდით და დღემდე მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვაგრძელებ მუშაობას.
– პაციენტების საყვარელი ექიმი ხართ, რთულია მათი გულის მოგება?
– ექიმობა ძალიან ჰუმანური პროფესიაა, როდესაც ადამიანი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით მოგმართავს, თუ ექიმი გულთან არ მიიტანს მის
მდგომარეობას და არ შედგება მასთან ადამიანური კავშირი, პაციენტი ვერ გამოჯანმრთელდება. ექიმისთვის პაციენტის მხრიდან დიდი ნდობაა საჭირო. როდესაც ამ სფეროს ირჩევ, გაცნობიერებული გაქვს, რომ პაციენტების ჯანმრთელობისთვის, ფაქტობრივად, თავი უნდა გადადო. მიყვარს ჩემი პროფესია და მქონია შემთხვევები, როცა დავმეგობრდი ჩემს პაციენტებთან და ეს მეგობრობა ნათელმირონობამდეც მისულა.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მოგეხსენებათ, სამედიცინო განათლება და შემდეგ უკვე ამ სფეროში თავის დამკვიდრება ხანგრძლივ დროს, დიდ შრომასა და პაციენტის საწოლთან
გათენებულ, ბევრ უძილო ღამეს უკავშირდება. არც ჩემი შემთხვევა იყო გამონაკლისი და ამიტომ ცოტა გვიან მოვიცალე პირადი ცხოვრებისთვის. 2016 წელს შევქმენი ოჯახი, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე – თამთა მამასახლისი, რომელიც აგრეთვე, ექიმი გახლავთ,  მუშაობს სამედიცინო უნივერსიტეტში.  ის რეზიდენტურის კურსს  გადიოდა ჩვენს კლინიკაში და იქიდან მოხდა ჩვენი გაცნობა და დაახლოება. აი, ასე გამოჩნდა თამთა ჩემს ცხოვრებაში. ჯერჯერობით გვყავს 10 თვის ლევანი. რა თქმა უნდა, ვაპირებთ კიდევ უფრო გავმრავლდეთ  და ვიზრუნოთ საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემაზე.
– დატვირთული სამუშაო განრიგის შემდეგ როგორ ახერხებთ განტვირთვას?
– ჩემი გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, სახლში, ოჯახთან ერთად ყოფნაც უკვე დიდი განტვირთვაა. მეგობრების წრეშიც ხშირად ვატარებთ დროს. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ძირითადად, ევროპის ქვეყნებს ვანიჭებ უპირატესობას და ხშირად დავდივარ ასეთ ტურებში მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად.
скачать dle 11.3