კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№24 რატომ შეუჭამა მოქალაქეს მეტროს ბილეთი გია ფერაძის შავკანიანმა მეგობარმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ცნობილი მსახიობი გია ფერაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ევროპაში ყოფნის დროს, გერმანიიდან ავსტრიაში გადავედი. ვენაში ერთი ჯიგარი ტიპი გავიცანი – ჩემი კოლეგა იყო. ადგილობრივი შავკანიანი, ნახევრად გერმანელი (დედით), სახელად – კურტი. მან მთელი ვენა შემომატარა და დამათვალიერებინა. ერთხელ მეტროში ვართ. ვენის მეტროში ბილეთი უნდა შეიძინოთ, რომელზეც დროა აღნიშნული. იქ კონტროლიორები იშვიათად შედიან და ადამიანს შეუძლია, მთელი დღის განმავლობაში დაუსრულებლად იმგზავროს. მაგრამ, თუ კონტროლიორი შემოვიდა და უბილეთოდ დაგაფიქსირათ, სოლიდური ჯარიმა არ აგცდებათ, ფინანსური სანქციისგან ვერაფერი გიხსნით. ვაგონში შევედით და დავსხედით. კურტი ჩიპსებს მიირთმევდა, მე კი ვაგონში მყოფებს ვათვალიერებდი. ჩვენ მოპირდაპირედ სამოცდაათ წელს გადაცილებული, კარგად გამოპრანჭული ქალი იჯდა კოპებშეკრული „როჟით“, აშკარად ნაციონალისტი. ჩამოსულები რომ არ „ევასება“. ეს ქალი კურტს უყურებდა, თან მის მიმართ ათას სისაძაგლეს ბურტყუნებდა: „ჩამოსულები, ბინძურები, მათგან საშველი არ გვაქვს...“ ხუთი გაჩერება ისე გავიარეთ, რომ ქალს ენა არ გაუჩერებია, ხმას უფრო და უფრო უმატებდა და სალანძღავი სიტყვებიც არ ელეოდა. კურტი ოლიმპიური სიმშვიდით უსმენდა მას და ჩუმად განაგრძობდა ჩიპსების ჭამას. მეექვსე გაჩერებაზე ვაგონში კონტროლიორი შემოვიდა. სკამებს ჩამოუყვა და ბილეთებს ამოწმებდა. იმ ქალს ბილეთი თითებშუა ჰქონდა გაჩრილი და კვლავ ილანძღებოდა. როდესაც კონტროლიორი ბილეთს იმ ქალის გვერდით მჯდომს უმოწმებდა, კურტი მკვეთრად გადაიწია, ქალს ბილეთი გამოსტაცა და ჩიპსებთან ერთად სწრაფად გადასანსლა. ქალი გაშრა და ენა ჩაუვარდა. კონტროლიორი ახლა მას მიუბრუნდა და უთხრა:
– ფრაუ, თქვენი ბილეთი მაჩვენეთ.
მლანძღველმა კურტისკენ გაიშვირა ხელი და მიუგო:
– აი, იმ ზანგმა შემიჭამაო...
კონტროლიორი ჩვენკენ შემობრუნდა, კურტმა მას ბილეთი უჩვენა, გაუღიმა, საფეთქელზე თითი მიიდო და ქალზე ანიშნა, რაც იმას ნიშნავდა – ალბათ, გიჟიაო. კონტროლიორმა ქალს ვაგონიდან გასვლა მოსთხოვა და პოლიციაში ჯარიმის გამოსაწერად წაიყვანა“.
скачать dle 11.3