კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ნიკა ქაცარიძის ანეკდოტები


რძალი სახლში მივა, მაისურს აიწევს და დედამთილს ეხვეწება:
– დედი, ზურგზე დამაფურთხე რა.
– რა იყო, შვილო? – დატკბა დედამთილი.
– რა იყო და, ექიმმა მითხრა, წელი რომ, გტკივა გველის შხამით დაიზილეო.
***
თბილისი, საშინელი საცობია. უცებ, მანქანის მინაზე ვიღაც აკაკუნებს.
– რაშია საქმე? რა გნებავთ?
– ტერორისტები შეიჭრნენ პარლამენტში და იმუქრებიან: ათ მილიონ დოლარს თუ არ მოგვცემთ, ბენზინს მოვასხამთ და ყველას დავწვავთო... რამდენის საშუალება გექნებათ, რომ მოგვცეთ?
– იცით, ხუთი ლიტრი ბენზინის მეტს ვერ მოგცემთ, სახლამდე ხომ უნდა მივიდე?
***
პატრული აჩერებს ცოლ-ქმარს:
–  საგზაო ნიშანზე 50-ია გამოსახული!
ქმარი: კი და ამიტომაც მივდიოდით 50 კილომეტრი სიჩქარით.
ცოლი: კი, მაგრამ სპიდომეტრზე რომ 70 ეწერა?
ქმარმა ცოლს შუბღვირა. პატრული აგრძელებს:
– უკანა ფარები არ მუშაობს, გატეხილია!
ქმარი: უი, რას ამბობთ? არც კი ვიცოდი...
ცოლი: რა არ იცოდი, 2 კვირაა, გეუბნები, გააკეთე-მეთქი.
ქმარმა, ბოროტულად გადახედა ცოლს. პატრულმა, კვლავ გააგრძელა:
– ღვედიც არ გაქვთ შეკრული!
ქმარი: როგორ არა, ახლა შევიხსენი, თორემ..
ცოლი: კაი ერთი, შენ სულ ღვედის გარეშე მოძრაობ!
ქმარმა ვეღარ მოითმინა და დაუყვირა:
– მოკეტე, შე ძუკნა!
ცოლი შეშინდა და გაჩუმდა.
– ყოველთვის ასე გელაპარაკებათ ქმარი? – ჰკითხა პატრულმა ცოლს.
– არა, რას ამბობთ... მხოლოდ სიმთვრალეში.
***
მთიან სოფელში ჩასული სოციოლოგები ადგილობრივ მწყემსს ეკითხებიან:
– ნატურალი ხართ?
– რაიო?!
– სექსუალურ უმცირესობას ეკუთვნით თუ სექსუალურ უმრავლესობას?
– ეეჰ, მთიდან ხალხი ისე გაიკრიფა, კარგა ხანია, სექსუალური მაჟორიტარი გახლავართ.
***
90-იანი წლებია და გურული ეტრაბახება კახელს:
– ჩვენ, ძამა, ყველაზე ჭკვიანები ვართ?
– რათა ვითომა, ჯო?
– იმიტომ, რომ მთელი მთავრობა ჩვენ ვართ. თქვენ ვინ გყავთ, აბა მითხარი?
– ჩვენა, ავლიპა გვყამს.
– ოჰ, კაი ერთი თუ ძმა ხარ, ჩვენ რომ არ ვიყოთ, არც მაი გეყოლებოდათ.
***
ცოლ-ქმარი ჩხუბობს. ქმარი:
– მძიმე ხასიათი, მძიმე წონა... მსუბუქი გაქვს რამე?
– რატომაც არა, ყოფაქცევა!
***
სვანმა ცოლ-ქმარმა იჩხუბა. ცოლმა ჩაცმა დაიწყო:
– ქალო, ამ შუაღამისას სად მიდიხარ?
– აღარ შემიძლია შენი გაძლება, კლდეზე უნდა ავიდე, გადავხტე და თავი მოვიკლა!
– ფანარი რაღად გინდა?
– გარეთ ბნელა, არაფერი ჩანს, რომ წავიქცე და რამე მოვიტეხო?скачать dle 11.3