კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ბრძნული აზრები

ბისმარკი: ბრძოლას ხშირად იგებს ის, ვინც მასში არ მონაწილეობს.
ფლობერი: დავა გაცილებით ადვილია, ვიდრე გაგება.
ჩესტერფილდი: ყველა ფიქრობს, როგორ იცხოვროს, მაგრამ არავინ – რატომ იცხოვროს.
შანელი: მარტოობაზე ცუდი საზოგადოება არ არსებობს.
უაილდი: შეიწყალეთ თქვენი მტრები – ეს საუკეთესო საშუალებაა გამოიყვანოთ ისინი მდგომარეობიდან.
ვოლტერი: ახალგაზრდობამ რომ იცოდეს... სიბერეს რომ შეეძლოს...
ვებერი: ადამიანებისთვის ძნელია, იყვნენ ბედნიერები, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ხედავენ წარსულს უკეთესად, ვიდრე ის სინამდვილეში იყო, აწმყოს – უარესად, ვიდრე არის და მომავალს – იმაზე ნაკლებ ამოსაცნობად, ვიდრე  იქნება.
შიფი: დრო  არის ღარიბთა სიმდიდრე და მდიდართა სიღარიბე.
ჩეხოვი: მსახიობი ქალი უფრო მეტია, ვიდრე ქალი, ხოლო მსახიობი კაცი უფრო ნაკლები, ვიდრე კაცი.
რეიგანი: შემოიკრიბე გარშემო ძლიერი ხალხი, გააკეთე ძალაუფლების დელეგირება და ჩამოშორდი გზიდან.
მაკიაველი: მას, ვისაც სურს, ემორჩილებოდნენ, უნდა იცოდეს, როგორ გასცეს განკარგულებები.
კოიენიკანი: მითხარით, ვინ არიან გმირები, ვისაც ახალგაზრდობა ეთაყვანება და გეტყვით, როგორი მომავალი ექნება თქვენს ქვეყანას.
რუზველტი: საკუთარი თავის სამართავად გონება იხმარე, სხვათა სამართავად – გული.
ფორბსი: არავინაა ლიდერი, თუ მიმდევრები არ არსებობენ.
შვაიცერი: მაგალითი არ არის სხვებზე გავლენის მოხდენის მთავარი იარაღი. ის ერთადერთია.
უედერფორდი: ლიდერობის პირველი გასაღები თვითკონტროლში დევს.
იოანე: კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს ცხვრისთვის.
როულინგი: ძალაუფლების შესაფერისნი ყოველთვის ის ხალხია, ვინც ძალაუფლებისკენ არასდროს ისწრაფვის.
მოლიერი: მამაკაცები სხვის საიდუმლოს უფრო უფრთხილდებიან, ვიდრე თავისას, ხოლო ქალები, პირიქით – თავისას უფრო უფრთხილდებიან, ვიდრე სხვისას.
კიპრიანი: ქალი, ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ეშმაკი გვმართავს ჩვენ.скачать dle 11.3