კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რა ღირდა უიშვიათესი ფერის, სახელგანთქმული ცხენი, რომელზე ამხედრებულმაც გაიმარჯვა დავით სოსლანმა შამქორში

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

რამდენიმე წელი გავიდა თამარის პირველი ქმრის, გიორგი რუსის პირველი და მეორე აჯანყებებიდან. სამეფო დაწყნარდა, დამშვიდდა, ისევ აღმშენებლობასა და საზღვრების გაფართოებაზე ფიქრს შეუდგა. თამარ მეფის მეორე ქმარი ღირსეული პიროვნება გამოდგა, შესანიშნავი სარდალი და სახელწიფო მოღვაწე, მეფეთა-მეფე თამარის ღირსეული თანამეცხედრე. თამარ მეფემ და მისმა მეუღლემ, დავით სოსლანმა, ერთ მუშტად შეკრეს ქართველობა. მთელი ქართული სამხედრო რესურსი საქართველოს საზღვრებისა და გავლენის გავრცელება-გაფართოებისკენ მიმართეს. მეზობელი მაჰმადიანური სახელმწიფოები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ იმედის თვალით შეჰყურებდნენ ქართველების ურთიერთქიშპს, ახლა უკვე საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ქართული სახელმწიფოს შეჩერება არც ერთ მეზობელ მაჰმადიანურ სახელმწიფოს არ შეეძლო. ამიტომ გადაწყვიტეს, სამხედრო კოალიცია შეექმნათ და ერთიანი ძალებით შემოეტიათ ჩვენი ქვეყნისთვის.
შეიკრიბნენ მაჰმადიანთა ლიდერები, შავად შეიღებეს ტანსაცმელი და პირი, ეახლნენ  მაჰმადიანთა სულიერ ლიდერს, ხალიფას და შემწეობა სთხოვეს. სთხოვეს საღმრთო ომის გამოცხადება თავგასული ქრისტიანი გურჯების წინააღმდეგ. ხალიფამ ალ-ნასირმა არ დაიშურა თავისი საგანძური, ფარულად გააგზავნა შიკრიკები ყველა მაჰმადიანურ სამფლობელოში და ბრძანება გასცა, ვინც არ წამოვიდოდა საქართველოს წინააღმდეგ საომრად, თავად მისი ქვეყანა აეოხრებინათ.
იმ ხანებში აზერბაიჯანს (ძველ ადარბადაგანს) ილდეგიზიდების დინასტია მართავდა. სამთავრო-საათაბაგო დააარსა შამსადინ ილდეღიზმა (1136-1174). იგი ყივჩაღური წარმოშობის ყოფილა და სელჩუკთა შაჰებთან მსახურობდა. 1137 წელს სულთანმა მასუდმა მას სამართავად არანი ჩააბარა და ბარდავში გამოაგზავნა. სელჩუკთა სახელმწიფოს დასუსტების შემდეგ ათაბაგებმა თავისი ძალაუფლება განიმტკიცეს. ათაბაგი ყიზილ-არსლანი სულთანივით იქცეოდა და 1191 წელს, ხალიფა ალ-ნასირის თანხმობით, თავი სულთნადაც გამოაცხადა. თუმცა, სულ მალე მოკლეს შეთქმულებმა, ქართული ცნობით, რომელიც აღმოსავლურ ცნობებს ეყრდნობა, მულიდებმა („მუჰლიდებმა“), მიპარვით მკვლელებმა, ალბათ, იგულისხმება ასასინები, ისმაილიტები. აღმოსავლეთში არის სხვა ვერსიებიც, რომ ათაბაგი ცოლმა მოაკვლევინა და მულიდებს დააბრალა ან, შესაძლოა, ამირებმა მოკლეს. ამბობენ, ნიზამი განჯელმა თავისი პოემა „ხოსროვ და შირინი“ ყიზილ-არსლანს მიუძღვნაო.
ყიზილ-არსლანს მემკვიდრე არ დარჩა და მისი სამფლობელო მისი ძმის, ფეჰლევანდის („ფალავანდის“) შვილებს ერგოთ. მათ შორის უფროსმა, ხუტლუ ინანჩიმ საკუთრებად მიიღო ტერიტორია ერაყიდან ხორასნამდე; აბუბექრმა („ამირ-ბუბაქარმა“, აბუბაქრმა) – ადარბადაგანი სომხეთამდე; ამირ-მირმანმა კი – არანი კასპიის ზღვიდან გელაქუნის (სევანის) ზღვამდე.
ძმებს შორის ომი გაჩაღდა. აბუბექრმა (აბუბაქრმა) თავისი უფროსი ძმა, ხუტლუ ინანჩი დაამარცხა, გააქცია და თვითონ დაჯდა ათაბაგად. ამირ-მირმანი საქართველოს მეფის ვასალისა და ნათესავის, შარვან-შაჰის სიძე გახდა. აბუბაქრი „ბელაყნის კარს“ (არაქსისა და მტკვრის შესართავთან არსებულ ქალაქ ბაილაქანთან) სიძე-სიმამარს თავს დაესხა და გააქცია. შირვან-შაჰს სტიქიური უბედურებაც დაატყდა თავს. მიწისძვრამ დაანგრია შირვანის დედაქალაქი შამახია. შარვანშას ცოლი და შვილები დაიღუპნენ.
ისედაც გაუბედურებულ შირვან-შაჰს, აღსართანს (ახსითან I), აბუბაქრისგან ქვეყნის აოხრების საშიშროება ადარდებდა. მან წერილი მოსწერა თავის სუზერენებს, საქართველოს მბრძანებლებს, თამარს და დავითს, საქმე შეატყობინა, შველა სთხოვა  და გამოემართა ტფილისისკენ.
თამარ მეფემ გასცა ბრძანება ჯარის შეკრებისა. ოქროჭედილ ტახტზე დასხდნენ თამარი, დავითი და მათი ძე – გიორგი-ლაშა, რომელიც იმ დროს ორი-სამი წლის იქნებოდა. ტფილისში დიდის პატივით მიიღეს აღსართანი, ამირ-მირმანი და მათი თანმხლებნი. მერე გამოვიდნენ ტფილისიდან ქალაქგარეთ აღლუმზე. მეფესა და დიდებულებს მიეგებნენ საქართველოს სამსახურში მყოფი ოსები და ყივჩაღები. მაშინ ყივჩაღთა მეფის, სევინჯის ძმა, სავალათი საქართველოს სამხედრო სამსახურში გახლდათ. საქართველო „როქის სპად“ ქირაობდა ხოლმე ყივჩაღებს, ოსებს და სხვებს. სტუმრებს მიეგება ქართული ჯარიც: მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი, აფხაზები, სვანები, მეგრელები, გურულები, რაჭველები, თაკვერელნი და მარგველნი, იქვე იყვნენ სომეხთა რაზმებიც – იმ დროს სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში იყო. საქართველოს სამეფო კარი საომრად ემზადებოდა. ათი დღის განმავლობაში შეიკრიბა ქართული ჯარი.
თამარ მეფემ საქართველოს ყველა მონასტერსა და ეკლესიას შეუთვალა დღედაღამ შეუწყვეტლად ელოცათ. გასცა უამრავი მოწყალება გლახაკთათვის.
შეკრებილ ლაშქარს მეფეთა მეფე თამარმა ასე მიმართა: „ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენთან არს!“
დედოფალთა-დედოფალმა და მეფეთა-მეფე თამარმა დალოცა ჯარი და შეავედრა ღმერთს, წარუძღვანა ძელი ცხოვრებისა. თვითონ ფეხთ გაიხადა და ფეხშიშველი ავიდა მეტეხის ტაძარში. დაუცხრომლად ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს ქრისტიანთა გამარჯვებას.
დავით სოსლანმა წაიძღვანა ძელი ცხოვრებისა და სვიანი დროშა „გორგასლიან-ბაგრატოანური“.
აბუბაქრი თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით ქალაქ შამქორსა და მის მიდამოებში გამაგრდა. მზვერავებმა დავით სოსლანს ამბავი მიუტანეს მტრის ჯარის მრავალრიცხოვნობის შესახებ. მეფე დავითი მტრის რიცხვმრავლობას არ შეუშინდა.
მეფე დავითი აღიჭურვა, აისხა ჯაჭვ-მუზარადი  და ამხედრდა თავის ზერდაგზე, ოქროსფერ ცხენზე, რომელიც გამორჩეული ყოფილა სილამაზით და თავისი სახელგანთქმულობის გამო ვახტანგ ხაჩენელისგან ჰქონდა შეძენილი, ერთი ციხისა და სოფლის, ჭარმანის, საფასურად. სოფელი ჭარმანი, შეიძლება ყოფილიყო ტაშირში, მტკვრის ნაპირას ან, უფრო, ყარაბაღში. აქ, ჩემი აზრით, ლაპარაკი უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვან ციხეზე.
 მეფემ ჯარი ორად გაყო. უფრო მრავალრიცხოვან ნაწილს თავად უთავა, მარჯვნივ შემოუარა შამქორს, გადალახა შამქორ-ჩაის მდინარე, რათა შამქორისთვის ზურგიდან დაერტყა, ჩაეკეტა შამქორისა და განძის გზები. ასეთი მანევრი მტერს დააბნევდა, რომელიც იმდენად მინდობილი იყო თავის მრავალრიცხოვნობას, შამქორის ციხესიმაგრის სიძლიერესა და მასთან მისასვლელი ხევის გაუვალობას, რომ დაეტოვებინა განძისა და არანის გამაგრებული ადგილები. შამქორ-ჩაის გარდა, მოწინააღმდეგე გამაგრებული იყო მტკვარში ჩამავალი მდინარეების, კოშკა-ჩაისა და განჯა-ჩაის ხეობებში.
ქართველებმა თაყვანი სცეს ღმერთს და მტერს ეკვეთნენ. ჩვენი ჯარის მეწინავე, მარჯვენა ფრთის სამოქმედო არეალი ვიწრო იყო, მხოლოდ წინა რიგები თუ ებრძოდნენ ერთმანეთს. დავით მეფის რაზმს ცუდი გზის გამო მანევრი შეუყოვნდა. მეწინავე ქართველებს ცხენები გამოუკლეს, ის იყო, გაუჭირდათ ამ ნაწილებს, რომ გამოჩნდა დროშა გორგასლიანი, რაც მეფის მოახლოვებას ნიშნავდა.
მეფის მოსვლამდის უძლებდა ათაბაგის ჯარი. მაგრამ, იხილეს თუ არა სოსლანი, თავზარი დაეცათ მაჰმადიანებს.
ქართველთა ჯარმა არ მისცა მტერს მანევრირების საშუალება. მდევარმა ერთმხრივ განძისკენ, მეორე მხრივ, გელაქუნისკენ მოუჭრა გზა მაჰმადიანებს.  
მემატიანე წერს - ქართველები ქათმებივით იპყრობდნენო დამარცხებულ მტრებს, დიდ ამირებს და დიდებულებს ბაღდადიდან, მოსულიდან, ერაყიდან, ადარბადაგანიდან და წვერით მიათრევდნენ დავით სოსლანის წინაშე. თავად აბუბაქრ ათაბაგი შეშინებული გაიქცა.
შალვა ახალციხელმა ხალიფას დროშა წაართვა მაჰმადიანებს. მტრის დევნისგან მობრუნებულ მეფე დავითს შეეგება ანტონ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, რომელმაც, მართალია, ბრძოლაში ხმალი არ ამოიღო, რადგან ბერი იყო, მაგრამ სამი ყრმა მსახურის მეშვეობით, ხელთ ჩაიგდო სამასი ჯორი და აქლემი.
დავით მეფესთან გამოცხადდნენ შარვანშა და ამირ-მირმანი, ასევე ქართველი სარდლები, ჩამოხტნენ ცხენებიდან და თაყვანი სცეს ქართველ ხელმწიფეს. აღმართეს სამლოცველოები და ადიდებდნენ უფალს.
ეს მოხდა 1195 წლის 1 ივნისს. მეორე დღეს, დილით, შამქორელებმა მეფეს მიართვეს ქალაქის კლიტენი.
скачать dle 11.3