კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1993 წლის 19 აპრილს. გთხოვთ, გვითხრათ, რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში ელის წარმატებები და მიღწევები?
პასუხი:
რაც შეეხება კარმულ-კოსმიურ მისიას, მისთვის აუცილებელია ხასიათში ისეთი თვისებების გამოვლენა, როგორიცაა: აქტიურობა, ინიციატივიანობა, ენერგიულობა. უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზატორული ნიჭი. ამავდროულად, უნდა იყოს უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების ადამიანი, ეყრდნობოდეს კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, ოპტიმიზს. ასევე, შეეძლოს შუამავლის როლის შესრულება ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს შორის. მისი კარმული მისია უცხოეთია. ამიტომ, იქ გამგზავრება და ცოდნის, კაპიტალისა და გამოცდილების დაგროვება დაეხმარება სამშობლოში წარმატებების მიღწევაში. პროფესიებიდან კი მისთვის მისაღებია და კარგი: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, ავიაციის ბიზნესი, ქორეოგრაფია და იურისპრუდენცია.
კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 2003 წლის 28 აგვისტოს, ღამის 3 საათზე. რომელი სფერო აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი:
მისთვის კარგია შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების, ასევე, პოლიტიკის ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, პედაგოგიკა, საინჟინრო საქმე.
კითხვა: დავიბადე 2000 წლის 29 სექტემბერს, დილის 9 საათსა და 40 წუთზე. მაინტერესებს, რომელ კონკრეტულ პროფესიას დავეუფლო, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო?
პასუხი:
პროფესიებიდან თქვენთვის განსაკუთრებულად წარმატების მომტანი და კარგია პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმე, სცენარისტობა, რეჟისურა და დრამატურგია.
კითხვა: დავიბადე 1962 წლის 24 თებერვალს. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი:
თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა, რომ გამოავლინოთ ხასიათის ისეთი შტრიხები, როგორიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი, გულღიაობა, უანგარობა. ასევე, უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება, იყავით იუმორით აღსავსე, ოპტიმისტი, დაეყრდენით ცოდნის ბაზას. იყავით დემოკრატიული პრინციპების გამტარებელი. შეძელით ნოვატორული, რეფორმატორული ტენდენციების გამოვლენა, სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა და არასტანდარტული მოქმედება. ეს თქვენთვის წარმატების მომტანიცაა და ამით, კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ.
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 28 ოქტომბერს. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სამომავლოდ წარმატების მომტანი?
პასუხი:
თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფია, იურისპრუდენცია, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, პოლიტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ასევე, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების და საკონსულოების დონეზე. მომავალში წარმატებები განსაკუთრებით ამ სფეროებში გელით.скачать dle 11.3