კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ თქვა სტალინმა საფრანგეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურებს შორის ორდენომანია იყო დამკვიდრებული და „კომუნისტური ბელადები“ მკერდს ყველა სინჯისა და ზომის ორდენებით იფარავდნენ. სტალინი კი (ლენინის ხანმოკლე მმართველობისას ორდენები ჯერ კიდევ არ იყო დაწესებული), ერთადერთი საბჭოთა მმართველი იყო, ვისაც მიზერული რაოდენობის ჯილდო ჰქონდა მიღებული და ამ მონაცემებით ის პირველ ასეულშიც კი ვერ ხვდება. მრავალ ჯილდოზე თავად სტალინი ამბობდა უარს და ამბობდა, ქვეყნის მეთაურს მკერდი არ უნდა ჰქონდეს ორდენებით დახუნძლული, არამედ ბევრი ორდენოსანი, პატიოსანი მშრომელი უნდა ჰყავდეს, ვინც ქვეყანას ააშენებსო. ჯილდოზე სასტიკი  უარი უთხრა სტალინმა ფრანგებსაც, როდესაც პრეზიდენტი ჟიულ ვენსან ორიოლი მისთვის „საპატიო ლეგიონის“ ორდენის მინიჭებას აპირებდა. სტალინის ბიოგრაფი, გენერალ-პოლკოვნიკი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს:
„1947 წლის იანვარში საფრანგეთის პრეზიდენტად 62 წლის ჟიულ ვენსან ორიოლი აირჩიეს. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო როგორც მთელი მსოფლიოსთვის (მძვინვარებდა „ცივი ომი“), ასევე საფრანგეთისთვისაც. ფრანგებს მრავალ ფრონტზე უწევდათ ბრძოლა. მას კოლონიები აუჯანყდნენ და შეიარაღებული ძალები ამ კონფლიქტების მოგვარებას ვერ აუდიოდა. ქვეყანა ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობდა, რაც კოლოსალურ ხარჯებს მოითხოვდა. ორიოლი გამოცდილი პოლიტიკოსი იყო. წინა წლებში სხვადასხვა მთავრობებში არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა. იყო „სფიოს“ (მუშათა ინტერნაციონალის საფრანგეთის სექცია) პარტიის წევრი და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სამშობლოში. მართალია, არა ისეთით, როგორითაც გენერალი შარლ დე გოლი, მაგრამ ქვეყნის მეთაური მაინც გახდა. ორიოლმა კარგი ურთიერთობის დამყარება სცადა საბჭოთა კავშირთან და შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანგეთის პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, სტალინს „ხმა მიაწვდინა“ – საფრანგეთი საბჭოთა კავშირის მეგობარიაო. იმავეთი უპასუხა ფრანგ კოლეგას საბჭოთა ბელადმა და 1949 წლის მაისში საფრანგეთის პრეზიდენტი მეგობრული ვიზიტით საბჭოთა კავშირში დაპატიჟა. თუმცა, 1949 წლის 4 აპრილს საფრანგეთი „ნატოს“ თანადამფუძნებელი გახდა. ეს სამხედრო ალიანსი კი საბჭოეთის სამტროდ შეიქმნა და ფრანგი პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა სტალინს მასზე გული აუცრუა. საფრანგეთის „ნატოს“ წევრობა, ძირითადად, ანგლო-ამერიკული ზეწოლის შედეგი იყო. ორიოლმა კი, ამ ზეწოლას ვერ გაუძლო და საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა. მართალია, ფრანგმა პრეზიდენტმა საბჭოეთის გულის მოგებაც სცადა და სტალინს შეუთვალა – ჩვენი (საფრანგეთის) „ნატოში“ შესვლა არანაირად არ ნიშნავს ატისაბჭოურ პოზიციას. თქვენს მეგობრად ვრჩებით. უფრო დაწვრილებით კი, მაისში მოგახსენებთ ყველაფერს, როდესაც მოსკოვში ჩამოვალ ვიზიტით და მკერდზე „საპატიო ლეგიონის“ ორდენს დაგაბნევთ, რომლითაც გაჯილდზოვებთო... თუმცა სტალინმა მას ცივი წყალი გადაასხა და მოლოტოვის პირით შეუთვალა – ვიზიტი გაუქმებულია და თავს ნუ შეიწუხებთ საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს მოსკოვში ტარებით. შეგიძლიათ, ეს ბაფთიანი ჯილდო „ნატოს“ რომელიმე გენერალს მიანიჭოთ პარიზშიო.
აშკარა იყო, რომ სტალინს საფრანგეთის „ნატოში“ შესვლა არ მოეწონა და ასეთი პასუხი ამიტომ გაუგზავნა ორიოლს. სხვა შემთხვევაში ის (სტალინი) დიდი პატივით მიიღებდა ფრანგ კოლეგასაც და მის ჯილდოსაც“.
როდესაც გენერალმა შარლ დე გოლმა ამის შესახებ გაიგო, ცნობილმა გენერალმა თქვა: საფრანგეთმა „ნატოში“ შესვლით ბევრი ვერაფერი მოიპოვა, სტალინის განრისხებით კი ბევრი დაკარგაო.
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ინფორმაცია, ანგლო-ამერიკელებს საფრანგეთის „ნატოში“ შეყვანა სურდათ, არ გვეგონა, რომ ორიოლი ასეთ შეცდომას დაუშვებდა. საქმე კი ის იყო, რომ სტალინი ფრანგებთან ძალიან სერიოზული, მჭიდრო კავშირის დამყარებას გეგმავდა. ამით საფრანგეთი მნიშვნელოვნად მოიგებდა და სტალინს არ ეგონა, რომ ორიოლი ასეთ შანსს ხელიდან გაუშვებდა. ფაქტის წინაშე რომ დავდექით, სტალინმა თავი გააქნია და ბრაზით თქვა:
– მაინცდამაინც ჭკვიანი არ ყოფილა ეგ ორიოლი და დიდად ვერც პოლიტიკაში ერკვევა. ტყუილად იბრალებს სოციალისტობას. მას ტუტუცთა პარტიის წევრობა უფრო მოუხდებოდა. სამწუხაროა, რომ დე გოლი არაა ახლა მის ადგილზე, თორემ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. „ნატოს“ კი, ახლოც არ გაიკარებდაო.
სტალინის სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და როგორც კი, გენერალი დე გოლი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა, ქვეყანაში ამერიკელების ბაზები გააუქმა. „ნატოსთან“ მიმართებაში კი, ყველა ვალდებულება მოიხსნა და მისი წევრი მხოლოდ ფორმალურად დარჩა.
სტალინის მითითებით რომ პარიზში ჩავედი, ორიოლს შევხვდი და სტალინის დანაბარები გადავეცი, საფრანგეთის პრეზიდენტს სახე წამოეჭარხლა, ნიკაპი აუკანკალდა და მხოლოდ ესღა თქვა:
– ძალიან სამწუხაროაო.
მართალია, ორიოლის ამ ნაბიჯის გამო ფრანგებთან დიპლომატიური კავშირი არ გაგვიწყვეტია, მაგრამ ფრანგებთან ძველი ურთიერთობები უკვე აღარ გვქონდა. ამით კი, ცალსახად, ფრანგები დაზარალდნენ...“
ცნობილი ფაქტია, რომ სტალინი პატივს სცემდა გენერალ შარლ დე გოლს და მას არაერთხელ შეხვდა, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ასევე შემდეგაც. საბჭოთა ბელადს არაერთხელ უთქვამს თავისი თანამოაზრეებისთვის – საფრანგეთს დე გოლი თუ წამოსწევს წინა რიგებშიო (სტალინი ევროპულ პრიორიტეტებს გულისხმობდა) და, ასეც მოხდა, მართალია სტალინი ვერ მოესწრო თავისი სიტყვების ახდენას, მაგრამ სწორედ დე გოლს უკავშირდება თანამედროვე საფრანგეთის დიდება, რაზეც საბჭოთა ბელადი ლაპარაკობდა.
скачать dle 11.3