კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ბალბის მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ბალბის ყვავილები და ფოთლები გამოიყენება, როგორც სპაზმოლიტური, ხველის საწინააღმდეგო საშუალება, ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ბალბის ნაყენი ან ნახარში (დამტკბარი) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობის და სასუნთქი გზების ანთების დროს. მისი ნახარშის მიღებას ურჩევენ აგრეთვე კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისა და ღვიძლის ჭვალის არსებობის შემთხვევაში. კარგია მისი ნახარშებისა და ნაყენის გამოვლება საყლაპავი მილისა და ხორხის ანთების დროს, კანის გაღიზიანებისა და დამწვრობის დროს. ბალბას აქვს დამარბილებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მიწისზედა ნაწილისა და ფესვების ნახარშს იყენებენ გულის დაავადებების დროს
ნაყენი შეიძლება მომზადდეს შემდეგნაირად: 20 გრამი ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) წყალი, თავი დაახურეთ და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ და ანადუღარი წყლის დამატებით შეავსეთ საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. დალიეთ მეოთხედი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში. ნახარში მზადდება პროპორციით 1:20.
ხალხურ მედიცინაში ბალბა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებთი დაავადებების, ხველების, ცისტიტების, ქოლეცისტიტის დროს, ასევე, კონიუნქტივიტების, ჩირქოვანი ჭრილობების მოსაწმენდად. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცივი წყალი, გააჩერეთ 5 საათი, გადაწურეთ. ნაყენი დალიეთ ყლუპებით 2-3-ჯერ დღეში.
ბალბას ფოთლების ნაყენი: 20 გრამ დაქუცმაცებული ფოთლებს დაასხით 200 მილილიტრი ცივი, ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. გაწურეთ. მიიღეთ 100 მილილიტრი 2-ჯერ დღეში ბრონქიტის, ლარინგიტის, გაციების, ხმის ჩახლეჩის, ღვიძლისა და შარდის ბუშტის დავადებების დროს.
ყვავილების ცხელი ნაყენის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ ბალბის მშრალ ყვავილს დაასხით 200 მილილიტრი ცხელი წყალი. 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ერთი დღის განმავლობაში 3 ჯერზე.
პირის ღრუში გამოსავლებად და კომპრესებისთვის 2 ჩაის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მილილიტრი ცხელი წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი და გადაწურეთ.
ბალბას ყვავილების ნაყენი: 30-40 გრამ ხმელ ყვავილს ან ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ 6 საათის განმავლობაში. გამოიყენეთ გამოსავლებად პირის ღრუსა და ყელში ანგინის, ღრძილების ანთების დროს, ასევე, ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულების, მოყინული ადგილების, დამწვრობების მოსაბანად. ბუასილურ კვანძებზე კი – კომპრესების სახით.

როგორ ვუმკურნალოთ  დამწვრობას
უპირველესად, დამწვარი ადგილი 10-15 წუთის განმავლობაში გქონდეთ ცივი, გამდინარე წყლის ქვეშ. ამის შემდგომ, შეგიძლიათ, დაზიანებული ადგილი
სპირტით დაიმუშაოთ. კარგია ქაცვის ზეთიც. დამწვარი არე აუცილებლად უნდა დაიფაროთ და დაიცვათ ყოველგვარი ჭუჭყისგან, რომ თავიდან აირიდოთ ინფექციის შეჭრა და კიდევ უფრო გაღიზიანება. ნუ დაიხეთქავთ წარმოქმნილ ბუშტუკებს, ეს შეაფერხებს დამწვრობის მოშუშებას. დაზიანებული არე დაიმუშავეთ დღეში ერთხელ – ფრთხილად ჩამოიბანეთ და დამწვარ ადგილზე შეხორცების ხელშემწყობი და ანტიმიკრობული მალამო გადაისვით.
შედარებით მძიმე დამწვრობისას ეფექტურია კარტოფილის გამოყენება. გათლილი კარტოფილი გარეცხეთ ძალიან კარგად, დარწმუნდით, რომ აბსოლუტურად სუფთაა და შემდგომ დაიდეთ დამწვარ ქსოვილზე, ეს მეთოდი მალე გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას.
არ წაისვათ ზეთი, კარაქი, ცხიმოვან ფუძეზე მომზადებული მალამო. მსგავსი საშუალებები ჭრილობაში ტენს აკავებს და ბაქტერიების გამრავლებისთვის საჭირო პირობებს ქმნის. ამასთან, ასეთი ტიპის პირველადი დამუშავება აჭიანურებს მკურნალობას, რადგან შესაბამისი სამედიცინო დახმრების დაწყების დროს დაზიანებულ ადგილებში საჭიროა მოშორებულ იქნეს ყველაფერი.  თუ ისეთ ადგილზეა, რომ ადვილი შესაძლებელია, დაგესვაროთ, შეიხვიეთ სტერილური დოლბანდით მშრალად. თუ ჭრილობას ინფექციის შეჭრის ნიშნები შეამჩნიეთ – მოიმატა ტკივილმა, სიწითლემ, ან შეშუპებამ, ან ჩირქმა დაიწყო დენა – აუცილებელია მიმართოთ ექიმს!
დამწვრობის დროს ეფექტური საშუალებაა ჯორიტერფა, იგივე ვირის ტერფა. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთოლი. გარეცხილ ფოთოლს პირდაპირ იდებენ დამწვარ ადგილას, რაც ხელს უწყობს ჭრილობის მოშუშებას და ქსოვილების აღდგენას.
რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, კბილის პასტა, განსაკუთრებით პიტნის ან პროპოლისის შემცველობით, კარგი საშუალებაა დამწვრობის დროს. ის არა მხოლოდ ამშვიდებს ტკივილს, არამედ ხელს უშლის ბუშტუკების ფორმირებას.
დამწვრობის დროს ეფექტურია კომბოსტოს ფოთლები. გაციებული კომბოსტოს ფოთოლი დაიდეთ დამწვრობაზე, როცა ფურცელი გათბება, შეცვალეთ  ის ახალი, ცივი ფურცლით, სანამ ტკივილი არ გაქრება.
შეგიძლიათ, გამოიყენოთ ალოე. ააცალეთ ალოეს კანი. რბილობი გახლიჩეთ და იქიდან გამოწურული წვენი წაისვით დამწვარ ქსოვილზე. ამ და წინა შემთხვევაში ჭრილობას ნუ შეეხებით. ალოეს წვენი თუ სოდიანი წყალი მასზე პიპეტით დაიტანეთ.
ქიმიური „დამწვრობის“ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს ნებისმიერი დაბინძურებული ტანსაცმელი/ნივთები და დაზიანებული ადგილი უნდა ჩამოიბანოთ სუფთა წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში.


გამოიყენთ ევკალიპტი თქვენი ჯანმრთელობისთვის

ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკს, ის ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის – მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ევკალიპტის ფოთლების ნაყენის მოსამზადებლად 5 გრამ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი წყალი  და მიიღეთ  თბილი სახით – აქვს ანთების, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის საწინააღმდეგო თვისებები. ევკალიპტი აღიარებულია მცენარედ, რომელიც წარმოადგენს ანტიბიოტიკების წყაროს. მისი გამოყენება ეფექტურია ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში. გარდა ამისა, ევკალიპტის ფოთლების ნაყენი დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ქავილი და ანთებითი პროცესი მწერების ნაკბენის შემდეგ. ევკალიპტი წარმატებით გამოიყენება მალარიის, ტიფის, წითელას ქუნთრუშას, ქოლერის და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, როგორც სამკურნალოდ, ისე პრევენციისთვის. ევკალიპტს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტიპარაზიტული და ამოსახველებელი თვისებები. ამიტომ მის ნაყენს და ეთერზეთებს  მედიცინაში  იყენებენ კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების დროს, ასევე, ამოსახველებელ და სადენზიფენქციო საშუალებად.
შაკიკის დროს 10 წვეთ ევკალიპტის ზეთს შეურიეთ ამდენივე მცენარეული ზეთი  და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ხოლო დამწვრობის შემთხვევაში – დღეში ორჯერ დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები. თუ ჰერპესი გაწუხებთ დღეში სამჯერ დაიტანეთ ეს ზეთი  ბამბის საშუალებით.
 ასევე ძალიან კარგია სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:  ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პლევრიტი, პილტვების აბსცესი. ხალხურ მედიცინაში ევკალიპტს იყენებენ, ნერწყვისა და კუჭის წვენის გამოსაყოფ საშუალებად ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს. ამისათვის 1 სუფრის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. მიღებული ცხელი ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში, თითო ღვინის ჭიქა ჭამის წინ.  ინფექციების თავიდან ასაცილებლად ევკალიპტის ფოთლის ნაყენით დაიბანეთ ჭრილობები,  წყლულები, ფისტულა, ჩირქოვანი გამონაყარი.  ის, ასევე, ეფექტურია ღია მოტეხილობების დროს. ფოთლებისგან ნახარშის მოსამზადებლად 10 გრამ (2 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნახევარი საათი. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. იხმარება ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად.
 მისი ფოთლები გამოიყენება ოფთალმოლოგიური დანიშნულებითაც, ძალიან ეფექტურია გინეკოლოგიაში ეროზიისა და საშვილოსნოს ყელის წყლულის  სამკურნალოდ. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს ჩაიტარეთ ევკალიპტის ფოთლების სველი ინჰალაცია.
ევკალიპტი კარგია ზოგიერთი ტიპის დაავადებებისას. ჭრილობების წყლულების, წითელი ქარის  აბსცესების, ჩირქოვანი მასტიტის, საშვილოსნოს ყელის წყლულის დროს  ერთ ჩაის კოვზ ევკალიპტს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დააყოვნეთ ორი საათი.  მიიღეთ დღეში ორჯერ ნახევარი ჭიქის ოდენობით.
ნახარშის მოსამზადებლად, 10 გრამი დანაწევრებული ფოთლები ან ფოთლების ბრიკეტები 1 ჩაის ჭიქა წყალში ნელ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. შეაგრილეთ, გაწურეთ და ისე გამოივლეთ. ინჰალაციისათვის იყენებენ ევკალიპტის ზეთსაც, რომლის 20 წვეთი უნდა დავუმატოთ მდუღარე წყალს და ორთქლი შევისუნთქოთ.

როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან

 ალერგია არის ორგანიზმის გამძაფრებული რეაქცია ამა თუ იმ ნივთიერების ზემოქმედების მიმართ. ეს რეაქცია მიმართულია უცხო ნივთიერებისკენ,
რომელიც ანტიგენად, ალერგენად იწოდება. მასთან ბრძოლა მცენარეული საშუალებებით სახლის პირობებშიც შეგვიძლია.
ნიორი
სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ ერთი კილოგრამი წვრილად დაჭრილი ნიორი, დაასხით ერთი ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი და გააჩერეთ ბნელ ადგილას 1 თვის განმავლობაში. ერთი ჩაის კოვზი მზა ნარევი გახსენით ერთ ჭიქა ცხელ რძეში და დალიეთ დილით, უზმოზე, 30 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი გრძელდება  ნარევის დამთავრებამდე.
დაფნის ფოთლის ნახარში
დაფნის ფოთოლს არა მარტო სასარგებლო, სამკურნალო  თვისებებიც აქვს. ალერგიის დასამარცხებლად გამოიყენება დაფნის ფოთლის ნახარში, უსაფრთხოა მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც. ალერგიული გამონაყარი დაფნის ფოთლის ნახარშით უნდა დაამუშაოთ. მაგრამ, როცა საქმე ზრდასრულებს ეხებათ, ამ შემთხვევაში,  რეკომენდრებულია მისი დალევაც. ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ დაფნის ფოთლის ნაყენიც. ალეგიული გამონაყრის სამკურნალოდ კარგია დაფნის ფოთლის ზეთის წასმა, რომლის შეძენაც აფთიაქებში შეგიძლიათ. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია ქავილისა და ტიპური სიწითლის განკურნება. თუ ალერგიული გამონაყარი სხეულის დიდ ნაწილზეა, მიიღეთ დაფნის ფოთლის აბაზანები.
ჭინჭარი
ერთ სუფრის კოვზ ჭინჭრის ყვავილებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ქილა შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-5 ჯერ დღეში ან თითო ჭიქა – 3-ჯერ დღეში. კარგი სისხლსაწმენდი საშუალებაა ალერგიული გამონაყრის, ჭინჭრის ციების, ფურუნკულებისა და ეგზემის დროს.
ასკილი და ბაბუაწვერა
კარგად დააქუცმაცეთ ასკილის ნაყოფი და ბაბუაწვერას ფესვები. შეგიძლიათ მისი   ხორცსაკეპში გატარებაც. კარგად აურიეთ 2 სუფრის კოვზი ნარევი და გახსენით 1,25 ჭიქა წყალში. მიიღთ ერთი სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ.
ქატო
ერთ სუფრის კოვზ ქატოს დაასხით 4 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთი. დალიეთ  დილით, უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და 15-20 წუთის შემდეგ მიიღეთ მზა ქატო. მკურნალობის ხანგრძლივობა – ერთი თვე.
კვერცხის ნაჭუჭი
ალერგიის სამკურნალოდ უმჯობესია, თეთრი ფერის ნაჭუჭი გამოვიყენოთ. ამოიღეთ შიგთავსი, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. ბოლოს კი,  ყავის საფქვავში დაფქვით, სანამ ფქვილივით არ გახდება. იმისთვის, რომ ორგანიზმმა უკეთ შეძლოს მისი შეწოვა და კალციუმიც კარგად შეითვისოს, დაუმატეთ 6 წვეთი ლიმონის წვენი. ზრდასრულებს შეუძლიათ, დღეში ერთხელ  ერთი ჩაის კოვზი მიიღონ ან ნახევარი ჩაის კოვზი – დღეში ორჯერ. რაც შეეხება ბავშვებს, მათთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია დოზების დაცვა. ერთი წლის ბავშვს უნდა მისცეთ დღეში ერთი მწიკვის ოდენობით, ანუ, იმდენი, რამდენიც დანის წვერზე თავსდება. ორ წლამდე ბავშვებს – ორჯერ მეტი, შვიდი წლის ბავშვს – ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით, 14 წლის ზემოთ კი – უკვე ერთი ჩაის კოვზი. ყველა შემთხვევაში, აუცილებელია წყლის დაყოლება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა, მინიმუმ, 1 თვეა, უმჯობესია, თუ ის 3-6 თვე გასტანს. კვერცხის ნაჭუჭი კურნავს ძალიან ბევრ ალერგიულ რეაქციას, განსაკუთრებით კი – კანის. შესამჩნევი შედეგი განსაკუთრებით პატარა ბავშვებშია გამოვლენილი.скачать dle 11.3