კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რა შემთხვევაში ხდება ადამიანის გენეტიკა დაწყევლილი და შეიძლება თუ არა დაწყევლით ადამიანის სულის გადარჩენა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

„ადამიანები ეკლესიაში იკრიბებიან, თითქოსდა, ლოცვაზე და, იმავდროულად, ამაოდმეტყველებენ საყიდლებზე, ომზე, ნადიმებზე, სხვებს განიკითხავენ, მოყვასს ლანძღავენ, მათ კეთილ სახელს აგინებენ. სხვები ტაძარში დგანან და თითქოს ბაგეებით ლოცულობენ, გონებით კი ოჯახზე, სიმდიდრესა და ქონებაზე, ზანდუკებსა და ფულზე ფიქრობენ. სხვანი ეკლესიაში დგომისას თვლემენ, ზოგი მკვლელობაზე, ქურდობასა და მრუშობაზე ფიქრობს ან მოყვასზე შურისძიებას ჩაიფიქრებს“ – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– როგორც სოლომონ ბრძენი ბრძანებს: ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. როდესაც იესო ქრისტე მოვიდა ქვეყნიერებაზე, ისრაელში ძალიან დიდი გაჭირვება იყო. იუდეველები დამონებულები იყვნენ, რომის იმპერიის უღელქვეშ ღაფავდნენ სულს. მაშინ ორი ძირითადი პარტია იყო: სადუკეველთა და ფარისეველთა. იესო ქრისტემ არცერთი პარტია არ აირჩია, მან დააფუძნა დედაეკლესია პეტრეს აღმსარებლობაზე. ჩვენ რა გვეშლება ყველაზე მეტად – როცა ეკლესიაში განსაკუთრებული დრო დგება, ყველა მორწმუნე ადამიანი მიდის მოძღვართან და ეკითხება: რა გავაკეთო, როგორ მოვიქცეო. ბიბლიაში არის ადგილი, სადაც გარკვევით არის მინიშნებული: როდესაც ერს განსაცდელი ჰქონდა, ის ერი მარხულობდა. ჩვენ, სასულიერო პირები განსაცდელის ჟამს სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. ვლოცულობთ და მოგიხმობთ თქვენც. რატომ ჰგონიათ ადამიანებს, როცა იმართება აქციები, ის ადამიანები მართავენ ამ აქციებს, ვინც იქ დგანან, აქტიურობენ ან პოლიტიკური პარტიები. რატომ ვერ ვიჯერებთ, რომ კულისებს მიღმა აბოსოლუტურად სხვა ადამიანები დგანან, რომლებიც ისე მართავენ ქვეყანას, ხალხს, როგორც თავად სურთ. ხალხი რომ მშიერი იხოცება, პენსიონერს წამლის ფული რომ არ აქვს, ამაზე რატომ არავინ არაფერს ამბობს. ეკლესია ადამიანს ყოველთვის ეუბნება, რომ რა მდგომარეობაშიც ხარ, ეს შენი ბრალია, ნუ დააბრალებ ნურავისო.
– დღეს ძალიან გამრავლდა უსჯულოება. ადამიანები ერთმანეთს სიძულვილით უყურებენ, ამაში მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებით გვიწყობს ხელს.
– მათეს სახარებაში წავიკითხოთ 23-ე თავი, სადაც წერია მცირე აპოკალიფსის შესახებ. აპოკალიფსი იწყება აპოსტასიით, ანუ უსიყვარულობით, როცა გამრავლდება უსჯულოება, განხმება სიყვარული მრავალთაო. უსჯულოება უკვე გამრავლებულია ჩვენს ქვეყანაში. უსჯულოება მაშინ ვრცელდება, როდესაც გეუბნებიან: რა მოხდა, ეს კანონი რომ მივიღოთ; რა მოხდა, ეს რომ გავაკეთოთო. ხვალ შეიძლება, თავზე დაგვექცეს ქვეყანა, ისე გამრავლდა უსჯულოება. თუ ჩვენ, ეკლესიის მსახურნი ხმამაღლა არ ვიტყვით, რომ ძალიან მძიმე მდგომრეობაში ვართ, არავის გადავაბრალებთ, არ მოვუწოდებთ: მოდი, ან ფარისევლებთან ვიყოთ, ან მწიგნობრებთანო. რადგან ეს ორი პარტია საერთო ენას ნახულობს და ერთად ებრძვიან იესო ქრისტეს. როცა კი დაინახავენ ქრისტიანები გამოჩნდებიან, მათ წინააღმდეგ კრავენ პირს. გვეტყვიან: ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, რაღა დროს პატიოსნებაა, რაღა დროს მართლმადიდებლობაა, სიყვარული გვაკლია. თუ გვინდა, რომ ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე, სიყვარული უნდა ვისწავლოთ. სიყვარული ისწავლება პატიებით. სახარების პასუხი ცალსახაა: ყველაზე დიდი უბედურება, რაც ამქვეყანაზე დატრიალდა, ეს იყო იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრა. გაიხსენეთ, რა თქვა იესო ქრისტემ: მიუტევე, რამეთუ არ იციან.
– მამაო, 4 ივნისს პეტრეპავლობის მარხვა დაიწყო. ამ რთულ სიტუაციაში, ალბათ, ძალიან რთულია მარხვის დაცვა, ისე რომ არ განვიკითხოთ, არ ვიჩხუბოთ.
– ყველას, ვისაც აინტერესებს ქვეყნის მომავალი, ვურჩევ, რომ მკაცრი მარხვა დაიწყონ. ბევრ ლოცვას რომ წავიკითხავთ, სახარებას თავისი განმარტებებით, შენდობას ვთხოვთ ხალხს, მერე მივხვდებით, რა გვჭირს. ჩვენი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ურწმუნო-მორწმუნეები ვართ, აღდგომის მარხვა შევინახეთ და პეტრეპავლობის მარხვას არ ვინახავთ, რად გვინდაო. საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ვინმეს სახარება, ან ბიბლია თავიდან ბოლომდე აქვს წაკითხული? რა თქმა უნდა, არა. სამაგიეროდ, ვიცით, რომელ მღვდელს როგორი მანქანა ჰყავს, ვის – როგორი ცოლი, ვიცით, მირონმდინარე ხატი რამდენია – რომელ სოფელში, რომელ ქალაქში. სამაგიეროდ, არ ვიცით, რა წერია სახარებაში. სანამ ჩვენი ერი არ შეინანიებს, არ გავერთიანდებით, არ ვილოცებთ, მანამდე არაფერი გვეშველება. დღეს სასულიერო პირებს ვკითხოთ: ეკლესიაში რამდენი ადამიანი იდგა. რატომ ვერ ვხვდებით, რომ საქართველოს ბედი ეკლესიაში წყდება. მიდით ეკლესიებში, კურთხევა აიღეთ და მარხვა დაიწყეთ. მოძღვარს ჰკითხეთ: რა წაიკითხოთ, როგორ ილოცოთ. თუ ერმა არ გაიღვიძა, თუ ჩვენში არ გამოისახა იესო ქრისტე, მართლმადიდებლობა, თუ არ ვილოცეთ, არ დავხარეთ თავი ხატების წინაშე, არაფერი გვეშველება. იქ კი არ უნდა მივიდეთ, სადაც ეკლესია იყო და დღეს სისხლი იღვრება, სულ აურზაურია. იქ არ წყდება ჩვენი ბედი, კარგი არაფერი ხდება. ყველა ადამიანი კურთხევასა და წყევლას თავისი ქმედებებით იმსახურებს. ჯოჯოხეთი ვისი შექმნილია, ეს არის ბოლო მოწყალება ღმრთისა. რამდენიც გინდა, დასწყევლო ადამიანი, რომელიც ღვთისმშობელს აყენებს შეურაცხყოფას, ისინი ისევ იმას გააგრძელებენ. იესო ქრისტე რომ მოწყალე ღმერთია, მე წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, ეტყობა, წაკითხული აქვს, ჰგონია: იესო ჩემი მეგობარიაო. გვეუბნება: საპატრიარქოს მითვისებული ჰყავს ღმერთიო, თვითონ ისე საუბრობს ქრისტეზე თითქოს ღმერთი მისი მამიდაშვილი იყოს ან ბიძაშვილი. ქრისტე ამბობს: თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებებიო. თუ იცავს ადამიანი მცნებებს, მაშინ ის ქრისტეს მეგობარია. როგორ ხარ ქრისტეს მეგობარი, მეგობრის დედას დასცინებ? არ მგონია. უბედურება იმაშია, რომ ჩვენ ვერ ვიცავთ კარგად დედაეკლესიას. ჩვენი საქციელი მხოლოდ მუშტი-კრივი, გინებაა. დაწყევლილს რაღად უნდა დაწყევლა. მხოლოდ შენ კი არ იქნები დაწყევლილი, შენი გენეტიკა იქნება დაწყევლილი. იტყვიან, ამის პაპამ ქრისტეზე ასეთი რამე თქვაო. პაპამ რომ ტაძარი დაანგრია, მისი გვარი გადაშენდა – ამის ბევრი მაგალითია. არ მინდა, საზოგადოებამ, რომელიც ნაკლებად ცხოვრობს სახარებისეულად, ჩვენში მაწყევარები დაინახოს, გაბრაზებულები. როგორც ეკლესიის მტრებს, ჭეშმარიტებიდან გადასულებს ისე მოვიხსენიებ. წყევლაც გარკვეული ზრუნვაა ადამიანებზე. პავლემ კორინთოს ეკლესიაში ანათემას გადასცა ადამიანი, რომელსაც მამის ცოლთან, დედინაცვალთან ჰქონდა ურთიერთობა. პავლემ განკვეთა ეკლესიიდან, იქნებ სული მაინც გადარჩეს ბოლო ჟამსო. მეუფეს წყევლაც იმას კი არ ნიშნავს, რომ ჯოჯოხეთში გაგზავნა, უთხრა: თუ არ მოინანიებ, აქავე აღმოჩნდები ჯოჯოხეთშიო. ესეც ზრუნვაა – იქნებ გამოფხიზლდე. ერთი ადამიანიც თუ გავისტუმრეთ ჯოჯოხეთში, ჩვენ არ ვართ ქრისტიანები. ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში საშინელებებს წერენ, შევახსენებ: ვინ შევიდა სამოთხეში? ავაზაკი. რომ მოინანიოს შემდეგ იმ ადამიანმა, მერე ხომ შეგრცხვება, ჯოჯოხეთში რომ გაისტუმრე. ძალიან უცნაური სარწმუნოება გვაქვს: სასუფეველში მამათმავლები, მემრუშეები, ავაზაკები შეგიძღვებიანო – ასე ამბობს პავლე მოციქული, რა თქმა უნდა, როდესაც ისინი მოინანიებენ. ქართველების უმრავლესობას ხომ ჰგონია, რომ უკვე სამოთხეში არიან, იოანე ოქროპირი ამბობს: ისეთ ხალხს ვნახავ სამოთხეში, ძალიან რომ გამიკვირდებაო. ამიტომ მეშინია, ვინმე ჯოჯოხეთში გავგზავნოთ. იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც სიყვარულის მქადაგებელია, შეხვდება გნოსტიკოს მარკიონს, არ მიესალმება. მარკიონი ჰკითხავს: რატომ არ მომესალმე, ვერ მიცანიო? როგორ ვერ გიცანი: სატანის პირმშო ხარო. იოანე ღვთისმეტყველი რომ ამას ეტყვის ადამიანს, უკვე რაზეა საუბარი. ანუ, ჩვენ უნდა გვაწუხებდეს, რომ გამრავლდებიან ისეთი ადამიანები, ვინც შეგვაჩვევს ქრისტეს, ღვთისმშობლის გინებას. უნდა ვუთხრათ: რას აკეთებ, შვილო. რადგან ქვეყანა თავზე დაგვექცევა და ამ ნანგრევებში თვითონაც მოყვებიან. მთავრობის სახლის წინ კი არ უნდა ვიდგეთ, მუხლი უნდა მოვიყაროთ, საზოგადო აღსარება ვთქვათ: ასეთი ცუდი ადამიანი ვიყავი, ცუდი პრეზიდენტი, ვტანჯავდი პატიმრებს, ჩემს ხალხს.
скачать dle 11.3