კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 მეხამრიდი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ოსტაპი ისვენებს

ბევრი იყვირა თუ ცოტა, ბევრი იგინა თუ ცოტა (ახლად გამომცხვარმა ლიდერმა ზვიად კუპრავამ და მისივე აწ უკვე „კაად“ შერაცხულმა მეგობარმა), სავარაუდოდ, რაკი გამომზეურდა, რომ ორივენიცა (ზვიადიც და კააც), არც მეტი, არც ნაკლები, სულით ხორცამდე „ნაციონალური“ პათოსისანი ყოფილან და ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან პოლიტიკური ხეირის მიღებას უფრო ლამობდნენ, ვიდრე სამართლიანობის აღსრულებას, „ლეიბორისტების“ პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ „პარადს“, ანუ 10 ივნისის აქციას თვით შალვა ნათელაშვილი უხელმძღვანელებს (ანუ არა მხოლოდ შექსპირის რიჩარდი, ილფისა და პეტროვის ოსტაპიც ისვენებს)!
რატომ? იმიტომ რომ, სავარაუდოდ, მეხამრიდის როლი შეასრულოს (იმას გარდა, რომ სკამების გარეშე დარჩენილი თითო-თითოკაციანი ოპოზიციური პარტიებიც შეეშველებიან, ვითომ „მასოვკისთვის“?!), თან, ამის გამოცდილებაც აქვს: თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი სწორედ შალვა ნათელაშვილის წყალობით გახდა თბილისის საკრებულოს თავკაცი (იმხანად „ლეიბორისტებმა“ უმრავლესობით გაიმარჯვეს, ოღონდ ბ-ნმა შალვამ ბ-ნ მიხეილს დიდსულოვნად დაუთმო საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი).
თუმცა ამ ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია: ამ ბოლო ხანს ნათელაშვილი გვარამიას ტელევიზიის ისეთი ხშირი სტუმარი გახდა და ბ-ნებს ნიკასა და შალვას შორის ისეთი ჰარმონიაა, თუ გავიხსენებთ, რომ ნიკა გვარამია, როგორც გენპროკურორის მოადგილე, შალვა ნათელაშვილს რუსეთის აგენტობაში სდებდა ბრალს, იბადება რიტორიკული კითხვა: ნუთუ, მართლაც, ასეთი ბრმა და ყრუა სიყვარული?!
скачать dle 11.3